კულტურა

დაასრულე ფერწერა

გამოფენა-აქცია „დაასრულე ფერწერა“, თეზი გაბუნიას გუნდისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობით ორ სივრცეში - „არტარეასა“ და „ქოლგას“ სივრცეებში შედგა.

მაისი 30, 2017

Hello Blog

გამოფენა-აქცია „დაასრულე ფერწერა“, თეზი გაბუნიას გუნდისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობით ორ სივრცეში - „არტარეასა“ და „ქოლგას“ სივრცეებში შედგა.

გამოფენამ დამთვალიერებელს თემატური ნახატების განვრცობის საშუალება მისცა.

 ფუნქციური სურათები მაყურებელს სიტუაციის გაცოცხლებას სთავაზობდა. შედეგად, დამთვალიერებელი შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილე გახდა.

  

დღეს ჩვენი ცხოვრება აღარ არის ხელოვნებისგან განყენებული. 

შემოქმედება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. გამოფენაში ხელოვნების ნამუშევრის წარმოებადი და გაზიარებადი პროცესები გადაიკვეთა. მასში თავი მოვუყარეთ ჩვენი ჯგუფის ძირითად ღირებულებებსა და ხედვებს: გახდეს ხელოვნების ნამუშევარი ხელმისაწვდომი ყველასათვის.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ნამუშევარსა და დამთვალიერებელს შორის კომუნიკაციაა. ერთის მხრივ ფერწერა აჩენს სიუჟეტს, მისი მიზანია ადამიანს გარკვეული რეფლექსიისკენ უბიძგოს, მეორეს მხრივ სიუჟეტი არ არის სასრული და მისი განვითარება დამთვალოერებელზეა დამოკოდებული. რაც მას თანაავტორად აქცევს."

თეზი გაბუნია 

პროექტზე მუშაობდნენ:

გუნდი: თეზი გაბუნია, გვანცა გაბუნია, დათო კოროშინაძე, ნიკა მაისურაძე, ოთო შენგელია, დათო ცანავა  

www.tezigabunia.com 

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი, რეზი ყენია 

მხარდამჭერი: თიბისი ბანკი