მარტი 18, 2024
თიბისი, როგორც რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი თანამშრომლებზე ზრუნვით და მათთვის ბედნიერი და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით გამოირჩევა. ამის კარგი მაგალითია თიბისის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პროგრამა, რომელიც თიბისელებს 2021 წლიდან საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს.
2024 წლის პროგრამა სხვადასხვა ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს:
გარდა უკვე არსებული აქტივობებისა და შეხვედრებისა, პროგრამას ემატება ახალი ფიზიკური ვორქშოპები - თიხის თერაპია, კვებასთან დაკავშირებული საინფორმაციო აქტივობები. ასევე, ჩატარდება სემინარები და ვორქშოპები მოწვეულ ფსიქოლოგებთან ყველასთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე.
*აქტივობების შესახებ ინფორმაცია დაიდება თიბისელების ფეისბუქ ჯგუფსა და ინტრანეტში.
პროგრამა თანამშრომლებისთვის შესაძლებლობაა ყოველდღიური რუტინიდან გადაერთონ ისეთ სახალისო და საინტერესო აქტივობებზე, რომლებიც დაეხმარებათ მათ ყოველდღიურობის გამარტივებასა და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში. ამას ემატება ისიც, რომ საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ისაუბრონ მათ შეხედულებებზე და აღმოაჩინონ ახალი ხედვები.
გასულ წელს თიბისის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პროგრამაში 600+ თიბისელი იღებდა მონაწილეობას. წლის განმავლობაში ჩატარდა 2 იოგას თერაპიული და 6 საინფორმაციო ვორკშოპი. ასევე თანამშრომლებს ჩაუტარდათ სემინარი ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძესთან თემაზე - „რატომ ვერ ვასწრებთ ცხოვრებას“. ჩვენი საკომუნიკაციო არხებით ყოველთვიურად იგზავნებოდა საინფორმაციო ბროშურები მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე.
2024 წელს, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ საინტერესო და სასარგებლო ჩვენი პროგრამა წინ საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება გველოდება!
ერთმანეთზე ზრუნვა, თითოეული თიბისელის კეთილდღეობა და წინსვლა მნიშვნელოვანია.
2024 წლის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პროგრამა იწყება!