ტექნოლოგია

26 აპრილს ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit Vol. 3 გაიმართება

აპრილი 25, 2024

26 აპრილს, Agile Mentor-ის ორგანიზებით, წლის ყველაზე მასშტაბურ ეჯაილ ღონისძიებას „International Agile Summit Vol. 3“ თბილისი უმასპინძლებს. ამასთან, თიბისი სამიტის მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.


მიუხედავად იმისა, რომ ეჯაილთან დაკავშირებით უკვე აქტიურად საუბრობენ ტექნოლოგიურ სამყაროში, ბევრი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება; ამიტომაც მნიშვნელოვანია, ამ მხრივ ცნობიერება საქართველოშიც ამაღლეს და ეჯაილის მსოფლიო რუკაზე სათანადო ადგილი დავიმკვიდროთ. თანაც ეჯაილის თანამედროვე მიდგომა ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება. დღეს კი მისი დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.


სწორედ ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული ეჯაილ სამიტი, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება; მონაწილეებს კი საშუალება ექნებათ, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.

პირველ რიგში, ვისაუბროთ ეჯაილ სამიტის მნიშვნელობაზე — რატომაა მისი ჩატარება ინდუსტრიისთვის სასარგებლო?

"ეს არის სივრცე, სადაც სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიონალებს საშუალება აქვთ, ადგილობრივად დაგროვილი გამოცდილება ერთმანეთში გააზიარონ. პირველად, 5 წლის წინ, თიბისიმ დაიწყო, თუმცა შემდეგ სხვა კომპანიებმაც გამოიჩინეს ინიციატივა — როგორც სადაზღვევოს, ისე საფინანსო და ჯანდაცვის წარმომადგენლები. ასე ვთქვათ, მრავლად დაგროვდნენ პროფესიონალები სათანადო ცოდნით. შესაბამისად, სამიტზე, უცხოელ სპიკერებთან ერთად, ყოველთვის გვყავს ქართული კომპანიები, რომელთაც ეჯაილის მიდგომები აქვთ დანერგილი. მთლიანობაში, ერთი მხრივ, საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ და მეორე მხრივ, ახალ შთაგონებას იღებენ როგორც ერთმანეთისგან, ისე უცხოელი გამომსვლელებისგან."


მარია ღლონტი, Agile Mentor-ის დამფუძნებელი 

ანა, თიბისისთვის რატომაა ასე მნიშვნელოვანი ეჯაილ კომუნის მხარდაჭერა და გაძლიერება?

"თიბისი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ეჯაილ მართვის მიდგომებით, ეჯაილ კომუნის მხარდაჭერას უზრუნველყოფს კოლაბორაციის გაძლიერებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ინოვაციურობის ხელშეწყობით.


ფაქტობრივად, ეს ქმნის პლატფორმას ეჯაილ პრაქტიკოსებისთვის ახალი იდეების, საუკეთესო პრაქტიკების, დაგროვილი ცოდნის თუ გამოწვევების გაცვლისთვის.


მოგეხსენებათ, თიბისი იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო მასშტაბური ეჯაილ ტრანსფორმაცია 5 წლის წინ. 2019-დან დღემდე ტრანსფორმაციის გრძელი გზა გავიარეთ და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მუდმივად ცვალებად და კონკურენტულ გარემოში, არსებული გამოწვევების კვალდაკვალ ვცდილობთ, შესაბამის მოთხოვნებს გაუმჯობესებული და მოქნილი მართვის პროცესებით ვუპასუხოთ.


შესაბამისად, საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ მიმართულებით და გვინდა, აღნიშნული ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით მეტად შევუწყოთ ხელი ეჯაილ პროფესიონალების ზრდასა და განვითარებას საქართველოში. "


ანა ჯიქია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი 



უშუალოდ თიბისი როგორ იყენებს ეჯაილ სამიტის სივრცეს აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და რა ღირებული გამოცდილების გაზიარება შეგიძლიათ?

"ეჯაილ მენტორთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ, მიღებული გვაქვს მონაწილეობა ყველა ეჯაილ სამიტზე და მუდმივად ვცდილობთ ტრანსფორმაციის გზაზე დაგროვილი გამოცდილების ფართო აუდიტორიისთვის გადაცემას. თითოეულ სამიტზე ვცდილობთ ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე და ასევე, მათი გადაჭრის გზებზე.


ბუნებრივია ეს გვეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში ეჯაილ პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებით — იქნება ეს ბაზარზე გასვლის სისწრაფე, ხარვეზების შემცირება თუ ხშირი და ინკრიმენტული დანერგვები, რასაც, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მივყავართ მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების მიწოდებასა და საუკეთესო გამოცდილების შექმნასთან.


მოგეხსენებათ, რაც დიდია ეჯაილის დაფარვის დონე (scale), მით მეტ გამოწვევებს შეიძლება შევეჯახოთ სამუშაო პროცესში. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ფაქტორთან, როგორიცაა პროცესების გამართულობა, სტრუქტურული მოწყობა,  ადამიანური თუ ტექნოლოგიური ფაქტორები.


აქედან გამომდინარე, ჩვენი ტრანსფორმაციის გზაზე ყოველდღიურად ვაგროვებთ მრავალფეროვან გამოცდილებას, ვეცნობით ახალ ინსტრუმენტებს, ვნერგავთ ახალ პრაქტიკებს და ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ ფრეიმვორკებს/ხელსაწყოებს, რომლებიც ეფექტურად მუშაობაში გვეხმარება. და სწორედ ამიტომ, აღნიშნული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება ძალიან ღირებული პროცესია."

ეს უკვე მესამე ეჯაილ სამიტია და მთელი ამ ხნის განმავლობაში სამიტიდან სამიტამდე როგორ იცვლებოდა ჩართულობა თუ აუდიტორიის მხრიდან დაინტერესება?

მარია ღლონტი: მოცემულ ეტაპზე აშკარად შეინიშნება ტენდენცია, რომ გაცილებით მეტი ადამიანია დაინტერესებული ეჯაილით, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ამიტომაც, სამიტს კორპორაციებიდან დიდი რაოდენობის გუნდები ესწრებიან. ზოგადად, საქართველო მსოფლიო რუკაზე, საერთაშორისო ეჯაილ სამიტითა და უცხოელი პროფესიონალების ჩართულობით, უფრო მეტად ჩნდება.


ანა ჯიქია: დიახ, უკვე მესამე ეჯაილ სამიტია და თიბისი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ეჯაილ მართვის მიდგომებით, ტრადიციულად მონაწილეობს ეჯაილ სამიტში, როგორც მონაწილის სახით, ისე არის ამ სამიტის ერთ-ერთ მთავარი სპონსორი. პირველ ეჯაილ სამიტზე ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერმა გააზიარა ტრანსფორმაციის პირველი ტალღის გზა — იდეიდან განხორციელებამდე; ასევე, მეორე სამიტზეც მოგვეცა შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ფორმატში ფართოდ გაგვეშალა კონკრეტული გამოწვევები და ეჯაილ მიდგომებით მათი მოგვარების გზები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ძალიან ღირებულია სამიტის მონაწილე საერთაშორისო ეჯაილ ექსპერტების მიერ გაზირებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა და დანერგვა. 

მარია, მხარდამჭერები რა როლს ასრულებენ სამიტის ჩატარებაში?

"რა თქმა უნდა, მათი როლი უდიდესია — ყველა იმ პარტნიორს, რომელიც სამიტის ორგანიზებაშია ჩართული, შინაარსობრივადაც აქვს გავლენა. მათი წარმომადგენლები თავად აზიარებენ საკუთარ ღირებულ გამოცდილებას; ასევე, სპეციალური საჩუქრები აქვთ დამსწრეებისთვის მომზადებული. დღის წესრიგის თანახმად, გვექნება გათამაშებები და შესაბამისი პრიზებიც, რაც შეუძლებელი იქნებოდა მხარდამჭერების გარეშე."

გარდა ამისა, სამიტიდან სამიტამდე როგორ შეიცვალა უშუალოდ თიბისის გამოცდილება და შესაძლებლობები ეჯაილის მიმართულებით? 

ანა ჯიქია: გასული წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც გვეხმარება ტრანსფორმაციის გზაზე არსებული გამოწვევების და ამოხსნის გზების ძიებასა და მოგვარებაში, როგორიცაა ძლიერი პროდუქტიული გუნდების შექმნა მაღალი ავტონომიით, ბაზარზე გასვლის სისწრაფე,  ეფექტურობის საზომი მეტრიკები და სხვა. სწორად ამ ბოლო პერიოდში დაგროვილ გამოცდილებაზე ვისაუბრებთ მესამე  ეჯაილ სამიტზე, რაც ვფიქრობ საინტერესო იქნება დამსწრე აუდიტორიისთვის, თუ  როგორ შევქმნათ საუკეთესო პროდუქტები და საუკეთესო გამოცდილება თიბისის მომხმარებლისთვის.

ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summit


ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.


საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი – ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople


ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor.


სტატიის ავტორი: Marketer.ge