სიახლეები

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის შესაძლებელი

იმგზავრე თიბისის ბარათით

თებერვალი 23, 2021

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში - მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი.

მეტი სიმარტივისთვის, თიბისის მომხმარებელები გადახდას Apple Pay – ს და თიბისი ვოლეტის საშუალებითაც შეძლებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

ავტობუსებსა და მეტროში განთავსებულ ტერმინალებზე თიბისის ბარათით პირველი გადახდის შემდეგ 1.5 საათის განმავლობაში, მგზავრობა უფასო იქნება მეტროსა და ავტობუსებში, ხოლო ახალ ლურჯ მიკროავტობუსებში კი პირველადი 0.80 თეთრის გადახდის შემდეგ, 1.5 სათის განმავლობში მგზავრობა 0.65 თეთრი ეღირება.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მათ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს .

ფოტო: რეზი ყენია