ბიზნესი

თიბისი - #1 ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში

დეკემბერი 21, 2021

რა არის ვაჭრობის დაფინანსება

ვაჭრობის დაფინანსება იმ პროდუქტებსა და მომსახურებებს აერთიანებს, რომლებიც ორ მხარეს შორის, ვაჭრობასთან დაკავშირებული გარიგების პროცესში გამოიყენება და რომელთა დახმარებითაც, ბანკი გარანტორად გამოდის.


თიბისი წამყავნი ბანკია ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით და მისი წილი ქვეყნის ბაზრის 50%-ს შეადგენს. ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე, მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილ კორპორაციულ კომპანიებს, პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის პროცესში, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების ფართო არჩევანს ვთავაზობთ.


ადგილობრივ და განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობასთან, ბევრი რისკია დაკავშირებული. მათ შორის: გადახდის, მიწოდების, სავალუტო, ტრანსპორტირებისა თუ პოლიტიკური. მთავარი ღირებულება, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით - ამ რისკების შემცირებაა.

ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები ექსპორტის განსაკუთრებული მასტიმულირებელია, რომლებიც ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს გადახდები პროდუქციის ტრანსპორტირებისთანავე მიიღონ. იმპორტიორებმა კი, გადავადებული გადახდის პირობებით ისარგებლონ, ამასთანავე ახალი ბაზრები აითვისონ და ახალი პარტნიორები მოიზიდონ.


ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები ეკონომიკის ყველა დარგზე და სექტორზეა მორგებული - მნიშვნელობა არ აქვს ტრანზაქციის რომელ მხარეს წარმოადგენთ - მყიდველს თუ გამყიდველს. თანაბრად შეიძლება დაფინანსდეს როგორც მანქანების, დანადგარების, ლითონების, ღვინის, საკონდიტრო ნაწარმის, ტექსტილის წარმოება და ნებისმიერი ქონების ყიდვა-გაყიდვაც კი.

თამარ გუგუშვილი

მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქცია

ჩვენ ისეთ სტრატეგიულ საექსპორტო მიმართულებებსა თუ ინდუსტრიებს ვაფინანსებთ, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ფარმაცია, ლითონის პროდუქციის წარმოება. ამის დასტურია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ჯილდოც - მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, რომელიც კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდებოდა. განსაკუთრებით საამაყოა, რომ თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში მოიპოვა. გასულ წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს მფლობელები ისეთი საერთაშორისო ბანკები ხდებოდნენ, როგორებიც არიან: Standard Chartered Bank, Citibank და სხვები.

ვაჭრობის დაფინანსება პანდემიის პერიოდში

პანდემიის პერიოდში ვაჭრობის დაფინანსებამ კრიტიკული დატვირთვა შეიძინა.  გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებამ, მნიშვნელოვნად შეაფერხა პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების პროცესი. კომპანიებმა ფიქრი დაიწყეს - კიდევ უფრო მეტად როგორ დაეზღვიათ კონტრაგენტებთან მუშაობის პროცესი, მაქსიმალურად როგორ შეემცირებინათ წინასწარი ანგარიშსწორებით განსახორციელებელი გადახდები და როგორ ჩაენაცვლებინათ ვაჭრობის დაფინანსების მექანიზმებით.


ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები, საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისთვის ტრადიციულად დაბალი რისკისა და ხარჯის, ასევე მაღალი შემოსავლის გენერირების საშუალებაა. დეფოლტის რისკის გლობალური მაჩვენებელი 0,5%-ზე ნაკლებია - სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში მცირედი განსხვავებით.


შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტებით სარგებლობა, სასურველია როგორც კომპანიებისთვის, ასევე ბანკებისთვისაც. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა, რომ თიბისიმ შეძლო და პანდემიის დროს გლობალურად გამკაცრებული დაკრედიტების პოლიტიკის მიუხედავად, ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით სტაბილურად შეინარჩუნა პორტფელი, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდ ლარს შეადგენს.

საერთაშორისო აღიარება კრიზისულ წელს

სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო საამაყოა, რომ განვლილი წელი თიბისისთვის გამორჩეული იყო არაერთი საერთაშორისო აღიარების კუთხით.


წლის დასაწყისში, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, რამდენიმე  საერთაშორისო ჯილდო მოვიპოვეთ. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-იმ კი, 2020 წლის ბოლოს, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაგვასახელა. ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით, წელს GLOBAL Finance-ისა და აზიის განვითარების ბანკის ჯილდოებიც მივიღეთ.


ამასთანავე, წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო უკვე მეშვიდედ მივიღეთ. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. 22 წლის განმავლობაში, EBRD-ისთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრია თუ დარგი დავაფინანსეთ და ეკონომიკის მასტიმულირებელი არაერთი ტრანზაქცია განვახორციელეთ.


ვფიქრობ, რომ საერთაშორისო აღიარებები ჩვენი გუნდური მუშაობის, ცოდნისა და მომსახურების საუკეთესო ხარისხის ნათელი დადასტურებაა.

თანამშრომლობა საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან (ICC)

საერთაშორისო დაფინანსების ტრანზაქციები საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ შემუშავებული წესებით რეგულირდება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია გვქონდეს როგორც თეორული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან კი, საშუალებას გვაძლევს, ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მივიღოთ და შესაბამისად, უახლესი მეთოდებითა თუ ტექნოლოგიებით, მზად ვიყოთ მომხარებლის წინაშე არსებული გამოწვევების გადასწყვეტად.


განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში ICC-ის საბანკო კომიტეტის თავჯდომარე თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის გუნდის ხელმძღვანელი - თამარ ხიზანიშვილია, რაც კიდევ უფრო გვიადვილებს ინფორმაციისა თუ გამოცდილების მიღებას.


ამასთანავე, სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კონკურსის შედეგად, პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის გლობალური დავების მოგვარების საბჭოს წევრად ამირჩიეს, რაც შესაძლებლობასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.


ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტებთან დაკავშირებული დავების განხილვა, ალტერნატიული სწრაფი და ეკონომიური, ასევე მაღალრეპუტაციული მეთოდითაა შესაძლებელი, რომელსაც დოკუმენტური ინსტრუმენტების დავების გადაწყვეტის ექსპერტიზა - DOCDEX ეწოდება.


დავას განიხილავს ჯგუფი, რომელიც სავაჭრო დაფინანსების ტრანზაქციებში დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე სამი მიუკერძოებელი ექსპერტისგან შედგება. ექსპერტები ICC-ის საბანკო კომისიის მიერ შემუშავებული სიიდან არიან შერჩეულები.


DOCDEX-ის დავების განხილვა ძალიან საპასუხისმგებლოა, თუმცა ამავე დროს საინტერესოც. მიღებული გადაწყვეტილებები რეპუტაბეულურია, პრაქტიკოსებს დავის გამომწვევი შეცდომების თავიდან აცილებაში ეხმარება და ამავდროულად მხარეთა კონფიდენციალურობას იცავს.

ვფიქრობ, თიბისისთვის ამ ინფორმაციის ფლობა ძალიან სასარგებლო იქნება. საკუთარი წარმომადგენლის  DOCDEX-ის საერთაშორისო ექსპერტებში დასახლება კი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის აღიარებას საერთშორისო ბაზარზე.