სიახლეები

სულ შენთანაა აქ.ახლა

აქ.ახლა

ივლისი 26, 2021

1 წლის წინ, თიბისიმ შეგვახსენა, რომ არაფერი იყო იმაზე უფრო რეალური და გადამწყევტი, ვიდრე „აქ და ახლა“ და რომ დროისა და სივრცის ეს 2 მოცემულობა, ყველა სხვა დანარჩენზე უფრო სრულყოფილი შესაძლებლობაა, რომლის აღმოჩენაც და გამოყენებაც ჩვენს ხელშია.

უცნაური და არა!-ჩვეულებრივი წელიწად-ნახევარი გავიდა მთელი სამყაროსთვის. ეს იყო დრო, როდესაც საკუთარ თავებთან დარჩენა მოგვიწია და სულ სხვა თვალით შევხედეთ გლობალურ მოვლენებსა თუ მარტივ ყოველდღიურობას. 

ახლა, როდესაც ძალაუნებურად

ვაჯამებთ განვლილ წელიწადს,

საკუთარ თავს ვეკითხებით:

ჩემთვის რა იყო ამ ერთი წლის განმავლობაში მთავარი და ღირებული?


რა აღმოჩენა გავაკეთე?

მთელი წლის განმავლობაში, ყველა ვსაუბრობდით თვითგანვითარებაზე, ჩვენს ახლად აღმოჩენილ მისწრაფებებსა თუ შესაძლებლობებზე, სრულიად ახალ გამოცდილებებზე, რომლებიც რაღაცნაირად გვეამაყებოდა და გვსიამოვნებდა.

გასულმა წელმა მართლაც

გადაასხვაფერა ბევრი რამ.

თუმცა, ვერ შეცვალა ის, რაც მუდმივია:

| მეგობრობა |

| საყვარელ ადამიანებთან ერთად


წლების განმავლობაში განვლილი


გზა და თავს გადახდენილი


ისტორიები |

| დედებისა და შვილების


ურთიერთობა |

| გამოცდილება, რომელსაც თუნდაც


ლიტერატურისა თუ მუსიკის


ჩვენი რჩეული ჟანრები გვაძლევს |

| საქმის ერთგულება |

და ზოგადად - სიყვარული.

აქ.ახლა - დროისა და ადგილის ეს მოცემულობა, ყველაზე მთავარს და მუდმივს იტევს. როგორც არ უნდა შეიცვალოს სამყაროში ყოველდღიურობა, რამდენმა ეპოქამაც არ უნდა დაასრულოს წინამორბედი, რამდენად შორსაც არ უნდა წავიდეს ტექნოლოგიური პროგრესი - არსებობს ის ურყევი მოცემულობები, რომლებიც სულ შენთანაა. 

აქ და ახლა ვვითარდებით, გვიხარია, გვწყინს, გვენატრება, გვიყვარს - სწორედ ეს ყველაფერია უცვლელი. ცხოვრების საოცრად სწრაფ ტემპში კი, ასეთი მარტივი ჭეშმარიტებების უბრალოდ შეხსენება გვჭირდება.

6 წლის წინ თიბისიმ თქვა #გამარჯობა. ამ ხაზის ლოგიკური გაგრძელება იყო: #ვინცარუნდაიყო, #მოდიაქ, #შენ, #შენთვის, #აქ.ახლა. თითოეული ეს კამპანია, იმ პერიოდის შესაბამისი იყო.

ბრენდი, დღეს ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუნდება მომხმარებელს და აძლევს დაპირებას, რომ აქ და ახლა, თიბისი ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა. 

მაშინ, როდესაც თიბისი მომხმარებელს მთავარ მოცემულობებზე ესაუბრება - თავადაც იაზრებს - მისთვის რა არის უპირობოდ მუდმივი ღირებულება, მისი საკუთარი აქ და ახლა? პასუხი მარტივია - თითოეული მომხმარებელი, მხარდაჭერა, ნდობა და ერთგულება, რომელიც ბრენდსა და ადამიანებს შორის უკვე ათწლეულებია ორმხრივია. 

აქ და ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ცხოვრების ყველაზე მეტ დაუვიწყარ ისტორიას ვქმნით.

როდის იწყება ზაფხული? - ალბათ მაშინ, როდესაც ახალი თავგადასავლების განწყობა მოდის. ვიღაცისთვის დაუგეგმავი ხვალინდელი დღე, ახალი დანიშნულების წერტილები და ახალი ადამიანები; სხვისთვის ოჯახთან ერთად აგარაკზე გატარებული მყუდრო საღამოები; ზოგისთვის გრძელი არდადეგები ან ნანატრი შვებულება; დაძრული მანქანის, ანდაც ლიანდაგებზე მატარებლის რიტმული ხმა - ერთგვარად დაპაუზებული ცხოვრება ნელ-ნელა ისევ უბრუნდება საკუთარ ტემპს და უმარავი ემოციის შემდეგ, თითქოს ყველაზე გრძელი ზაფხული დადგა

ახალი აღმოჩენებისა და

თავგადასავლების წინ კი

თიბისის გზავნილი ასეთია:

„ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ყველაზე მთავრი ნამდვილი გრძნობა და მისი დღესასწაულია. ლიტერატურის ძლიერი სიყვარული, ამბავი დედებსა და შვილებზე, მუდმივი მეგობრობა...

სულ შენთანაა აქ და ახლა.“ 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი