აპრილი 19, 2024
თუ ზაფხულს მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდი, მაგრამ გეგმებისთვის თანხის წინასწარ შეგროვება ვერ მოახერხე ან უბრალოდ გინდა, სპონტანურ გეგმებს მომზადებული შეხვდე - ამ ბლოგში 3 ისეთ მარტივ გზას ნახავ, რომელიც თიბისის მობაილბანკის დახმარებით მოკლე დროშიც კი სასურველი თანხის დაზოგვას შესაძლებელს ხდის.
მობაილბანკში “ჩემი სეიფი” ანაბრებს შორის ყველაზე მოქნილი დაგროვების შესაძლებლობაა. Მას წინასწარ განსაზღვრული ვადა არ აქვს, რაც შესაძლებლობას გაძლევს, თავად განსაზღვრო როგორ და რა დროში შეაგროვო თანხა სასურველ რიცხვამდე.
ანაბარს არ აქვს დარღვევის საკომისიო, რაც შენთვის კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას ნიშნავს. ამ ფუნქციონალით მაშინ შეძლებ დაგროვილი თანხის გამოყენებას, როცა ისურვებ.
ანაბრის გახსნა სრულიად უფასოდ, თიბისის მობაილბანკში დამოუკიდებლად შეგიძლია, ხოლო ბანკის ნებისმიერ ფილიალში ამის ღირებულება 10 ლარია.
თიბისი ბანკის მობაილ აპლიკაცია თანხის დაგროვების შესაძლებლობას მაშინაც კი გაძლევს, როცა ხარჯავ.
ყულაბის სერვისის გააქტიურებისას, POS ტერმინალზე თითოეული გადახდისას შენი ანგარიშიდან წინასწარ განსაზღვრული თანხა (0.50₾, 1₾, 2₾ ან რამდენიც გსურს) დაგროვების ანგარიშზე ავტომატურად გადაირიცხება და შეუმჩნევლად დაგროვდება.
უბრალოდ მიაბი ყულაბის სერვისი ანაბრის ან შენი სეიფის ანგარიშს და დაიწყე დაგროვება მარტივად.
ინვესტირებით იმაზე მეტი სარგებლის მიღება შეგიძლია, ვიდრე მხოლოდ ანაბრით თანხის დაგროვებისას. Მიუხედვად იმისა, რომ ინვესტირება ერთი შეხედვით რთული პროცესი შეიძლება ჩანდეს, რეალურად თიბისის მობაილბანკში იმ ბრენდებსა და კომპანიებს აღმოაჩენ, რომლებიც გიყვარს და გამარტივებული ფუნქციონალით ადვილად შეძლებ თანხის დაბანდებას.
თიბისის მობაილ აპლიკაცია 6 500-მდე ამერიკული კომპანიის აქციების შეძენის შესაძლებლობას 1$-დან, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გაძლევს.
საინვესტიციო ავტოპილოტით კომპანიის აქციასა და ფონდში თანხის დაბანდება გაცილებით მარტივი ხდება. ავტოპილოტის გააქტიურების შემთხვევაში, საშუალება გექნება, სასურველი კომპანიების აქციები და ფონდები ყოველ თვე, ყოველ კვირა ან ყოველ დღე ავტომატურად იყიდო, ზედმეტი ჩარევის გარეშე.
გაიმარტივე ყოველდღიურობა, დაიწყე თანხის შეგროვება თიბისის მობაილ აპლიკაციაში.