ბიზნესი

თიბისი ბანკი სტარტაპების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს

„სტარტაპერი“ - ასე ჰქვია თიბისი ბანკის პროგრამას, რომლის მიზანი სტარტაპების მხარდაჭერა და ზოგადად ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა.   

აპრილი 10, 2017

Hello Blog

„სტარტაპერი“ - ასე ჰქვია თიბისი ბანკის პროგრამას, რომლის მიზანი სტარტაპების მხარდაჭერა და ზოგადად ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა.   

პროექტის ფარგლებში სტარტაპები, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად თიბისი ბანკისგან სხვადასხვა არაფინანსურ სერვისებს მიიღებენ, რაც მათ განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.  

ამით თიბისი ბიზნესის მომსახურების არეალი კიდევ უფრო ფართოვდება. კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებთან ერთად, თიბისი სტარტაპებსაც დაეხმარება განვითარებაში.  

მათ, ვინც ფლობს სტარტაპს, აქვს საკუთარი ბიზნესის მართვის მინიმალური გამოცდილება და სჭირდება როგორც ფინანსური რესურსი, ისე ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესება, შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ ინიციატივით, რომელიც პროექტის ფარგლებში იგეგმება: 

  • სტარტაპებისთვის თიბისი ბანკი ქმნის სპეციალურ სესხს და საოპერაციო პროდუქტების ხელმისაწვდომ პაკეტს, რაც მიმდინარე საბანკო ანგარიშების, ინტერნეტბანკისა და ბიზნესბარათის შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს. 
  • დაინერგება ტრენინგებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების სპეციალური პროგრამა, რომლებიც სტარტაპების საჭიროებებზე იქნება მორგებული და რომლებსაც ბიზნესის მართვაში გამოცდილი პროფესიონალები გაუძღვებიან.  
  • პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ვორქშოპები და შეხვედრები გამოცდილ ბიზნესმენებთან. 

პროექტისათვის „სტარტაპერი“ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი www.startuperi.ge, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც პროექტის, ისე მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. 

გარდა ამისა, თიბისი ბანკის „ბიზნესდაჯილდოებას“ ერთ-ერთ ნომინაციად დაემატება „წლის სტარტაპი“. 

პროექტის „სტარტაპერი“ მედიაპარტნიორია Marketer.ge, რომელიც პროექტში მონაწილე სტარტაპებსა და მათ დამფუძნებლებს გააცნობს საზოგადოებას.