კულტურა სიახლეები

ვარსკვლავთცვენა საქართველოში

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

აპრილი 11, 2024

დიდი ხანია მოუთმენლად ველი საქართველოში ჩემს პირველ სტუმრობას... 

ლეგენდარული ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, რომლის წევრებიც UNICEF-ის კეთილი ნების ელჩები არიან, მსოფლიო მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით საქართველოში ორ კონცერტს გამართავს. 

1 მაისს კონცერტი გაიმართება წინანდალში, თავად ჭავჭავაძეების ისტორიული მამულის ღია ამფითეატრში, ხოლო 2 მაისს - თბილისში, ოპერისა და ბალეტის სახელწიფო აკადემიურ თეატრში. 

ეს იქნება ორი გრანდიოზული მუსიკალური საღამო მთელი თავისი სრულყოფილებით - საქართველოსთვის უდიდესი პატივი, ისტორიულად მნიშვნელოვანი კულტურული დღესასწაული მით უმეტეს, რომ საქართველოში პირველად, 1 მაისს წინანდლის მამული ევროპაკონცერტს/Europakonzert მასპინძლობს - მსოფლიოს კლასიკური მუსიკის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გამორჩეულად ლამაზ ღონისძიებას, რომელსაც ტრადიციულად განსაკუთრებით ელიან კლასიკური მუსიკის ერთგული და კეთილგანწყობილი მსმენელები, წლიდან წლამდე, როცა გამოკვეთილად განსაკუთრებულია ამ კონცერტის მასშტაბის ხარისხი და მსოფლიო მნიშვნელობა, უნიკალური მუსიკალური კონცეფცია და შინაარსობრივად პროგრამული დრამატურგია. 

1991 წლიდან მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი და საუკეთესო Berliner Philharmoniker, რომელიც ვირტუზული შესრულებითა და მძლიერი ჟღერადობით არის გამორჩეული, 1 მაისს ევროპაკონცერტით აღნიშნავს თავის დაბადების დღესა და ევროპის გაერთიანებას ევროპაში მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით. 


ასე რომ, ლეგენდარული მაესტრო დანიელ ბარენბოიმის ხელმძღვანელობით, მსოფლიოში სახელგანთქმული ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპაკონცერტის/Europakonzert ტრადიციული საღამო, რომელიც წინანდალში ზღაპრულად ლამაზ მამულში გაიმართება, იქნება ხალხმრავალი და ასევე მრავალ სტუმრიანი.

თავიდანვე ხომ ასე იყო - კლასიკური მუსიკა თავად ჭავჭავაძეების ოჯახში სალონური შეხვედრებისთვის ისტორიულად ყოფილა ორგანული და სრულყოფილი, ამიტომ ორსაუკუნოვანი ტრადიცია აქ, ამ კულტურულ-ისტორიული სივრცეში ისევ გაცოცხლდება თავისი გაგრძელებებით...


ღია ცის ქვეშ, ამფითეატრის სცენაზე ვინც ამ მუსიკალურ საღამოზე მოხ­ვ­დება, მათ­თ­ვის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ა­ნი ცა იქნება ჭე­რი, და­ირ­ღ­ვევა "გრა­ვი­ტა­ცი­ის კა­ნო­ნე­ბი", შე­მო­ვა "უწო­ნა­დო­ბის ანა­ტო­მია" და ასობით მუსიკალური ფერი.



აქ, ამ უნიკალურ კონცერტებზე დაუკრავენ მსოფლიოდან ის სახელოვანი მუსიკოსები, რომელთა ხელშიც ბგერა მორჩილია, “წყლიანი”, უფრო ინტელექტუალური და, როგორც იტყვიან, პოეზიაში გასული.

7 Grammy-ს მფლობელი დირიჟორი, ვილჰელმ ფურტვენგლერის პრემიისა და გოეთეს მედლის მფლობელი მაესტროს ხელმძღვანელობით, ტრადიციული Europakonzert-ის ისევე, როგორც თბილისში ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, კლასიკური მუსიკის საღამოს მთავარი სოლისტია ლიზა ბათიაშვილი - პლანეტის საუკეთესო მევიოლინე, სი­ბე­ლი­უ­სის კონ­კურ­სის, ბეთჰო­ვე­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ლაურეატი - ბეთ­ჰო­ვე­ნის ბეჭ­დის მფლო­ბე­ლი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ს პროგ­რა­მა "New Generation Artists" გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მევიოლინე და 2015 წლის მუსიკალური ამერიკის ინსტრუმენტალისტად დასახელებული მუსიკოსი, რომელიც არის Berliner Philharmoniker-ის 2023/2024 წლების საკონცერტო სეზონის Artist-in Residence, იგივე რჩეული სოლისტი, რაც 1882 წელს დაარსებული, ასეთი დიდი, გამოკვეთილი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ორკესტრთან წარმატებული თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა.

