იანვარი 16, 2024
21-ე საუკუნეში, განათლების მიღება კიდევ უფრო გამარტივდა. ტექნოლოგიების მეშვეობით, შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად მისწვდე მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიულ მწვერვალებს. ახლა უკვე შეგიძლია, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან იმუშაო საერთაშორისო წამყვან კომპანიებში.
ტექნოლოგიების საბაზისო დონეზე შესწავლა, აუცილებელია იმისთვის, რომ სამყაროს განვითარებას სწრაფად აუწყო ფეხი და მოცემული, მრავალმხრივი, რესურსი ეფექტიანად გამოიყენო.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ, ახალი თაობისთვის, 2023 წელს ტექსკოლა დააარსა, რომელიც ტექნოლოგიების შემსწავლელ კურსებს მოიცავს. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის.
მონაწილეებს საშუალება აქვთ, სრული დაფინანსებით დაეუფლონ ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს.
თიბისის ტექსკოლას, მეორე სემესტრის ფარგლებში, 600-ზე მეტი, ჯამში კი 1200-ზე მეტიკურსდამთავრებული ჰყავს.
გიზიარებთ ჩვენი მოსწავლეების შთაბეჭდილებებს:
„
„თიბისის განათლების პროგრამამ, მომცა შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად, დავუფლებოდი ჩემთვის სრულიად ახალ, ძალიან მოთხოვნად უნარს. ვსწავლობ UI/UX დიზაინს, ახალ და კომფორტულ პლატფორმაზე - სახელწოდებით Figma. კურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უკვე, თითქმის ყოველდღიურად, ვიყენებ ფიგმას დიზაინსა და ლექტორისგან მიღებულ რჩევებს, დიზაინთან დაკავშირებით.“
- ელენე სამსიანი
„
„თიბისის ტექსკოლის დახმარებით, შევისწავლე ვებგვერდების პროგრამირება. მივიღე უდიდესი გამოცდილება, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში, ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლაში დამეხმარება, რაც ამ საბაზო ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა."
- ლევან გოგუა
„
„გრაფიკული დიზაინის კურსის არჩევის გადაწყვეტილება, ვიზუალური თხრობისადმი ღრმა ინტერესისა და პროფესიონალური უნარების ჩამოყალიბების სურვილიდან გამომდინარე მივიღე. ტექსკოლა დამეხმარა, რომ ჩემი ინტერესები, უნარები, შესაძლებლობები მეპოვა და გამომეცადა ჩემი თავი. ჩემი მიზანია, რომ ეს მიღებული ცოდნა, ჩემს მომავალ პროფესიად ვაქციო.''
- ანა ბარაშვილი
UI/UX დიზაინის, ვებგვერდების პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის გარდა, ტექსკოლის მოსწავლეები, ეუფლებიან: კომპიუტერული თამაშების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და მობილური აპლიკაციების შექმნას. ასევე, ვებგვერდების აწყობას, ციფრულ და ვიზუალურ კომუნიკაციებს.
თიბისის ტექსკოლა 2024 წლიდან, განახლებული კურსებით, აგრძელებს ახალ თაობაში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციასა და უფროსკლასელების მხარდაჭერას.
გაეცანი დამატებით ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე: https://www.tbceducation.ge/
შემოგვიერთდი, იმოგზაურე ტექნოლოგიების სამყაროში