აპრილი 06, 2023
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდამ ორიენტირებულია თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ათვისებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე. სწორედ ამიტომ, თიბისის ტექ-გუნდისთვის DevOps პროცესებზე მორგებული ვორქშოპი ჩატარდა, რომლის შედეგადაც ინფრასტრუქტურის მიმართულება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
რა როლი იქონია თიბისიში განხორციელებულმა ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ?
თიბისიში ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესი ეტაპობრივად და წარმატებით წარიმართა და დღეს თიბისი ტექ კომპანიაა. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს, შეასრულოს თავისი მისია და მუდმივად განვითარდეს. ამისთვის თიბისიმ მთავარ ვექტორად პროდუქტების შიდა დეველოპმენტი აირჩია, რომლის მიხედვითაც კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებს თავად კომპანიის თანამშრომლები მართავენ.
ტექ კომპანიაში პროცესების წარმატებით წარმართვისთვის ადამიანური კაპიტალი და პროფესიონალიზმია საჭირო. თიბისი აქტიურად ზრუნავს ამ ადამიანებისათვის ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სრულად შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას, მოახდენენ სწორ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან და ერთად იმსჯელებენ გამოწვევებზე. მიმდინარე ცვლილებები სწორედ ამას ემსახურება, რადგან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, სად და როგორ ვითარდება დღეს თიბისი. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის გუნდისთვის აქტუალური ტექ-საკითხების ირგვლივ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„მსგავს ფორმატში ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია იმისთვის, რომ კარგად გვესმოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას გუნდი. ტექნიკური ვორქშოპი აძლიერებს გუნდს და გვეხმარება როგორც ცონდის გაზიარებაში, ასევე ერთმანეთისგან სწრაფი და ეფექტური უკუკავშირის მიღებასა და მიმდინარე პროცესების დახვეწაში.“
იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.
რა ტექნიკური ცვლილებები მიმდინარეობს თიბისიში?
ვორქშოპის მთავარ თემას წარმოადგენდა DevOps პრაქტიკების ტექნიკური მხარე, კერძოდ, GitOps-ი და მისი პრინციპებით მუშაობა. გუნდის წევრებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორ უნდა ვმართოთ არსებული Low Level Environment.
თემა მოიცავდა ორ ნაწილს: Vanilla Kubernetes-ის გამართვასა და Legacy სერვისებისა და აპლიკაციების ავტომატიზაციას.
„ვორკშოპის პირველ ნაწილზე გავმართეთ Kubernetes-ის კლასტერი და ჩვენთვის საჭირო კომპონენტები GitOps მეთოდოლოგიით, Ansible-ისა და GitlabCI-ის გამოყენებით. შემდგომ K8S-ში ArgoCD-ით გავსტარტეთ: AWX Operator, Grafana/Prometheus მონიტორინგის სტეკი.“
ალექსანდრე კვაიჭაძე, თიბისის DevOps არქიტექტორი.
მეორე ნაწილი კი Legacy სერვისებისა და აპლიკაციების ავტომატიზაციას დაეთმო. გუნდმა განიხილა ვირტუალური მანქანების ავტომატური provisioning და კონფიგურაცია Terraform და Ansible/AWX ხელსაწყოების გამოყენებით.
„ჩვენი ხედვა არის ის, რომ ყველა გამოყენებული ტექნოლოგია იყოს მაქსიმალურად open source, ცოდნის გაზიარება კი იყოს მაქსიმალურად დიდი და მუდმივი, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე ტექნიკურ კომუნაში.“
ალექსანდრე კვაიჭაძე, თიბისის DevOps არქიტექტორი.
რა როლი აქვს მსგავს ღონისძიებებს სამუშაო კულტურისა და ტექ-კომუნის გაძლიერებაში?
მსგავსი ღონისძიებები საშუალებას იძლევა, ადამიანები დაუკავშირდნენ კოლეგებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს, შეიძინონ ახალი უნარები და გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს, თვალი ადევნონ უახლეს ტრენდებსა და ტექნოლოგიებს თავიანთ სფეროში. ეს კი, თავის მხრივ, ამაღლებს თავდაჯერებულობას, ავითარებს კომუნიკაციის უნარებს და აფართოებს პროფესიულ კავშირებს.
„ნეთვორქინგი ხელს უწყობს პოზიტიური სამუშაო კულტურის შექმნას, კოლაბორაციის წახალისებას და კომუნის შეგრძნების ჩამოყალიბებას. მსგავსი ღონისძიებები ერთად კრებს სხვადასხვა გამოცდილების ადამიანებს, რაც ახალისებს იდეების გაცვლას, ინოვაციებსა და ტექ-კომუნის გაძლიერებას. ასეთი აქტივობები კარგად აჩვენებს კომპანიის ძალისხმევასა და მონდომებას პროფესიული თემის მიმართ მხარდაჭერაში, საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში.“ ქეთევან ტუღუში, თიბისის სისტემების ინჟინერი.