სიახლეები

Ad Black Sea 2017 - სულ მალე!

რა ვიცით სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანების, ერთი სიტყვით - „რეკლამშიკების“ შესახებ? პირადი ინტერესი, ან საქმიანი კავშირი თუ არ გვქონია, ალბათ მხოლოდ ის, ცალკე პლანეტაზე რომ ცხოვრობენ, იდეებზე ჯადოქრობენ, „ბრიფებით“ ჟონგლიორობენ და ახალ-ახალ სამყაროებს გვაზიარებენ. ანუ, ბევრი არც არაფერი... არადა, მათი ანაბეჭდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება!  

სექტემბერი 04, 2017

Hello Blog

თუ სარეკლამო სფეროს “ჯადოქრობისა” და თავად “ჯადოქრების” უკეთ გაცნობას გადაწყვეტთ, მაშინ კალენდარზე 21-23 სექტემბერი ჩაინიშნეთ! ამ სამი დღის განმავლობაში, ბათუმში უკვე მესამედ გაჩაღდება უჩვეულო სტუმარმასპინძლობა შავი ზღვის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის - Ad Black Sea 2017-ის სახით!

ფესტივალის ფარგლებში, შეძლებთ დაესწროთ სემინარებს, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებული ცვლილებების შესახებ, გაერთოთ ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად, დატკბეთ შემოდგომის ბათუმით, სანამ ჟიური საუკეთესო “მოთამაშეებს” გამოავლენს და ბოლოს, თავად შეაფასოთ საუკეთესოები გალა-დაჯილდოებაზე, გაიაზროთ ახალი დროის გზავნილები და თავად დაიმუხტოთ იდეებით.

აქვე, გამოვყოფდი გასული წლის Ad Black Sea-ს გზავნილებიდან ერთ-ერთს - შემოქმდებით აზროვნებას, გლობალური გამოწვევების გააზრებასთან სინთეზში, შეუძლია შექმნას არამხოლოდ თვალისთვის მომხიბვლელი, არამედ საზოგადოებისთვის ფიქრის აღმძვრელი პროდუქტი; საუკეთესო მაგალითი თვითონ ფესტივალის ჯილდოა, რომელიც წელსაც შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადდება.