მუსიკა | ცა

ტერემინვოქსი - გამოხატვის განსაკუთრებული ინდივიდუალობა

ივლისი 17, 2019

 “გამოხატვის განსაკუთრებული ინდივიდუალობა” - ეს წარწერა ამშვენებდა 1929 წელს ამერიკის რადიო კორპორაციის (Radio Corporation of America) მიერ გამოშვებულ  პირველ კომერციულ ეთეროფონს. ინსტრუმენტს ,  რომელსაც საზოგადოება უფრო მეტად ტერემინ ვოქსის (Thereminovox) სახელით იცნობს. 

დრომ აჩვენა, რომ ეს ნოვატორული ექსპერიმენტული ჟღერადობის ინსტრუმენტი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საზოგადოებისთვის არც თუ ისე თავსებადი აღმოჩნდა. მიუხედავად მისი მისტიური ხმის , მასზე შესრულების ნოვატორული ტექნიკისა და ელექტროინჟინერიაში გაუთვითცნობიერებელი მსმენელისთვის ერთგვარი სასწაულის ტოლფასი გამომსახველობისა, ამ ელექტრონული მუსიკალური აპარატის მხოლოდ 500 მდე ერთეული გაიყიდა და მისი კომერციული წარმატება დიდი ხნით გადაიდო. ამ საოცარი ინსტრუმენტის გამომგონებელი გახლდათ რუსი მეცნიერი ლეონ (ლევ) ტერემინი. 

ის 1927 წლიდან 1938 წლამდე აშშ-ში , ნიუ იორკში ცხოვრობდა და მისი პროდუქტიული შემოქმედების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში იქცა რეალობად. მისი ნოვატორული იდეები ქალაქის ბიზნეს ბოჰემას თვალს მიღმა არ დარჩენია .


ლეონის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა ნიუ იორკში , მათ შორის ცნობილი ბანკირი ვოლტერ როსინი (Walter Tower Rosen) , რომელმაც წლების განმავლობაში მისი ფინანსური უზრუნველყოფა ითავა . რაც ლეონს საშუალებას აძლევდა ნაცვლად შემოსავალზე ფიქრისა მის ინჟინრულ გამოგონებებზე მშვიდად ემუშავა. სანაცვლოდ ტერემინმა მის ოჯახს რამდენიმე პერსონალური ინსტრუმენტი აუწყო და მის მეუღლე ლუსი ბიგელოუ როსინის დიდი ხნის განმავლობაში მასზე შესრულების ტექნიკებს ასწავლიდა, რამაც საკამოდ წარმატებით ჩაიარა და ლუსი ერთერთი გამორჩეული ტერემინისტი გახლდათ 30-40 იან წლებში.

ეთეროფონის ტექნიკური მახასიათებლების განსაკუთრებულობის მიღმა მას ქონდა ერთი უნიკალური თვისება , რაც ყველა სხვა ინსტრუმენტისგან გამოარჩევდა , შემსრულებელი მასზე შეხების გარეშე უკრავდა. აპარატზე არსებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანტენები და მათ შორის შექმნილი ელექტრომაგნიტური ველი აუდიო სიგნალის სიხმამაღლისა და სიხშირის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. შემსრულებლისგან საჭირო იყო რომ მხოლოდ ამ 2 ანტენას შორის მოეთავსებინა ხელის მტევნები და შეერჩია დაკვრისთვის სასურველი პოზიცია. ერთი შეხედვით ამ საოცარო გამოგონების წარმატებისთვის ხელი არაფერს უნდა შეეშალა , რასაც თუნდაც RCA ის მიერ მასში ჩადებული ინვესტიციაც მოწმობს , თუმცა გამოჩნდა რამდენიმე რეალური პრობლემა, პირველი - მასზე დაკვრა იმ დროინდელი შემსრულებლებისთვის საოცრად რთული აღმოჩნდა , რადგან ხელის ოდნავი გამოძრავებაც კი ელექტრონმაგნიტურ ველში მყისიერ ცვლილებას იწვევდა რაც საბოლოოდ სასურველი ტონის დაკვრის ნაცვლად მერყევ საუნდს ქმნიდა. საჭირო გახლდათ წლების განმავლობაში თავდაუზოგავი ვარჯიში სასურველი შედეგის მისაღებად .


