აპრილი 25, 2024
Პროფესიები მომავალში თიბისის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე ვსაუბრობთ თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიების განვითარებას არსებულ პროფესიებზე.
კანის კრეატიული ფესტივალის ახალგაზრდულ კონკურსზე პანელის მთავარი თემა იყო - როგორ ცვლის კრეატიულ ინდუსტრიას ტექნოლოგიები.
სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. ხშირად ვისმენთ, რომ AI სხვადასხვა პროფესიებში ადამიანებს ჩაანაცვლებს.
როგორ შეიძლება, შეიცვალოს საქმიანობები და პროფესიები და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მოკლავს თუ არა კრეატიული სფეროს პროფესიებს გენერაციული AI ინსტრუმენტები?
„
მომავლის პროფესიების ფორმულა ადამიანური საწყისებიდან უნდა გამოვიყვანოთ
- ნინო ეგაძე, “დიზაინ ინსტიტუტის” დამფუძნებელი.
„ადამიანებს სჭირდებათ დახმარება მოსაწყენი, განმეორებადი საქმიანობის შესრულებაში და ეს კრეატიულობის საჭიროებას ვერ ანაცვლებს. რაც მეტი გამოხატვის შესაძლებლობას გაძლევს ესა თუ ის ტექნოლოგია: Midjourney, Sora თუ სხვა, მით მეტი კრეატიულობის საშუალება გეძლევა, მით უფრო შეგიძლია, გამოიყენო ეს ინსტრუმენტები და შექმნა რაღაც უფრო სწრაფად იმ იდეებზე დაყრდნობით, რაც გაქვს. წამყვანი ყოველთვის შენ ხარ. ხელოვნური ინტელექტი, რამდენადაც ჭკვიანი და ვიზუალურად აღმაფრთოვანებელიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ჩვენ ვეტყვით, რა უნდა გააკეთოს. ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის ჩვენი მსახური ტექნოლოგია იქნება”.
- ზაალ გაჩეჩილაძე, AI Lab დამფუძნებელი
„პროფესიასთან დაკავშირებით რჩევის მიცემას აზრი არ აქვს. ალბათ ჯობია, თავიდანვე გავაცნობიეროთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა არის ტრენდი, არ აქვს მნიშვნელობა მოთხოვნა-მიწოდების მრუდს - რაც არ იცვლება, არის სიყვარული და თუ ვიპოვით პროფესიას, რომელიც გვიყვარს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ესა თუ ის პროფესია მოკვდება თუ არა - თქვენ შეძლებთ, ის ყოველთვის აცოცხლოთ”.
- კოკა ქამუშაძე, Playmakers დამფუძნებელი
„Gen Z-ს რამდენიმე წლის წინ ვიკვლევდით, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით, ესა თუ ის მიდგომა თაობის მახასიათებელი იყო თუ ასაკობრივი. დროსთან ერთად გამოიკვეთა, რომ ეს თაობის მახასიათებელია - მათ აქვთ მიდგომა, რომ აგროვებენ უნარების ნაკრებს, რომელსაც როგორც ფაზლს, ისე იყენებენ. აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ქცევა, მათთვის ერთიდან მეორეზე გადართვა მარტივია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იგროვებენ უნარებს და გამოცდილებებს. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, არ არის საშიში”.
- ნინო ეგაძე, “დიზაინ ინსტიტუტის” დამფუძნებელი.
საბოლოოდ, ტექნოლოგიები პროფესიას არათუ გვართმევს, არამედ პირიქით, გვაძლევს საშუალებას, ახალი ინტერესები ვეძებოთ - ტექნოლოგიები შესაძლებლობაა, გვქონდეს მრავალფეროვანი კარიერა.
თიბისი, თავისი არსებობის 31 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას.
თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია.
თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.