ბიზნესი სიახლეები

„მეტი დრო ცხოვრებისთვის“ – გიორგი ისაკაძე

პროფესიით ეკონომისტია, თუმცა უკვე 4 წელია ბიზნეს მედიის სფეროში მოღვაწეობს. საქართველოში მისი სახელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჟურნალს – Forbes -ს უკავშირდება. უყვარს მოგზაურობა და საკუთარ აგარაკზე განტვირთვა. თავისუფალ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. კვირაში 100 საათს საქმეს უთმობს თუმცა ამბობს, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შვილებისთვის დრო ყოველთვის აქვს. 

იანვარი 08, 2019

Hello Blog

რა განასხვავებს ცხოვრებას სიცოცხლისგან?

– პასუხისგებლობა.

მეტს ვცხოვრობთ თუ ვცოცხლობთ?

– ვცოცხლობთ, და ხშირად ვერც ვამართლებთ დანიშნულებას ცხოვრებაში.

სამსახური ჩემთვის არის…

– ჩემი საქმე. 

მე უნდა მეცხოვრა…

– ნიუ იორკში, ან შტატების სამხრეთ სანაპიროზე. ამ ეპოქასა და საუკუნეში.

ცხოვრებისეული ფრაზაა?

– “იჩქარე ნელა”

ვცხოვრობ…

– იდეისთვის. ოჯახისთვის. ქვეყნისთვის.

შთამაგონებს…

– წარმატება და რწმენა.

მარცხი – სტიმული თუ იმედგაცრუება?

– ცალსახად, სტიმული.

აუხდენელი ოცნება?

– კარგი დასვენება.

ცხოვრებაში შევცვლიდი?

– მეტად დავხვეწდი დროის მართვას.

რა არ უნდა გააკეთო ცხოვრებაში?

– არ დაიღალო. და არც დანებდე.

ავტორი: თორმეტი