მუსიკა | ცა

მარტის ქართული მუსიკა

Tsa.Music

აპრილი 12, 2023

Saphileaum - Intrapersonal Experience

ანდრო გოგიბედაშვილი პროექტით Saphileaum მისი 2021 წლის ალბომის, „'Transpersonal Experience“-ის გაგრძელებას გვთავაზობს და როგორც სათაურიდან ვხვდებით, ახალი ჩანაწერი ბევრად უფრო ღრმა და პერსონალურ ტონს ამკვიდრებს.

Onefe – Night

საინტერესო ტექნო პროექტი ანონიმური თბილისელი პროდიუსერისგან Onefe, მუსიკა აქ უფრო მჟავა და უკომპრომისო ჟღერადობაზეა ორიენტირებული.

Vakhtang Kantaria - Unreleased archive Records 2017-2021 (Ushishari adamiani da gamouqveknebeli baladebi)


ვახტან ქანთარია უფრო აქტიურად ქართულ მუსიკალურ სცენაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოჩნდა და მუსიკისადმი განსაკუთრებული მიდგომით პირველივე დღიდან მიიქცია მსმენელის ყურადღება, თუმცა ამის გარდა, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება მისი შემოქმედებითი ნაყოფიერების საიდუმლო. გასულ წლებში გამოსული ალბომების რაოდენობა უკვე ორნიშნა რიცხვს გადაცდა, ამჯერად კი ვაქო დემო ჩანაწერების 5 დისკიან კოლექციას გვიზიარებს, რომლებიც 2017-2021 წლებში ჩაიწერა.


Beka Wu - SHIN002

ბასიანის და მუტანტ რადიოს რეზიდენტი, ახალგაზრდა პროდიუსერი და DJ სადებიუტო ჩანაწერს თბილისურ ლეიბლზე, „Shin Records“-ზე გამოსცემს.

Zura Makharadze - Dionysus' blood and sperm in our mouths

საინტერესო ექსპერიმენტული მუსიკა თბილისელი მუსიკოსი, ზურა მახარაძისგან, აღნიშნულ EP-ში შესული ხუთივე კომპოზიცია პერკუსიისა და ხმის ტემბრის იმპროვიზაციულ ჩანართებზეა დაფუძნებული.

Bassil - Egopathic Experience

წელს ერთ-ერთი საინტერესო ალბომი ქართუ ელექტრონულ მუსიკაში ნუგო ბასილაიას, იგივე Bassil-ს ეკუთვნის. მუსიკოსმა რომელმაც გასულ წელს ასევე საინტერესო თუმცა ძირითადად მაინც ტექნოზე დაფუძნებული ალბომით დაგვამახსოვრდა, ახალ ალბომში კიდევ დამატებით მუსიკალურ ტერიტორიებს იპყრობს - საკუთარი თავის პატივისცემა, მუდმივი თვითგამორკვევა და სამყაროს შეცნობა - ეს ის თემებია რომელთა ემოციურ გადმოცემას იგი ჟღერადობის საშუალებით ცდილობს.


Denivarlevy - Fingaz of the Sora

ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი და ბითმეიქერი, რომელიმააც შარსან მელოდიური, სემპლებზე დაფუძნებული ინსტრუმენტალებით დაგვამახსოვრა კიდევ ერთ ალბომს აქვეყნებს.

4D Monster Lobsters – OLGA

ქართული პოპულარული ინდი ბენდის ახალი მუსიკალური ვიდეო, რომელზეც ჯგუფის წევრებმა თავად იმუშავეს.

Erekle Getsadze - Works For The Theatre

ერეკლე გეწაძე ერთ-ერთი იშვიათი ქართველი მუსიკოსია რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები და მუსიკალური იდეები უამრავ მუსიკალურ სტილში მოსინჯა. არც თეატრალური ცხოვრებაა მისთვის უცხო და ახალ ალბომში სწორედ სხვადასხვა სპექტაკლებისთვის შექმნილ ნაწარმოებებს მოუყარა თავი.

RIHA - Improv Live at Tamara's Space

ბასისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი რატი ონიანი თბილისში გამართული ღონისძიების 40 წუთიან იმპროვიზაციულ ჩანაწერს აქვეყნებს.

Quemmekh – NOSTALGIA

ქვემეხი ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის „ანდერგრაუნდ“ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. 2 წელი გავიდა მათი „ამერიკულის“ გამოცემიდან და ახალ ჩანაწერში „ნოსტალგია“ მუსიკა, ტექსტებთან ერთად უფრო დამძიმებულია, რაც ალბათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პირდაპირ პროპორციულია.

Monolith – Rencontre

საინტერესო ალბომი ქართველი მძიმე მუსიკის მოყვარულებისთვის. პროექტი Monolith, სადებიუტო ალბომიდან 5 წლიანი პაუზის შემდეგ ახალ ჩანაწერს აქვეყნებს.

giraffe tapes - "​.​.​.​for my Ukraine" vol. II

თბილისში დაფუძნებული ლეიბლი, giraffe tapes ახალ, რიგით მეორე კომპილაციაში „"​.​.​.​for my Ukraine" vol. II“ ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებას აერთიანებს. კომპილაციის გაყიდვიდან შემოსული თანხა კი უკრაინაში, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

Le Violet - Girl Power

თბილისელი პროდიუსერი და DJ, ანა ჯაფარიძე იგივე Le Violet, ახალ, ჩიკაგო ჰაუსით ინსპირირებულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებიც მიუხედავად საზოგადოების მხრიდან უარყოფისა, მაინც ლაღაც აგრძელებენ ცხოვრებას.

Savannah Fish - Asatani Amindi

რიგით მეორე, მელოდიური EP თბილისური ინდი-პოპ ბენდისგან Savannah Fish.

ჩვენება - გარდამავალი დებულებები

ჩვენება ირაკლი გელაშვილისა და არჩილ მამასახლისის მიერ დაფუძნებული ახალი ქართულენოვანი ბენდია.

will kolak - all my friends and enemies are fine

ვფიქრობ will kolak-ის ბენდია, რომელიც ძალიან მალე დაიპყრობს დამოუკიდებელი მუსიკის მოყვარულების გულებს, მანამდე კი გამოუსმინეთ მათ პირველ ჩანაწერს.

Sopio T X MENABDE M .FICTION

სოფო ტოროშელიძისა და მანანა მენაბდის ძალიან საინტერესო და უნიკალური თანამოქმედება, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორად კი აკა ფროდიაშვილი გვევლინება.

Chaos in the Attic - Tecna (Demos)

თბილისური ინდი როკ ბენდი დემო ჩანაწერებს აქვეყნებს.

Initial Light - 40 Degrees In The Air

ქართველი პროდისერების, გიორგი ხარანაულისა და გიორგი ყოლბაიას პროექტი სადებიუტო EP-ით, ესპანურ „Oráculo Records“-ზე.

Parasite – Pollychronion (Live)

საინტერესო ჩანაწერი ქართული ბენდისგან „Parasite”. „პოლიქრონიონ“ რომლის საწყისი სემპლი „აუტსაიდერის“ სიმღერიდან არის აღებული მძლავრი და ენერგიული სიმღერაა და კარგადაა დაპროდიუსერებული.

The Polar Monk - Lizard Prince

ქართული ერთკაციანი პროექტი, „The Polar Monk“ სამი სიმღერისგან შემდგარ EP-ს აქვეყნებს.

დილით ამომავალო მზეო - ალექსანდრე ხარანაული

ალექსანდრე ხარანაულის შემოქმედება და მისი სადებიუტო ალბომი მართლაც მარტის აღმოჩენაა, ქართული ენისა და ამერიკანას, ფოლკისა და ბლუზის სინთეზი, American primitive guitar-ის სტილში,დამამშვიდებელი, უპრეტენზიო პარტიები და ამბის თხრობის მომაჯადოვებელი სტილი, აქ ყველაფერია რაც ქართულ მუსიკას ასე ჭირდებოდა

Circus Mircus - Pin-Drop Mind

Circus Mircus ახალი, სამომავლო ალბომიდან რიგით მეოთხე სინგლს და მასზე შექმნილ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ძირითადად საარქივო კადრების კოლაჟისგან შედგება.

Zuka - Celo's Memories

ქართველი მუსიკოსი და გიტარისტი, ზუკა სიმონიშვილი Leno Records-ზე ახალ ალბომს აქვეყნებს. ჩანაწერი ძირითადად მშვიდ საგიტარო თემებს მოიცავს, თუმცა აქვე ვხვდებით ორ კომპოზიციას, რომლებსაც LUA-ს ხმა და ლაშა საყვარელიძის საქსაფონი უფრო ამდიდრებს.

Erekle Getsadze – Schemmzarrawee

ქართველი მუსიკოსი ერეკლე გეწაძე რომ მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანია ეს ახალი არაა. მისი ახალი ალბომი Leno Records-ზე კი ნამდვილად „შემზარავია“ ბევრი კუთხით. ალბომის ტრეკების დასახელება, ერთი გაბმული უსიამოვნო ეპიზოდის ტექსტუალური ასახვაა, თუმცა არანაკლებია მუსიკალური მხარეც, სადაც ტრანსის, ინუდსტრიული ტექნოსა და გაბერის სინთეზია თავმოყრილი.

forestsaurus - forestsaurus



ქართველი მუსიკოსი თორნიკე ქარჩხაძე იგივე forestsaurus და Paul N Roth, ნიუ იორკულ ლეიბლ Earwash Records -ზე ახალ ალბომს აქვეყნებს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი