თაობა

და ვინჩის კონკურსის გამარჯვებულები

დღეს, კონკურსზე "ლეონადრო და ვინჩი" სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა გამომგონებლები დაჯილდოვნდნენ.

ნოემბერი 18, 2018

Hello Blog

დღეს, კონკურსზე "ლეონადრო და ვინჩი" სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა გამომგონებლები დაჯილდოვნდნენ.

ფინალურ ეტაპზე, X კლასის მოსწავლეებს სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიიდან, მილანა გაგულიას, მარიამ ბახტაძესა და ანა კალანდარიშვილს StatusDonates-ის სპეციალური სტიპენდია დაენიშნათ.

უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის

ჯგუფმა შექმნა ხელსაწყო რომელიც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის უსინათლოთა მომსახურეობას და დაეხმარება მათ ადაპტაციაში, ისე, რომ ვიზუალური დეფექტები კომპენსაცია მოხდება უსაფრთხო ანალიზატორებით - შეხებითა და მოსმენით. 

ზემოთხსენებულ მოწყობილობას გააჩნია შემდეგი თვისებები: 

1. მოწყობილობა რეაგირებს ხმოვან ბრძანებაზე, ირჩევს მედიკამენტს და იძლევა ხმოვან შეტყობინებას მის მიერ შერჩეული მედიკამენტის შესახებ.

2. მოწყობილობას შეუძლია შეახსენოს მედიკამენტის დასახელება და მისი მიღების დრო. 

3. მოწყობილობა ეხმარება პიროვნებას ისეთი წამლების მიღებაში, რომელთა ოდენობა განისაზღვრება წვეთების რაოდენობით: კონკრეტულად მოახდინოს წვეთების დათვლა და წყლის დოზირება. 

4. ინოვაციური პროექტია; 

5. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს; 

6. სოციალური პროექტია; 

7. დამზადებულია საქართველოში

ფოტო: სერა ძნელაძე