ბიზნესი

Jungle Fever დუშეთი

"Jungle Fever დუშეთი" - არის ამ დროისთვის ერთადერთი სალონი დუშეთში, რომელიც 2016 წლის პირველ ივნისს გაიხსნა.

მაისი 24, 2017

Hello Blog

"Jungle Fever დუშეთი" - არის ამ დროისთვის ერთადერთი სალონი დუშეთში, რომელიც 2016 წლის პირველ ივნისს გაიხსნა.

"მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა იმ სერვისს, რაც თბილისის პრესტიჟულ სალონებშია ხელმისაწვდომი. მათ შორის გვაქვს ტატუს გაკეთებისა და მოშორების სერვისი. სულ ახლახან ლაზერული ეპილაციის კაბინეტი დავამატეთ. ვითვალისწინებთ, რომ სალონი დუშეთში მდებარეობს და ფასები ადგილობრივებისთვის მეტად ხელმისაწვდომია.

ვცდილობ მაქსიმალურად განვავითარო დუშეთი და შევქმნა ისეთი ადგილები, რომლებიც ადგილობრივებს ცხოვრებას გაუმარტივებს და გარკვეული სერვისების მისაღებად მათ ქალაქში წასვლა აღარ მოუწევს," - განმარტავს "JF დუშეთის" დამფუძნებელი დათო ზოტიკიშვილი.

სალონში 8 ადგილობრივია დასაქმებული. ზოტიკიშვილის განმარტებით, სილამაზის სალონის შექმნისას კვალიფიციური კადრების მოძიება ყველაზე რთული პროცესი იყო.

"სტილისტები ყოველთვის ცდილობენ, თვითონ გახსნან სალონები და სხვა მეპატრონის სალონში არ იმუშაონ. ამიტომ გაგვიჭირდა მოგვენახა ადგილობრივი კვალიფიური კადრები. მათი სხვა ქალაქიდან მოყვანა კი არ გვინდოდა, რადგან ეს დამატებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ, ნამდვილად შევძელით პროფესიონალი კადრების შერჩევა. მათ შრომას სათანადოდ ვუნაზღაურებთ. ჩვენთან თანამშრომლების წახალისების სხვა სისტემაც მოქმედებს," - ამბობს ზოტიკიშვილი.

თანამშრომლების გარდა, სალონის დამფუძნებელი ლოალური კლიენტებზეც ბევრს ფიქრობს და ზრუნავს. მათთვის ფუნქციონირებს ერთგულების ბარათი და თმის ყოველი მეოთხე შეჭრა უფასოა.

"მაქსიმალურად ვზრუნავთ თითოეულ კლიენტზე. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. რაიონში კარგი ამბავი მალე ვრცელდება, ცუდი კი - კიდევ უფრო მალე. ჩვენი მცირე კვლევის თანახმად, კმაყოფილი კლიენტი საშუალოდ 3-5 ადამიანს ეუბნება ამის შესახებ, უკმაყოფილო კი - 10-15 ახლობელს. ამიტომაც უკმაყოფილო კლიენტის ყოლის უფლება არ გვაქვს," - განმარტავს სალონის დამფუძნებელი.

სილამაზის სალონი ზოტიკიშვილისთვის, რომელიც თავადაც დუშეთიდანაა წარმოშობით, უკვე მეოთხე პროექტია დუშეთში. საქმიანობის პროცესში მისი პარტნიორია თიბისი ბანკი, სილამაზის სალონი პროექტ "თიბისი სტარტაპერის" მონაწილეა.

"სალონს განვითარებისთვის ძალიან დამეხმარა "თიბისი სტარტაპერში" მონაწილეობა. ძალიან მინდოდა ლაზერული ეპილაციის აპარატების ყიდვა, თუმცა ამის ფინანსური საშუალება არ მქონდა. "თიბისი ბანკი" დამეხმარა, რომ დუშეთის მოსახლეობისთვის ლაზერული ეპილაციის მომსახურებაც ხელმისაწვდომი გახდა," - ამბობს ზოტიკიშვილი.

ფოტოები: ADvan/ ედვენი

ავტორი: ნანა მღებრიშვილი

Ambebi.ge