თიბისელები თიბისი შენთვის

გაიგე როგორია თიბისელების სამუშაო გარემო

Რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ მთავარია — სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით კეთებაზე, შესაბამისად, კომპანიის დიდი მიზნებისა და მისიის წარმატებით შესრულებაზე.

მარტი 19, 2024

თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან დღის დიდ ნაწილს სწორედ აქ ვატარებთ. თიბისიში კი, სწორედ, მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია,  გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის.  


მუდმივი განვითარება და ადამიანები, რომლებსაც საერთო საქმისა და ერთმანეთის მიმართ ერთგულება აერთიანებთ, ხელს უწყობს შემოქმედობითობასა და შესაძლებლობების განვითარებას ყველაფერში, რასაც ყოველდღიურად თიბისელები აკეთებენ.  

„ჩემთვის, იყო თიბისელი ნიშნავს იდგე განვითარებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მშვიდ და თანასწორ გარემოში და, რაც მთავარია, გქონდეს თვითგამოხატვის თავისუფლება. თიბისი იმ თავისუფალ გარემოს ქმნის, სადაც ინოვაციური აზროვნების საშუალება იქმნება.“ 


- სალომე გოგიჩაიშვილი, მონაცემთა მეცნიერი

„როცა ხარ მარკეტერი თიბისიში, პირველ რიგში, იაზრებ მასშტაბებსა და გავლენას, რომელიც ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში შეგიძლია გქონდეს. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ.“


-თიბისის მარკეტერი, ელისო გოგოხია

ვიყო თიბისელი, ჩემთვის, ძალიან საამაყოა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი და თიბისის ისეთი ღირებულებები, როგორიცაა - სხვებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერება, სანდოობა, თუ პასუხისმგებლობა, ერთმანეთთან თანხვედრაშია. 

თიბისი არის გზა მეტი შესაძლებლოისკენ, რომელიც მრავალმხრივ განვითარების საშუალებას გაძლევს.


-გიორგი ანთელიძე, მომსახურების მენეჯერი

“ის, რომ ჩვენთან შესაძლებლობების ზღვა პოტენციალია, ეს სიახლე არაა. თიბისი ის ადგილია, სადაც ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი. აქ, მიგნებული საქმე, საკუთარ თავში აღმოჩენილი მახასიათებლები, წარმატების გზაზე მიმავალი პირველი საფეხური ხდება.” 


-ნათია იორმაშვილი, თიბისის სერვის მენეჯერი

განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები, მეგობრული განწყობა, ინოვაციური გუნდი, შემოქმედობითობა, მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა – ეს არის ის გარემო, რაც თიბისის დიდ გუნდში მოსულ ადამიანს დაგხვდება. გახდი თიბისელი.