განათლება სიახლეები თაობა

ტექსკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი უკვე 30 წელზე მეტია არაერთი პროექტის ავტორი თუ მხარდამჭერია, რომელიც ახალი თაობის განვითარებას, გაძლიერებასა და განათლებას ემსახურება.

თებერვალი 18, 2024

თიბისიმ, ახალი თაობისთვის, 2023 წელს ტექსკოლა დააარსა, რომლის მიზანიც ტექნოლოგიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ტექნოლოგიების საბაზისო დონეზე შესწავლა, აუცილებელია იმისთვის, რომ სამყაროს განვითარებას სწრაფად აუწყო ფეხი და მიღებული ცოდნა, შენთვის სასურველ სფეროში, მიზნის მისაღწევად გამოიყენო.


თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაეუფლო შენთვის სასურველ ცოდნას და საერთაშორისო წამყვან კომპანიებში იმუშაო. 

ტექსკოლა სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებს 7 სასწავლო კურსში აერთიანებს და ახალ თაობას საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ პროფესიას დაეუფლონ სრულიად უფასოდ. 

ტექსკოლამ 2023 წელს, 1200-ზე მეტი ახალი თაობის წარმომადგენელი გააერთიანა საქართველოს ყველა რეგიონიდან. 

ტექსკოლის სამთვიანი სასწავლო კურსები:

ტექსკოლის კურსები განკუთვნილია, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები, სკოლის მოსწავლეებისთვის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით. 


პროგრამის სრულფასოვნად გავლისათვის აუცილებელია წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე. კურსები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ მოსწავლეს აძლევს კურსის გავლის შესაძლებლობას.

 

შერჩევის პროცესი ორი ეტაპისგან შედგება. რეგისტრაციისათვის შეავსე სასურველი კურსის სარეგისტრაციო ფორმა, შემდეგ კი შეასრულე თითოეული ეტაპის დავალება. შერჩევისას გავითვალისწინებთ რეგისტრაციის რიგითობას. ტექსკოლაში სწავლის პროცესი აპრილიდან დაიწყება.


ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით.


კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 20 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge

ტექსკოლა ახალი თაობისთვის