სიახლეები

აქ.ახლა აღმოაჩინე თიბისი კონცეპტის ახალი კალენდარი

თიბისი კონცეპტის კალენდარი გთავზობთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, კულტურულ და ბიზნეს ღონისძიებებს ოთხი ძირითადი თემის ირგვლივ - აღმოჩნები, თავგადასავლები, თვითგანვითარება და მომვლის სამყარო

მაისი 19, 2021

ჩვენ ყველას გვიყვარს კონკრეტული მოვლენებისთვის მიძღვნილი დღეები – სიყვარულის, დედაენის, გამარჯვების, დამოუკიდებლობის და სხვ. ამ დღეებს დიდი სიხარულით აღვნიშნავთ ხოლმე და ერთმანეთს მთელი გულით ვულოცავთ. ალბათ თქვენც გიფიქრიათ, რომ კარგი იქნებოდა, ერთი კონკრეტული თემისადმი მიძღვნილი თვეებიც რომ გვქონდეს.


წარმოიდგინეთ, რომ წინასწარ იცოდეთ, თუ რაზე ისაუბრებს, რა თემის ირგვლივ ჩაატარებს ღონისძიებებსა და რომელი სფეროს წარმომადგენლებს აღმოგაჩენინებთ თქვენი „საყვარელი ბრენდი“ და ამით მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ამ არაპროგნოზირებად გარემოში, შეძლოთ თქვენთვის საინტერესო თემების ირგვლივ შექმნილ „კონტენტს“ თვალი ადევნოთ, სიახლეები გაიგოთ და ზოგადად ამ მიმართულებით განვითარდეთ. ასევე შეიძლება, თქვენი საკუთარი კონცეფცია აღმოგაჩენინოთ…

თიბისი კონცეპტმა, სწორედ ამ მიზნებისთვის შექმნა აქტივობების კალენდრი, რომელიც 4 ძირითადი თემის ირგვლივ – აღმოჩენები, თავგადასავლები, თვითგანვითარება და მომავლის სამყარო, მრავალფეროვან ბიზნეს, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. 

თითოეული თემა, სხვადასხვა ქვე-თემას მოიცავს, და ამ ეტაპზე, ჩვენ პირველს – აღმოჩენებს მიმოვიხილავთ, რომელიც მაისი-ივნისის პერიოდში ხელოვნებას, კინოსა და ლიტერატურას შეეხება. 

ნათია ბუკია

გალერისტი

ხელოვნების კონცეპტის კურატორი

© ნათელა გრიგალაშვილი

ყველა თემას თავისი კურატორი ეყოლება, რომელიც გაგვიზიარებს საკუთარი ცხოვრების, პროფესიის კონცეპტს, რათა დაინტერესებულ ადამიანებს გაუფართოვოს ცოდნა ამა თუ იმ სფეროში და აღმოაჩენინოს სიახლეები.


ყოველი მომდევნო კონცეპტი ძალიან საინტერესო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში, სასიამოვნო სიახლეები - გამოფენები, პანელური დისკუსიები, რეკომენდაციები, აღმოსაჩენი ადგილები თუ ისტორიები უხვად გვექნება.

უტა ბერია

რეჟისორი

კინოს კონცეპტის კურატორი

© ნატა სოფრომაძე

კონცეპტის კალენდრის პირველი ქვეთემა ხელოვნებას ეძღვნება. მისი კურატორი ნათია ბუკია, გალერეა Gallery Artbeat-ის თანადამფუძნებელი იქნება. ამჟამად Gallery Artbeat ქართველი თანამედროვე ხელოვანის, ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას - ცნობიერების აგენტები - მასპინძლობს, რომლის ნახვის საშუალებაც დამთვალიერებლებს 13 ივნისსი ჩათვლით ექნებათ.


ამასთან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, გაიმართება შეხვედრები და დისკუსიებ სახელოვნებო თემებზე.

შეხვედრების განრიგი:

20 მაისს, 18:00 საათზე შეხვედრა შედგება ქეთი კაპანაძესთან. მისი მოდერატორი დავით კოროშინაძე იქნება;


25 მაისს, 18:00 საათზე ნათია ბუკია გაუძღვება პანელურ დისკუსიას თემაზე "როგორ შევქმნათ კერძო კოლექცია.


*შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება.

გარდა ამისა, თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტოს"ფარგლებში, ქართველი ფოტოგრაფის და დოკუმენტალისტის, დარო სულაკაურის პერსონალურ გამოფენას - „სიზმარს ვხედავდი... პანდემიის დღიური” მასპინძლობს.

© გურამ კაპანაძე

„სიზმარს ვხედავდი… ჩემი სამი თვის პანდემიის დღიურია და პირველი ხელნაკეთი წიგნი ობიექტი, რომელიც 11-მეტრიან ექსპოზიციად ტრანსფორმირდა“

- განმარტავს ფოტოგრაფი.

© გურამ კაპანაძე

გამოფენის ექსპოზიციის ნაწილი სწროედ დაროს დღიურია, რომელიც წიგნი აკორდეონის ნაკეცებადაა აკინძული 11 მეტრის სიგრძეზე, უწყვეტი პანდემიის გაუთავებელი დღეების ნიშნად.


“წიგნის შუაგულში ჩემი შვილის ფოტოა, რომელიც კარის ღრიჭოდან იყურება. როგორც ბევრნი საკუთარი სახლიდან ახალ სამყაროს ვუყურებთ და ვცდილობთ, ბუნდოვან ვითარებაში გავრკვეულიყავით.”


გამოფენა დამთვალიერებლებს ყოველდღე, კვირის გარდა 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ელოდება.

მაისის თვის შემოქმედებითი კალენდარი ამით არ სრულდება. თიბისი კონცეპტის სივრცე 19 მაისიდან, თიბისის სახელოვნებო კოლექციიდან შერჩეული ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენასაც უმასპინძლებს. თიბისის სახელოვნებო კოლექცია წლების მანძილზე შეგროვდა და თავს უყრის, როგორც საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრებს, ასევე, თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედებას.

ფოტოგრაფია და მულტიმედია ხელოვნება თიბისის კოლექციიდან - გამოფენის მიზანია მაქსიმალურად მოიცვას დღევანდელი აქტუალური ხელოვნების არეალი და ხელი შეუწყოს საქართველოში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას. ექსპოზიცია გააერთიანებს ხელოვანების - ქეთი კაპანაძის, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, ანნა კეს, მარტინ პარის, დავით მესხის, გვანცა ჯიშკარიანისა და ნატა სოფრომაძის ნამუშევრებს. გამოფენა დამთვალიერებლელებს ყოველდღე, კვირის გარდა 10:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

გამოფენების პარალელურად, 19 მაისს, 15:00-17:00 საათზე, ნათია ბუკია გაუძღვება ტურებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, გაიგოს უფრო მეტი სახელოვნებო კოლექციის შექმანაზე. კურატორის ტურებზე დასასწრებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მისამართზე:  www.conceptevents.ge. 

გარდა ამისა, პარასკევს, 7 მაისს, 15:00 საათზე ალ.ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა. გამოფენა “მეხსიერების ფრაგმენტები”, რომელიც სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრებს აერთიანებს, ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.

პარალელურად, წინანდლის ისტორიულ ბაღში გაიმართება ფარაჯანოვის შემოქმედების ინსპირაციით უტა ბექაიას მიერ შექმნილი პერფორმანსი, რომელიც დამსწრე საზოგადოების თვალწინ მეხსიერების ფრაგმენტებს გააცოცხლებს.


გამოფენა ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ღონისძიების ორგანიზატორია „წინანდლის მამული“, მხარდამჭერი კი „თიბისი კონცეპტი“. 

თიბისი კონცეპტის კალენდარი სხვადასხვა ადამიანების ინტერესებზეა მორგებული, მათ შორის თქვენზეც. თქვენ აუცილებლად იპოვნით საკუთარ კონცეპტს, გაიგებთ ახალს, აღმოაჩენთ უამრავ საინტერესო არტისტს და ისიამოვნებთ თავგადასავლებით ხელოვნებისა და ბიზნესის სამყაროში. მომდევნო თემა კინო იქნება და რა თქმა უნდა, დაგეგმილ ღონისძიებებზე AT.ge და თიბისი კონცეპტი აუცილებლად მოგიყვებით.



ავტორი: AT.GE