ამ ნაბიჯის გადასადგმელად კი ცოტა ვინმე თუ იყო მზად, რადგან შემსრულებლები რომელთაც თავიანთი მუსიკალური კარიერის განვითარება ინსტრუმენტალისტად წარმოედგინათ არ რისკავდნენ არაკონვენციური , უცნაური და ერთგავარად საეჭვო მომავლის მქონე მუსიკალური აპარატში მოეხდინათ საკუთარი თავის ინვესტირება. კიდევ ერთი პრობლემა გახლდათ ის , რომ მუსიკალური საზოგადოების უმეტესი ნაწილი მის რეალურ პროგრესულობას ვერ ხედავდა და ეს ინსტრუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ჩელოს და მასთან ახლოს მდგომი ინსტრუმენტების ჩამნაცვლებლად წარმოედგინათ , რადგან მისი ელექტრული ხმა სიხშირულად ნაწილობრივ ემთხვეოდა ჩელოს დიაპაზონს. 

ამიტომაც იმ დროს მოღვაწე კომპოზიტორები სპეციალურად ტერმინვოქსისთვის ნაწარმოებებს არ წერდნენ და მასზე ჩელოსთვის შექმნილოი კომპოზიციების ადაპტირება ხდებოდა. გარდა ამისა ტერემინს არავითარი შანსი არ ჰქონდა ჩამდგარიყო ტრადიციული საორკესტრო ინსტრუმენტების რიგში რაც მის პოპულარობას ,კლასიკური მუსიკით დაინტერესებულ მომავალ ინსტრუმენტალისტებში , კიდევ უფრო დაბლა სწევდა. მართალია ტექნიკური ინჟინერია ხარბად ცდილობდა აეწყო ფეხი თანამედროვე იდეებისთვის , მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით მუსიკის იდეური განვითარების ტემპზეც , სწორედ ამ შეუთავსებლობამ გადაწყვიტა ტერემინ ვოქსის ბედი 30 იან წლბში.


ერთხელ მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესმა კომპოზიტორმა ჯონ კეიჯმა თქვა:

“როდესაც ტერემინმა შექმნა ეს ჭეშმარიტად ახალი შესაძლებლობების ინსტრუმენტი , მუსიკალურმა სამყარომ ის მოაქცია ცენზურის ქვეშ , დაიცვა ახალი აუდიო გამოცდილებებისგან და გაწირა ტკბილი ვიბრატოსა და ძველი ნაწარმოებების შესასრულებლად." 

მართლაც ეთეროფონზე შესრულება ძირითადად ფორტეპიანოს აკომპანიმენტის თანხლებით ხდებოდა და უპირატესობა ჰარმონიულ , მელოდიურ ნაწარმოებებს ენიჭებოდა რომელთა მოსმენაც ყველა ტიპის მსმენელისთვის მარტივი სიამოვნების მიღებების საშუალებას იძლეოდა და ჯდებოდა ზოგად ბანალურ ჩარჩოებში. ამ მიზეზებისა და თავად ლეონ ტერემინის 30 იანი წლების შემდგომი მძიმე ბიოგრაფიის გამო (ტერემინის ბიოგრაფიული მონაცემებითა და პირადი ისტორიებით ამ ტექსტს არ დავტვირთავთ) ამ ინსტრუმენტს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში სათანადო ყურადღება არ მიექცა , თუმცა გარკვეულ მუსიკალურ წრეებში ამ ინსტრუმენტისადმი ინტერესი არ განელებულა და 40 იანი წლების შუანახევარში ორმა კლასიკური მუსიკის კომპოზიტორმა Bohuslav Martinu მ (1890–1959) და Isidor Achron მა (1892–1948) შექმნეს კომპოზიციები სპეციალურად ტერემინვოქსისთვის. 



მათ შორის გამორჩეულია The Fantasia for Theremin, Oboe, Piano and Strings (1944) , ბოუსლავ მარტინუს ეს 15 წუთიანი კომპოზიცია სპეციალურად მორგებული იყო ეთეროფონისთვის დამახასიათებელ გრძელ მელოდიებზე. ამ ნაწარმოების პრემიერა შედგა 1945 წლის ნოემბერში Town Hall ში , ნიუ იორკის ერთერთ საკულტო საკონცერტო დარბაზში , რომელიც 1921 წელს 12 იანვარს გაიხსნა.ჩემს მიერ ნახსენები ლუსი ბიგელოუ როსინი კი ამ საღამოს მთავარი ვირტუოზი გახლდათ. სულ მალე კი ისიდორ აქრონის Improvisation (1945) მა იხილა მზის სინათლე , რომელიც ფორტეპიანოსა და ეთეროფონისთვის შექმნილ კომპოზიციას წარმოადგენდა.


მიუხედავად ამ მცდელობებისა ამ მუსიკალურ აპარატზე უმეტესად მაინც რახმანინოვის , სტრავინსკის , რაველის , ჩაიკოვსკის და სხვათა მელოდიურ ჰარმონიული ტიპის ნაწარმოებების ტერემინისთვის ადაპტირებული ვერსიები იკვრებოდა და ამ ინსტრუმენტზე ყველაზე ცნობილი შემსრულებელი კლარა როკმორიც სწორედ ამ კომპოზიციათა დაკვრის ვირტუოზად ითვლებოდა. კლარამ მთელი თავის ცხოვრება ეთეროფონზე დაკვრის შესწავლა დახვეწას მიუძღვნა და ამ ინსტრუმენტის ხსენებისას ლეონ ტერემინთან ერთად მისი სახელიც სამართლიანად ამოტივტივდება ხოლმე.


 სწორედ დიდწილად მისი დამსახურებაა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ტერმინვოქსის მსოფლიო მასშტაბის პოპულარიზაცია , მაშინ როდესაც თავად ამ ინსტრუმენტის შემქმნელი ლეონ ტერემინი თითქმის მთელ სამყაროს გამქრალი ეგონა და ვერავინ წარმოიდგენდა რომ ის საბჭოთა ციხეში გამოგონილი მიზეზებით მოხვედრის შემდგომ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რიგით მოხელედ აგრძელებდა მუშაობას.


თუმცა დასასრულს უნდა ითქვას რომ ამ ინსტრუმენტის ბედი არც თუ ისე უიღბლო აღმოჩნდა. გარდა იმისა რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მისი მრავალხმრივი ექსპერიმენტირება მოხდა სხვა და სხვა მუსიკალურ მიმართულებებში , აღსანიშნავია რომ ამ აპარატით აღფრთოვანებულმა , სინთეზატორების ინჟინერიის მამად წოდებულმა , რობერტ მუგმა ითავა და ის ხელმეორედ ჩაუშვა გაყიდვაში , თავდაპირველად Etherwave ის , ხოლო მოგვიანებით კი მისი გაუმჯობესებული ვერსია Theremini-ის სახელწოდებით. ასევე აღსანიშნავია მისი პოლიფონური ვერსია Moog Polyphonic Theremin იც (ორიგინალი ტერემინი მონოფონური ინსტრუმენტია) .



ტერემინვოქსის ჟღერადობა არც ჰოლივუდის რეჟისორებს დარჩენიათ ინტერესს მიღმა , 50 იანი წლების უამრავი კინო რეჟისორი ხარბად იყენებდა ეთეროფონის უცხო ხმიანობას თავაინთი მისტიური და ჰორორ ფილმების გასახმოვანებლად. თანამედროვე ეპოქიდან კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტიმ ბარტონის Ed Wood (1994) და ბრედ ანდერსონის  The Machinist (2004) , რომელთა  საუნდტრეკებიც  შეასრულა ლიდია კავინამ , ლეონ ტერემინის შვილიშვილმა და თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურმა ტერემინისტმა. 


ავტორი: ქუჯი დავითულიანი