ქარ­თ­ვე­ლებ­მა უნ­და იამა­ყოთ, ვი­ნა­ი­დან დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლი­ზა ბა­თი­აშ­ვი­ლია.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო დი­რი­ჟო­რი Daniel Barenboim, რომელსაც შეუძლია საათების განმავლობაში ისე აიყვანოს ხელში დარბაზი, როგორც მთელი სიმფონიური ორკესტრი. შესაბამისად, შესრულებისას დარბაზის კეთილგანწყობას ლეგენდარული მაესტრო ზურგიდანაც გრძნობს. 

დანიელ ბარენბოიმი, ლეგენდარული დირიჟორი:

დიდი ხანია მოუთმენლად ველი საქართველოში ჩემს პირველ სტუმრობას.

"ვერ წარმომიდგენია უკეთესი პარტნიორი ამ განსაკუთრებული ღონისძიებისთვის, ვიდრე ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და ლიზა ბათიაშვილია. ნამდვილად მოუთმენლად ველი ჩვენს ერთობლივ კონცერტებს.“ 

მსხვილი ფორმის ინსტრუმენტული ოპუსებიდან ორივე კონცერტის საკონცერტო პროგრამით გათვალიწინებულია ბეთჰოვენის სიმფონია #5 (C minor, Op. 67) და ბრამსის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (D major, Op. 77). 


გვიანდელი რომანტიზმის გერმანელი კომპოზიტორის მემკვიდრეობიდან ეს კონცერტი შედევრია თავისი ჟღერადობით, მუსიკალური სტრუქტურებით, ეპიკურობით თუ ვირტუოზულობით. 

სწორედ ლიზა ბათიაშვილის მიერ შესრულებულ ამ სავიოლინო კონცერტზე წერდა „Chicago SunTimes.“

"ეს იყო ბრამ­სის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტის სა­უ­კე­თე­სო ცოცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ოდეს­მე მო­მის­მე­ნია", The Classical Review-ში კი: "ბა­თი­აშ­ვილ­მა ხმა­უ­რი­ა­ნი ოვა­ცი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა, ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე, რაც კი ბო­ლო წლებ­ში მა­ყუ­რე­ბელს სო­ლის­ტის მი­მართ გა­მო­უ­ხა­ტავს." 


და ასეც არის, როდესაც ლიზა ინტილიგენტურ “დიალოგს” მართავს ინსტრუმენტთან, ისმის ღრმა და ინტელექტუალური აკორდების საერთო ჰარმონია, ვირტუოზული პარაჟები და გრძნობ, რომ ის ამ დროს მუსიკის სულს ეხება. 

ოთხნოტიანი ბედისფერის მოტივი, ოთხნოტიანი ინტრო... – ვენის კლასიკოსის ეს, #5 სიმფონია უდიდესი სიმფონიაა, ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნიმუში, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონიური თხზულება, რომელიც ბედავს თითქმის ყველაფერს. ეს არის მარად თანამედროვე მუსიკა, რომელიც მოითხოვს ბეთჰოვენის უნიკალურ ვირტუოზულობას, ამიტომ ეს ნაწარმოებიც კიდევ ერთხელ აფართოებს ინსტრუმენტალისტთა შესაძლებლობის საზღვრებს, მუსიკა რევოლუციურია, ისეთი დრამატიზმისა და დინამიური დაძაბულობის შემცველი, რომ... 

ეს არის მუსიკა, რომლის ძალასაც გრძნობ, საოცრად ახასიათებს ადამიანის პიროვნულ განცდებს, ხასიათს, ბედს და... გაკვირვებს. 

ლიზა ბათიაშვილი, მევიოლინე:

„ბერლინ ფილარმონიკის ევროპაკონცერტი, რომელიც ჩემს სამშობლოში, საქართველოში, გაიმართება, უდავოდ განუზომელი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. 

"ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ასეთი პრესტიჟული და გლობალური მასშტაბის ღონისძიება."

პირადად ჩემთვის, ჩემი ორი სამშობლოს ჰარმონიული ერთიანობა ასეთ მაღალ მუსიკალურ დონეზე, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მომენტია.

ღონისძიების მასპინძელი: Silk Hospitality

წარმდგენი: თიბისი კონცეპტი

პარტნიორები: Visa, Mercedes-Benz Georgia, Silk Rewards

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: europakonzert.ge

ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.

ავტორი: მზეხა მახარაძე / At.ge