სიახლეები

მომხმარებლის გამოცდილება თიბისის გამარტივებულ ბიზნესმოდელზე

Tbc Card

ნოემბერი 06, 2020

თიბისი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც „ბანკი გამოწერით“ ინოვაციურ მოდელზე გადავიდა. სიახლე თიბისიმ მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგო და სამი განსხვავებული ტიპის ნაკრები შექმნა. ასე საბანკო სერვისების და პროდუქტების მიღება უფრო მარტივი, კომფორტული და ბიუჯეტურია.


ნაკრების გამოწერასთან ერთად, მომხმარებელი განახლებული დიზაინის, ფერადი ბარათებიდან ორს, საკუთარი სურვილის და გემოვნების მიხედვით შეარჩევს. 

ეს დავით მიგინეიშვილია -  სტარტაპერი და სტუდენტი. ყოველდღიური გამოწვევებით სავსე  გარემოში, აჩქარებული ტემპით უწევს ცხოვრება, რაც მისგან საკმაოდ  დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. დროის დაზოგვა და ისეთი მომსახურების თუ პროდუქტების მიღება, რაც  ყოველდღიურობას  გაუმარტივებს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 


„რთულია, დროის ბიზნესისთვის, სწავლისთვის და პირადი ცხოვრებისთვის ისე გადანაწილება, რომ ყველა მიმართულებით წარმატებული იყო. ნებისმიერი მომსახურების თუ პროდუქტის შეძენისას, განსაკუთრებულ ყურადღებას მის სიმარტივეს ვუთმობ. თიბისის ნაკრების გამოწერით, დროის დაზოგვის გარდა, ჩემს ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღებას ნაკლები დანახარჯით ვახერხებ, რაც ფინანსების დაზოგვაში მეხმარება“.

ნაკრების გამოწერასთან ერთად, დავითი თიბისის განახლებული დიზაინის ბარათებითაც სარგებლობს.

 „ბარათების დიზაინმა და ფერებმა ჩემი ყურადღება თავიდანვე მიიქცია. ბევრი არ მიფიქრია, რომელი ფერის ბარათი უნდა გამომეწერა. ჩემი სტარტაპის, Winess-ის დიზაინი და შეფუთვა წითელ ფერშია, სწორედ ამ ფერზე შევაჩერე არჩევანი“.

ნინულა ასათიანი ყოველთვის მზად არის სიახლეებისა და გამოწვევებისთვის. აქტიური ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ისეთ საბანკო მომსახურებას და პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც ციფრულია. „ბანკი გამოწერით“ მოდელით ნინულა ქართულ ბაზარზე მისი ინოცავიურობის გამო დაინტერესდა. 

„ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ვცდილობ საკმარისი დრო დავუთმო სამსახურს, ოჯახს, მეგობრებს და ჩემი ინტერესის სფეროებს - კულინარიას და ინტერიერის დიზაინს. არსებული გამოწვევის ფონზე, როცა დროის უდიდესი ნაწილის გატარება და ადამიანებთან კომუნიკაცია ონლიან რეჟიმში გვიწევს, ეს ყველაფერი უფრო დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული და მეტ დროს მოითხოვს. ნაკრების გამოწერით, საბანკო სერვისების მიღებას კიდევ უფრო მარტივად, ნაკლები დროისა და დანახარჯის გარეშე ვახერხებ, რაც ჩემთვის დამატებითი კომფორტია“.

ნინულას რჩეული განახლებულ დიზაინის ბარათებს შორის ცისფერი ბარათია.

„ძალიან მომწონს ახალი დიზაინის ბარათები. არჩევანი ცისფერ ბარათზე შევაჩერე. ეს ფერი ჩემთვის კარგ განწყობასთან, ზაფხულთან, ზღვასთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება“.


სტუდენტი ელენე გაგუა შოპინგისას ბარათით გადახდას ანიჭებს უპირატესობას. თიბისის განახლებული დიზაინის, ფერადმა ბარათებმა მისი ყურადღება თავიდანვე მიიქცია.

 „ძალიან მომწონს თიბისის განახლებული დიზაინის ბარათები და ფერები. ვიზუალური ნაწილის და სისადავის გარდა, ბარათები ვერტიკალური ფორმისაა, რაც გამოსაყენებლად ბევრად კომფორტულია.“, - ამბობს ელენე.

სასურველი ნაკრების და განახლებული ბარათების გამოწერა www.tbccard.ge-დან შეგიძლია. ბარათებს თიბისი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგაწვდის.




ავტორი: სალომე მოდებაძე