თიბისის დოკუმენტაციის მართვის გუნდი

ნოემბერი 04, 2024

პრობლემური აქტივების ოპერაციების მართვის განყოფილება აერთიანებს ორ გუნდს: ოპერაციების მართვის და დოკუმენტაციის მართვის ჯგუფებს. ამჯერად გვსურს წარმოგიდგინოთ დოკუმენტაციის მართვის ჯგუფი, რომლის საქმიანობა ძალიან საპასუხისმგებლოა და თიბისიში წარმატებულ ოპერაციებს უწყობს ხელს. 

ჯგუფი შედგება 9 თანამშრომლისგან, რომელთა ძირითადი მოვალეობა ცესიონერი კომპანიებისთვის დოკუმენტაციის მიწოდებაა. ერთი შეხედვით, ეს სამუშაო შესაძლოა მარტივი ჩანდეს, თუმცა იგი მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ყურადღებას, ცოდნასა და პასუხისმგებლობას.


თანამშრომლებს უწევთ მუშაობა 12-მდე პროგრამაში, ასი ათასობით დოკუმენტის ინდივიდუალურად გადახედვა და კონსოლიდირება. ამასთან, ისინი მკაცრად იცავენ დოკუმენტაციის გადაცემის პროცედურებს, კონფიდენციალურობასა და კლიენტების პერსონალურ მონაცემებს კანონმდებლობის შესაბამისად. 

თეონა მიხელიძე

”ეს მიმართულება ჩავიბარე 2022 წელს, როდესაც გუნდში მხოლოდ 5 თანამშრომელი იყო. თუმცა, გუნდის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მუშაობით შევძელით რეპუტაციული და საოპერაციო რისკების შემცირება და ხარჯების ოპტიმიზაცია. გუნდი გავზარდეთ თითქმის ორჯერ, მაგრამ რუტინული სამუშაოები გამოწვევად რჩება, რაც თანამშრომლების მოტივაციას ამცირებს. ამიტომ ვცდილობთ, მათ ახალი შესაძლებლობები შევთავაზოთ – ისინი რეგულარულად მონაწილეობენ აქტივობებში და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს მათ განვითარებას.“

მზია ღონიაშვილი - 13 წელია თიბისის გუნდის წევრია, როგორც თავად ამბობს თიბისი მისი მეორე ოჯახია.

მზია პრობლემური აქტივების ოპერაციების მართვის განყოფილებას შემოუერთდა 2022 წელს, აჟამად მუშაობს დოკუმენტაციის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. ის აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის ჯგუფი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის პორტფელის გაუმჯობესების ნაწილში, ამისათვის ჯგუფის შიგნით მუდმივად მიმდინარეობს პროცესების ოპტიმიზაცია.

„მას შემდეგ, რაც დოკუმენტაციის მიმართულება ჩვენი განყოფილების ნაწილად იქცა, დავიმატეთ ახალი თანამშრომლები, დავნერგეთ ახალი პროცედურები და მაქსიმალურად ჩავრთეთ ყველა დაკავშირებული მხარე. შედეგად, სამუშაო პროცესი გახდა უფრო სწრაფი და ეფექტური. ჩვენი გუნდი მუდმივად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ახალ პრაქტიკებს და განახლებული მიდგომებით გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები“.

ნინო იაშვილი-ამბობს, რომ პროცესების ოპტიმიზაციის შედეგად, შემცირდა თითოეულ დავალებაზე გათვლილი დრო და გაიზარდა მოძიებული დოკუმენტაციის რაოდენობა.

„ჩვენი მთავარი მიზანი ცესიონერი კომპანიებისთვის სრულფასოვანი დოკუმენტაციის მიწოდებაა, რაც დიდ რესურსს მოითხოვს, რადგან თითოეული დოკუმენტის მოძიება 12 პროგრამასა და წყაროში გვიწევს. ამ პროცესის სიმძიმეს ამსუბუქებს პოზიტიური სამუშაო გარემო და შეკრული გუნდის ძალისხმევა.“ 

თინა ჯანელიძე - 2 წელია რაც დოკუმენტაციების მართვის ჯგუფის წევრია და ამბობს, რომ ამ დროის მანძილზე საკმაოდ ბევრი სიახლე დაინერგა პროცესების სრულყოფისათვის, რამაც საშუალება მისცა საკმაოდ დიდი ცოდნა დაეგროვებინა საბანკო სფეროში, დეტალურად შეესწავლა არსებული საბანკო პროდუქტები და საკრედიტო დოკუმენტაცია.

