თაობა სიახლეები კულტურა

მხიარული თავგადასავლების მუზეუმი

მაისი 30, 2020


მხიარული თავგადასავლების მუზეუმი შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ნაკრებია ბავშვების, მოზარდების და მათი მშობლებისთვის.


აქტივობა: არგონავტების მითი, ქაღალდის თეატრი


ალბათ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ძალიან ბევრჯერ ყოფილხართ, თუმცა აქამდე გიფიქრიათ სამუზეუმო ექსპონატის შთაგონებით რამდენი ნივთის დამზადება შეგიძლიათ, თანაც სახლში?

აქტივობა: ავგაროზები, თიხით ძერწვა

თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში, სტუდია „ილუსტრატორმა“ - თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა 5 შემოქმედებითი სავარჯიშო შექმნეს, რომელიც აქ და ახლა იმ თავგადასავლებს აღმოგაჩენინებენ, რომლებზეც ხშირად გსმენიათ, თუმცა ჯერ ნამდვილად არ გადაგხდენიათ.

კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ეთნოგრაფია, მხატვრობა - ეს ის სამუზეუმო კოლექციებია, რომლებიდან შერჩეულ ექსპონატებსაც ახალ სიცოცხლეს თქვენ მისცემთ.

აქ ნახე ნაკრების გადმოსაწერი ბმული

აქტივობა: კავკასიის ბიომრავაფეროვნება, სამგანზომილებიანი წიგნი

ამ თავგადასავალში გარდა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებულ ტექსტებს გაეცნობით და ახალ ცოდნას მიიღებთ, დეტალურად ისწავლით როგორ უნდა შეიქმნას ხელნაკეთი ნივთები ხატვის, ძერწვის, სტენსილის ტექნიკით, როგორ კეთდება ქაღალდის თეატრი და წიგნი „ლეპორელოს“ მეთოდით.



შემოქმედებითი პროცესის მარტივად გააზრებაში ვიდეო-ტუტორიალები დაგეხმარებათ.


არგონავტების მითის თეატრში გასაცოცხლებლად, მოძებნეთ ფეხსაცმლის ყუთი და მიჰყევით ინსტრუქციას:

თუ მუზეუმში დაცული ხალიჩების მსგავსად, რომელიც უძველესი დროიდან, ძალიან რთული ტექნიკით იქსოვება, თანამედროვე ხალიჩის სახალისო გზით მოქსოვას გადაწყვეტთ, ნაკრებში ნახავთ დეტალურ ინსტრუქციას.

აქტივობა: ეთნოგრაფია - ფარდაგი, ხალიჩა. ქსოვა

ხალიჩა - ყაზახი-ბორჩალო, XIX საუკუნის შუა პერიოდი; შალი. ფარდაგი - XX საუკუნის პირველი ნახევარი; შალი.

(C) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი


მხიარული თავგადასავლების მუზეუმი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის დროის სახალისოდ და შემოქმედებითად გატარების საუკეთესო საშუალებაა, ჩამოტვირთეთ ნაკრები და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

აქ ნახე ნაკრების გადმოსაწერი ბმული

მხიარული თავგადასავლების მუზეუმი შეიქმნა თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში.