ბიზნესი

ვინ მოიპოვებს ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულის ტიტულს?

გაიცანი ბიზნესდაჯილდოების მონაწილე 400-მდე ქართული კომპანია

ნოემბერი 12, 2019


ბიზნესდაჯილდოება 2019-ზე განაცხადების მიღება დასრულდა, გამარჯვებისთვის 364 კომპანია იბრძვის.


უკვე მეოთხე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს. დაარსების დღიდანვე, პროექტის მიზანი საქართველოში ბიზნესის კეთების წახალისება და ბიზნესსაზოგადოების შექმნა იყო. 


გამარჯვებულები წელს ახალ ნომინაციებში გამოვლინდებიან, ყველა ნომინაცია ისეა შერჩეული, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს. 


ასე გადანაწილდა სხვადასხვა ნომინაციებში დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა:


სიახლეა ჟიურის მხრივაც, თუ აქამდე ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ფინალამდე უცნობი რჩებოდა, წელს მათი ვინაობა თავიდანვე საჯაროა. არა მარტო ბიზნესის, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, იმისთვის შეირჩა, რომ სწორად შეაფასონ მონაწილეები და მათი საქმიანობა. 

ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ჟიური

რატომ არის საჭირო ბიზნესის დაჯილდოება და რას აძლევთ მათ ეს პრიზები და გამარჯვება?! – ამ თემაზე,„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა და „მარკეტერის“ დამფუძნებელმა აკო ახალაიამ, პოდკასტის ფორმატში, ისაუბრეს.


მათ მოსაზრებებსა და შეფასებებს, შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე მოუსმინოთ - Soundcloud.com/tbcbank-podcast

ნომინაციების შეჯამება



ნომინაცია - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის




ამ ნომინაციაში მონაწილე კომპანიები ორიენტირებული არიან ჯანსაღი, სასიამოვნო და მოტივაციით სავსე გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული თანამშრომელი გრძნობს, რომ მის გვერდით ძლიერი კომპანიაა.



გაეცანი მარკეტერის რუბრიკის "1 კითხვა" ფარგლებში შექმნილ ვიდეოების სერიას

ნომინაციის შეფასების კრიტერიუმებია - ბენეფიტები თანამშრომლებისთვის, მათ განვითარებაზე ზრუნვა, ორგანიზაციული კულტურა და სამოტივაციო სისტემა.



ნომინაცია - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის




ნომინაცია - საუკეთესო ინოვაციებისთვის




ეს ნომინაცია შეიქმნა მათთვის, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ბიზნესში, ინოვაციები და ტექნოლოგიური სიახლეები უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი კომპონენტია.


ჟიური მონაწილეებს შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს: ინოვაციურობა მსოფლიო და ქართულ ბაზრებზე, ინოვაციურობა ბიზნესის მართვის პროცესში, ინოვაციური ტექნოლოგიების ან პროცესების ქართულ ბაზარზე ინტერგირება და კომპანიის გავლენა ბიზნეს სექტორზე.


ნომინაციის „საუკეთესო ინოვაციებისთვის“ მონაწილეების შესახებ ვიდეოები შექმნილია MARKETER x BA 2019-ის პარტნიორიბის ფარგლებში



94 - საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის




საუკეთესო სტარტაპის ჯილდოსთვის იბრძვიან სტრარტაპერები, რომლებსაც სჯერათ თავიანთი შესაძლებლობების და უნიკალურობის!


გამარჯვებულისთვის აუცილებელი კრიტერიუმებია - ზრდის პოტენციალი, ბიზნეს მოდელი, განსხვავებულობა, ბრენდის ეფექტური პოზიციონირება და ტექნოლოგიებისკენ სწრაფვა.


დაჯილდოების პრიზები კი წელს  უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და  პროგრამული უზრუნველყოფა.


ფინალისტების ვინაობა რამდენიმე დღეში გამოვლინდება, პროცესი კი დაჯილდოების ცერემონიით დეკემბერში დაგვირგვინდება.


წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!