კულტურა

#თიბისელი როსტომ ტალახაძე

„ძალიან მიყვარს ბუნება და ბავშვობიდან მომწონდა ყველაფერი, რაც დაფრინავდა.

სექტემბერი 05, 2017

Hello Blog

„ძალიან მიყვარს ბუნება და ბავშვობიდან მომწონდა ყველაფერი, რაც დაფრინავდა.

პირველად, 10 წლის ასაკში, მამასთან ერთად ვიფრინე, არ დამავიწყდება ეიფორია და სიხარული, რომელიც ამ დროს განვიცადე“.

 როსტომისთვის ფრენა უდიდესი ენერგიის და სიახლეების წყაროა, გამოწვევაა საკუთარი შესაძლებლობებისთვის და შიშთან „მეგობრობა“

„ფრენისას ხვდები და მძაფრად აღიქვამ, როგორი დიდი და ძლიერია ბუნება, პატარა ნიავს შეუძლია გადმოგახედოს რამდენიმე ათასი მეტრიდან.“ 

, 

ცოტა ხნის წინ, გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით იფრინა.

„წარმოიდგინეთ, მთელი კავკასიონი ხელის გულზეა გადაშლილი. დაახლოებით, 3700 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავ მთის არწივებთან ერთად, რომლებისთვისაც ცოტა უცნაური ფრინველი ხარ, მიუხედავად ამისა, მზად არიან, შენთან ერთად იმოგზაურონ. საოცრებაა!“

როსტომი მთაშიც ხშირად მოგზაურობს.  „მთაში სიარული „მინი“ ცხოვრებას ჰგავს, მოგზაურობის მანძილზე გყავს ან არ გყავს მეგზური, გხვდება გასაჭირი, გაქვს შენ გვერდით მდგომის იმედი, უმნიშვნელოვანესია გუნდურობა და ერთმანეთისთვის თავგანწირვა.“ 

ფრენა, მთებში მოგზაურობა, სრიალი როსტომისთვის საშუალებაა, იფიქროს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, იყოს ახლოს ბუნებასთან, ჯანსაღად იცხოვროს და ახალ ადგილებთან ერთად ახალი ადამიანები გაიცნოს. ყველაზე დიდ სიამოვნებად კი, მეგობრებისთვის თავგადასავლის გაზიარებას მიიჩნევს. 

როსტომს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უფრენია, გარდა აფხაზეთისა და ძალიან დიდი სურვილი აქვს გაგრაში იფრინოს. 

როსტომ ტალახაძე თიბისელია.

ფოტოები: სერა ძნელაძე