„მიუხედავად რუტინული და რთული პროცესისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მოქნილი სამუშაო გრაფიკის უპირატესობა, რაც დიდი ხელშეწყობაა როგორც საქმის სრულყოფილად შესრულებისთვის, ისე სამუშაოს პარალელურად განვითარებისთვის.“

ნინო ამაღლობელი - დოკუმენტაციის გუნდს შემოუერთდა იმ პერიოდში, როდესაც განყოფილებაში  მიმდინარეობდა დოკუმენტაციის მოძიებისა და გადაცემის ინსტრუქციების განახლება, რაშიც ყველა თანამშრომელი აქტიურად იღებდა მონაწილეობას. 

„ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ სამუშაო გარემოს, რაც პირდაპირ აისახება მუშაობის ხარისხზე. გუნდურობა, აზრის გაზიარება და კოლეგიალური დამოკიდებულება ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია რაც ზრდის მოტივაციას.“

მარი ცინდელიანი მიიჩნევს, რომ დოკუმენტაციის ჯგუფის საქმიანობა მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, თითოეულ თანამშრომელს აქვს შეხება კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, კლიენტის პერსონალურ მონაცემებთან,  რაც აორმაგებს საქმის სირთულეს.

„ბოლო პერიოდში ფილიალებთან თანამშრომლობა გაძლიერდა, რაც გამოიხატა მათი მხრიდან მომართვიანობის გაზრდით. ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ჩვენი ფუნქციონალი. მიუხედავად საქმის სირთულისა და პასუხისმგებლობის ზრდისა, ვრწმუნდები, რომ ჩვენი გუნდი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.“

თამარ კიკვაძე- ფიქრობს, რომ ჯანსაღია სამუშაო გარემო, სადაც საქმე სრულდება არა მხოლოდ ვალდებულების მიზნით, არამედ იმ მნიშვნელოვანი განცდით, რომ თავს თვლი დიდი ორგანიზაციის ნაწილად და იმ გუნდის სრულფასოვან წევრად, რომელიც ასრულებს ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან მისიას.

„ჩემთვის პრიორიტეტია, რომ სამუშაო გარემო და პირობები თანხვედრაში იყოს ადამიანურ ღირებულებებთან. ამ მხრივ, ხელმძღვანელობა ზუსტად და კეთილსინდისიერად იცავს ყველა აუცილებელ პირობას.“

თათია სამხარაძისათვის - ორმაგად საინტერესოა დოკუმენტაციების ჯგუფში მუშაობა, რადგან როგორც თავად აღნიშნავს სამუშაო პროცესის გარდა, ჩართულია ჯგუფში პროცესების ოპტიმიზაციის საკითხებშიც.

„მე და ჩემი კოლეგები აქტიურად ვმონაწილეობთ პროცესების ოპტიმიზაციაში. ნებისმიერი ახალი აღმოჩენა სამუშაო პროცესში ჯგუფში განიხილება, ხოლო შემდგომ, ხელმძღვანელებთან ერთად ვქმნით კონკრეტულ პროცედურას.

ასეთ დროს, თავს ნამდვილად თიბისის დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობ.“

მაკა ტორიაშვილისთვისმნიშვნელოვანია სწორად განაწილებული საქმე და ვალდებულებები ჯგუფის შიგნით, ადეკვატურად შეფასებული ადამიანური რესურსი და დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ.

”ცესიონერი კომპანიებისგან შემოსული მოთხოვნების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, თუმცა, სწორად განაწილებული ვალდებულებების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად და ხარისხიანად ვუპასუხოთ მათ.“

„დოკუმენტაციების მართვა საკმაოდ დიდ ენერგიას, ნებისყოფასა და დაკვირვებულობას მოითხოვს, რაც დაკისრებული მოვალეობის რაციონალურად შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია. გუნდი, კი რომელიც საერთო მიზნის გარშემოა გაერთიანებული, ჩემთვის მეტად მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის, რაც საქმის ეფექტურად შესრულებისათვის   ერთ-ერთი მთავარი პირობაა.“