ოქტომბერი 25, 2024
გაიცანი თიბისის ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები
თიბისის 3 დღიანი ტექჰაკათონ 20 ოქტომბერს დასრულდა გამარჯვებულების გამოვლენით. ამჯერად თიბისიმ საკუთარი ძალებით დააორგანიზა ტექღონისძიება, რომლსი მიზანიც ტექკომუნის გაერთიანებასთან ერთად, მათთვის რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესაძლებლობების მიცემა და მათი ახლებური გადაწყვეტების მიგნება იყო.
ამ ბლოგში გვინდა გაგაცნოთ გამარჯვებული გუნდები, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარეს საინტერესო თემებზე:
I ადგილი Bankify- საბა სილაგაძე, ნიკოლოზ ნიკოლეიშვილი, ლექსო გიორგაშვილი, ლუკა ელენიძე
II ადგილი Koggo 2.0 -შალვა ტურაშვილი, გიორგი თამარაშვილი, კონსტანტინე ჩინჩალაძე, ტარიელ თითრაშვილი
III ადგილი Hack ‘n’ Slash - გიორგი კახურაშვილი, ირაკლი ჯოხაძე, მიხეილ ივანისელი, ვახო ბაციკაძე
როგორი გამოცდილება იყო თიბისის ტექ ჰაკათონი?
Hack ‘n’ Slash: ეს ჰაკათონი იყო საინტერესო და ინტენსიური გამოცდილება, სადაც პრაქტიკულად ვსწავლობდით. საინტერესო იყო გამოწვევების სწრაფად გადაჭრა და გუნდური მუშაობის ეფექტურობა
Bankify: ეს იყო საინტერესო გამოცდილება, რომელმაც გაგვზარდა როგორც ტექნოლოგიურად, ასევე გუნდური მუშაობის მხრივ.
ყველაზე მეტად მოგვეწონა
Bankify: გუნდური მუშაობა, ასევე ძალიან საინტერესო იყო დიზაინის ვორქშოფი რომელიც ჰაკათონის დაწყებამდე ჩატარდა, საბოლოოდ კი მოფიქრებული იდეის გამხორციელბა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.
იდეებზე მუშაობის პროცესი
Koggo 2.0: იდეის ჩამოყალიბებისას ისეთ თემებზე დავიწყეთ ფიქრი რომლებიც ჩვენ, როგორც თიბისის რიგით მომხმარებლებს, გვინდოდა რომ გვქონოდა. სწორედ აქედან მივედით ინვესტიციების საკითზე რაც თიბისითვის ახალი, მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქციონალია.
Hack ‘n’ Slash: იდეამდე მოსვლა მარტივი არ იყო; ბევრი მოსაზრება განვიხილეთ და საბოლოოდ შევარჩიეთ ის, რაც ყველაზე ეფექტურად პასუხობდა დავალებას. იდეის ჩამოყალიბებაში გუნდური დისკუსია და აზრთა გაცვლა დაგვეხმარა.
გუნდი
Koggo 2.0: ვფიქრობ ჩვენი გუნდი არის ყოვლისშემძლე.
Hack ‘n’ Slash: ჩვენი გუნდს დავახასიათებდი როგორც ინოვაციურს, რადგან ყოველი დღე იყო სავსე ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიებითა და ანალიზით.
თავიდან რომ შეგვეძლოს მონაწილეობის მიღება
Bankify: ვფიქრობთ, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ საბოლოო პროექტი მომხმარებლისთვის მორგებული და საინტერესო ყოფილიყო, ამიტომ ჩვენს თავებს ვურჩევდით რომ ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა როგორც გავაკეთეთ
Hack ‘n’ Slash: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი კარგად გავითვალისწინოთ და სამუშაოს გამართული ორგანიზება დავამყაროთ, რათა ნერვიულობა თავიდან ავიცილოთ. კონკურენცია არ უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი – პირიქით, ის უნდა იყოს მოტივაცია იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ.
Koggo 2.0: Do it, do it again.