ბიზნესი სიახლეები

Taste Tbilisi | 23-24 ოქტომბრის პროგრამა

23 და 24 ოქტომბერს მუშთაიდის პარკი სეზონის მეორე ჭამის კვირეულს მასპინძლობს.

ოქტომბერი 22, 2021

23 და 24 ოქტომბერს კვლავ გიმასპინძლებთ მუშთაიდის პარკის გემრიელი შუაგული ე.წ. "სთრით ფუდის" გამორჩეული წარმომადგენლებით. ადგილზე მისულმა კი, დრო რომ არ დაკარგო, სტარტაპერი გახდება შენი გიდი პარკის მადისაღმძვრელ გზაზე. ყოველი ვიქენდის წინ აღმოაჩინე ჩვენთან ის გასტრონომიული ობიექტები, რომლებიც დასვენების დღეებს თავის გემოს შესძენს.

ფესტივალმა თავი მოუყარა როგორც თბილისის სწრაფ და გემრიელ გასტრონომიულ ობიექტებს, ისე მეწარმეებს და რაც მთავარია, ხალხს, რომელსაც ასე მოენატრა ერთმანეთი.

ამიტომ, გელოდებით, რათა გაუსინჯოთ თბილისს გემო.

გაიცანით 23 და 24 ოქტმობრის ფესტივალის მონაწილეები:

გასტრონომია

Prinz x Toptheshaker

,,ჩვენ ვართ სხვადასხვა პროფესიის და წარმოშობის ადამიანები, ყველას გვაერთიანების პლანეტისადმი პატივისცემა და ცხოველების სიყვარული. წლების მანძილზე მივედით იმ დასკვნამდე, რომ საკვები არა მხოლოდ გემრიელი და ხელმისაწვდომი, არამედ კეთილი და ეთიკურიც უნდა იყოს.  ჩვენი ლოზუნგია: "მომავალი ვეგანურია".

ფესტივალის დახლებზე Prinz x Toptheshaker-ი გამოიტანს ორ ბურგერს: ჩიზბურგერს და სოკოს ბურგერს. ჩიზბურგერი კლასიკური ჩიზბურგერის გემოებზეა მოყვანილი, მის შებოლილ არომატებს ემატება ცხელი ჩედარი და აგვირგვინებს კარამელიზირებული ხახვი ჰალაპენიოსთან ერთად. სოკოს ბურგერი კი ბრენდის ფავორიტია და კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სიმარტივე იქცეს გენიალურობად. ფუმფულა პურებში მოქცეულია ვეგანური "ქოლესლაუ" და არომატული ბარბექიუ ხის სოკო, რომელსაც მწვანე ხახვის გარდა აღარაფერი სჭირდება, უბრალოდ უნდა ჩაკბიჩო და დატკბე.

 GLIN-GLIN-GLINTWINE

GLIN-GLIN-GLINTWINE ფესტივალზე  წარდმოდგენილია  გლინტვეინით და სანგრიათი. ისინი რამდენიმე წელია მონაწილეობენ და თეისთ თბილისიზე თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში.

,,აქ მონაწილეობით ბევრი გვიცნობს და გვიხარია, რომ ორგანიზატორები სტარტაპერების და ქართველი მეწარმეების პოპულარიზაციას ასე უწყობენ ხელს.”

ვოკჰაუსი

ვოკჰაუსი აზიური სწრაფი კვების ობიექტია, კვების ბაზარზე წარმოდგენილი არის ბაო ბანებით, რომელიც არის ორთქლზე დასთიმული ფუნთუშა 4 ტიპის შიგთავსით.

,,მსგავსი ტიპის ბაზრობები ძალიან დიდ როლს თამაშობს ქუჩის კვების განვითარებაზე , რომელიც ჩვენთვის და ამ კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

ჩაის სტუდიო

,,ჩაის სტუდიო'' მომხმარებელს სთავაზობს, მსოფლიოში პოპულარულ სასმელს Bubble Tea ე.წ ''ბურთულებიან ჩაის'', რომელიც პირველად 1980 წელს ტაივანში შეიქმნა. ,,ბურთულებიანი ჩაი'' ჩაის კოქტეილია, რომელიც  სასმელის მისაყოლებლის ფუნქციას ასრულებს, არის სხვადასხვა  არომატისა და შემადგენლობის. თბილისის ბაზრობაზე ,,ჩაის სტუდიო" სტუმრებს სწორედ ''ბურთულებიანი ჩაის'' ფერად, გემრიელ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

,,თეისთ თბილისის ფესტივალში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ ''ბურთულებიანი ჩაი''. რადგან ფესტივალზე მოსული ადამიანები ყოველთვის მონდომებულები არიან დააგემოვნონ ახალი და გემრიელი პროდუქტი. “

LAMA

ლამა ფესტივალზე წარმოდგენილია მექსიკური ბურიტოს სამი სახეობით : ხორცით, ქათმის ხორცით, ბოსტნეულით - ვეგეტარიანული.

,,ფესტივალი თავის მხრივ დიდი პოპულარობით სარგებლობს, საშუალება გვეძლევა ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი პროდუტი და მივიღოთ მათგან ნამდვილი ემოციები, რაც დიდი სტიმულია. წინა წლის მსგავსად ამ წელსაც ჩვენი პოზიცია Street Food ბაზარზე პოპულარობით სარგებლობდა. ''გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად არ არის საჭირო გქონდეს ვერცხლის დანა-ჩანგალი'' - ლამას მექსიკურმა ბურიტოებმა თავისი სათქმელი ზუსტად გადმოსცეს ამ წინადადებით. “

ფესტივალის მეორე კვირეულზე კვლავ იქნება მთა ბურგერი, SeaHorse Brewery, Lumier's Chimney Cake, Taste of India, Craft Brewery NaturAle, საამური, შნიცელ ბარი, ჰენკა x ცმაცუნი, გაამოს და Dragona, რომლებსაც წინ კვირეულის გიდის დახმარებით შეგიძლია გაეცნო.

შევხვდებით Taste Tbilisi-ზე!