კულტურა ლიტერატურა

ლიტერატურა და თავისუფლება

რით დაიწყო ლიტერატურა? რა თემა იყო პირველი? რომელი მთავარი ხაზითაა მონიშნული მისი არსი, მისი სინამდვილე? რატომ ვწერთ, რატომ ვკითხულობთ, რატომ განვიცდით?

ლიტერატურა ეს იკაროსის დამდნარი ცვილის ფრთებია, თავისუფლების მოსაპოვებლად რომ გამოიგონა ადამიანმა, მაგრამ მზეს რაც უფრო მიუახლოვდა, მით უფრო დაუდნა.

უკვდავების მაძიებელი გილგამეში, ათას სცილა-ქარიბდასაგან გათავისუფლებული ოდისევსი, მთელი ანტიკური დრამა, ადამიანების ბრძოლა ღმერთების ზეგავლენისგან თავდასაღწევად, ფილოსოფია - როგორც სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მთავარი ბიბლიური თეზა - არჩევანის თავისუფლება. მოკლედ, ლიტერატურა თავისუფლებისაკენ სწრაფვით დაიწყო და დღემდე ამ თავის მთავარ გეზს მყარად ინარჩუნებს.

თავისუფლება ლიტერატურაში მრავალგვარია - ინდივიდის პირადი არჩევანით, საკუთარი გზის ძიებით დაწყებული, საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფლებით დასრულებული.

გაათავისუფლო ჩიტი და გაათავისუფლო საკუთარი თავი საზოგადოებრივი წნეხისა და გავლენებისაგან - ორივე ეს თემა პოეზიისა და ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი არჩევანია.

„სიბრძნე ბალაჰვარისა“ - ბრწყინვალე ტექსტი, თავისუფლების საკუთარ გზას გვთავაზობს - ეს საკუთარი გზის პოვნაა, საკუთარი იდეალებისკენ სწრაფვა. თავისუფლების გზაა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც, როცა საკუთარ სულთან ჰარმონიას პოულობ, უდაბნოთა ქალაქადქცევის ძალაც მაშინ გეძლევა. ზოგჯერ სიყვარულია თავისუფლება, მიუხედავად იმისა, ბედნიერი დასასრული აქვს თუ არა მას, ტრისტანისა და იზოლდას, რომეოსა და ჯულიეტას თავისუფლება სწორედ სიყვარულით თავისუფლად ტკბობაშია. თავისუფლებას ეძღვნება მთავარი ქართული ლიტერატურული ტექსტი - „ვეფხისტყაოსანი“, ზოგჯერ თავისუფლებას მაშინ პოულობ, როდესაც მეგობარს თავს შესწირავ და მის სატრფოს ქაჯების ტყვეობისგან ათავისუფლებ. გოეთეს „ფაუსტი“ - გზა თავისუფლებისკენ ზოგჯერ რთულ გზაზე გადის - ჯერ ეშმაკთან გარიგება დადო, მერე კი - მისგან თავი სწორედ ადამიანთა სიყვარულის, საკუთარი თავის დათმობის გზით გაითავისუფლო.

თავისუფლებისკენ გზა ზოგჯერ ტრამალის მგლობაზე გადის, ზოგჯერ - მდინარე მისისიპიზე ტივით დაშვებაზე, ზოგჯერ მშობლების სახლისა და სამშობლოს დატოვებაზე, ზოგჯერ პირიქით - სამშობლოში დაბრუნებაზე, იარო საკუთარი ზმანებების კვალზე - დონ კიხოტის მსგავსად, გადალახო ყველა გამოწვევა, რითაც საზოგადოებამ ჩარჩოებში გამოგკეტა, ციხე-სიმაგრის ხანგრძლივი ტყვეობიდან თავი დაიხსნა, გამოიგონო საფრენი აპარატი და სიყვარულის ფრთებით მშობლიურ მხარეს გადაუფრინო, დარჩე საკუთარი სიმართლის ერთგული, თუნდაც თემმა ამის გამო უარგყოს, გაჰყვე შენი მერნის თუ ლურჯა ცხენების მარადიულ ქროლვას.

„გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი! დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი! ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!“

თავისუფლება ზოგჯერ ჯაყოს ხიზნობაზე გადის, ზოგჯერ - სიკვდილსა და საკუთარი თავის უარყოფაზე, ზოგჯერ-თავგანწირვასა და ტრაგიკულ ფინალზეც. ხან-მარადიული სიმშვიდეა თავისუფლება, ხან - ომის მარადიული ქარცეცხლი, ხანაც თამაში ჭვავის ყანაში.

წყარო: saba.com.ge