ივნისი 01, 2021
თიბისი ახალი თაობის მხარდასაჭერად
მომავალი თაობის მხარდაჭერა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა თიბისის სოციალური პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, თიბისის გუნდი მუდმივად ცდილობს, ახალგაზრდები ჩართოს მრავალფეროვან, ინოვაციურ პროექტებში და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში.
1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გვსურს, თვალი გადავავლოთ იმ პროგრამებსა და ღონისძიებებს, რომელთაც თიბისი ახალი თაობის მხარდაჭერის კუთხით აქტიურად ახორციელებს.
თიბისის სტიპენდიატების პროგრამა
თიბისის სტიპენდიატები 2018 წელს დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ამ მცირე დროში, თიბისიმ ასობით ნიჭიერი მოზარდი აღმოაჩინა და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
200 ნიჭიერ ახალგაზრდას მთელი საქართველოდან ყოველთვიური, წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა.
პროექტის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.
2021 წელს პროექტს 45 ახალი მონაწილე შეუერთდა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილეობდა 318 მოზარდი, მთელი საქართველოდან: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები აღმოაჩინა.
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში თიბისის სხვადასხვა ორგანიზაციები ეხმარებიან, მათ შორის: Junior Achievement Georgia, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, PH International, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის#41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვა.
გამომგონებელი მომავალი თაობა
მეცნიერებით და ტექნოლოგიური დარგებით ახალგაზრდების დაინტერესება თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, თიბისი მხარს უჭერს წამოწყებებს, რომლებიც საქართველოში მომავალი თაობის განათლებას უწყობს ხელს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას.
2018 წლიდან თიბისი გახდა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის პარტნიორი და 2019 წლის გაზაფხულზე გამარჯვებული გუნდის NASA-ში გამგზავრება 10 000 დოლარის ოდენობის თანხით დააფინანსა.
2016 წლიდან თიბისი თანამშრომლობს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან. ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსი “ლეონარდო და ვინჩია“, რომელიც 10 წელია ტარდება. კონკურსის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაცია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივებაა. თიბისი სტიპენდიატების პროგრამაში უკვე მესამე წელია მონაწილეობენ „ლეონარდო და ვინჩის“ პროექტის მეცნიერი ახალგაზრდები.
StatusDonates
განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად, შეიქმნა თიბისი სტატუსის სპეციალური პროექტი - Status Donates.
პლატფორმა - www.statusdonates.ge -ს ფარგლებში, აღმოვაჩინეთ ნიჭიერი ახალგაზრდები და გავაზიარეთ იმ მონაწილეთა ისტორიები, რომლებიც განვითარდნენ, შექმნეს საინტერესო პროექტი ან გაიმარჯვეს საერთაშორისო კონკურსებში კვლევის სხვადასხვა დარგში.
პროექტი თითქმის სამი წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 100-ზე მეტი მონაწილის ცხოვრება შეცვალა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 45 პროექტი და გაიცა დაფინანსება 180 000 ლარის ოდენობით.
საგანმანათლებლო ექსკურსიები
თიბისის ინიციატივით ორგანიზებული გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები და ვორქშოპები უტარდებათ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის სტიპენდიატები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას ესტუმრნენ და ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, იაკობ ნიკოლაძის და სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერეს.
თიბისი ჭადრაკის ფედერაციას დაუმეგობრდა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და კომპანიისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და მემკვიდრეობა.
თიბისის ინიციატივით, სრულად განახლდა ფედერაციის ვებგვერდი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ვებგვერდს და გაეცნონ ჭადრაკის სფეროში მიმდინარე სიახლეებს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთან ერთად, კიდევ არაერთი ინიციატივა განხორციელდა. ციფრულმა მედია პლატფორმამ - Movement, საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადა. ვიდეოს მიზანი ახალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ - საქართველო - საჭადრაკო ქვეყანა.
2020 წელს, თიბისის სტიპენდიატების სიას 7 ახალგაზრდა მოჭადრაკეც შეუერთდა.
საინტერესო ახალგზარდული ინიციატივები
2017 წლის ივნისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თიბისის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმით დაიგეგმა სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგები და დასაქმების პროექტები, უნივერსიტეტის ბრენდ-მაღაზიის შექმნა და სხვა აქტივობები. 2018 წელს თსუ თიბისის პროექტს - „ქართულად“ შეუერთდა. მთლიანობაში, 100,000-ზე მეტი წინადადება შეგროვდა. პროექტს 50,000 წინადადება თსუ-ს ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა გადასცა, დანარჩენი კი ვებგვერდზე kartulad.ge მოხალისე მონაწილეებმა თარგმნეს.
პროგრამა #თიბისიშენთვის
საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად და COVID-19-ის ზიანის შესამცირებლად თიბისიმ განახორციელა პროგრამა „თიბისიშენთვის“, რომლის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ 161 სტუდენტს და რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს, ლეპტოპები დაურიგდა.
საბანკო შეთავაზებები ახალგაზრდებისთვის
თიბისის ინიციატივით, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შეიქმნა მოსწავლის ნაკრები. ნაკრები აერთიანებს ისეთ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებას, რომელიც მოსწავლეს და მის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს გაუმარტივებს ყოველდღიურობას. მოსწავლის ნაკრები განკუთვნილია 7-დან 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირებისთვის.
სტუდენტური ნაკრები, საბანკო პროდუქტების და მომსახურების ერთობლიობაა, რომელიც სტუდენტს უმარტივებს ყოველდღიურობას და მოიცავს მათთვის საჭირო ყველა საბაზისო საბანკო პროდუქტს. სტუდენტური ნაკრები განკუთვნილია 18-დან 23 წლამდე ასაკის ფიზიკური პირებისთვის.
წიგნიერი 2020
ელექტრონული წიგნების სახლ "საბასა" და თიბისის მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი". კონკურსი ხორციელდება IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას.
2020 წელს კონკურსში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებიც ჩაერთნენ.
თიბისის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 2500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს უფასო წვდომა საბას ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკაზე.
თიბისი ყოველთვის ახალგაზრდების გვერდით დგას. მუდმივად ვცდილობთ თითოეული მოზარდის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, დავეხმაროთ მათ საკუთარის შესაძლებლობების აღმოჩენაში და გავუმარტივოთ დასახული მიზნისკენ სვლა. ჩვენი გუნდი ერთგულად განაგრძობს მომავალი თაობის მხარდაჭერას და მათთვის საინტერესო, ინოვაციური პროექტების ძიებაშია.