კულტურა

#თიბისელი ავთანდილ თიკანაშვილი

"ვიდრე ჯანმრთელი ხარ, ირბინე, თორემ როდესაც ავად გახდები, მაშინ მოგიწევს სირბილი"

ივლისი 05, 2017

Hello Blog

"ვიდრე ჯანმრთელი ხარ, ირბინე, თორემ როდესაც ავად გახდები, მაშინ მოგიწევს სირბილი"

/ჰორაციუსი/

 9 წლის წინ ავთანდილ თიკანაშვილისთვის არათუ სირბილი, სიარულიც კი აკრძალული იყო. ხერხემლის ოპერაციის შემდგომ, დიდი შრომის და ნებისყოფის ფასად, სტარტზე დადგა და შედეგად, თბილისის მარათონის გამარჯვებული, მსოფლიო რბენისა და ბუდაპეშტის მარათონის მე-2 ადგილოსანია.

სირბილი მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება და "ფსიქიკური ჰიგიენის წესია", კონცენტრაციაში ეხმარება და ბევრი სწორი გადაწყვეტილებაც ამ დროს მიუღია. მისთვის სამაგალითო ბრიტანელი 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი - გორდონ პირია, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავის სიცოცხლეში დედამიწიდან მთვარემდე მანძილი, დაახლოებით 400 000 კმ. ირბინა.

ავთანდილისთვის გამოწვევა უდაბნოს "ქვიშის მარათონია" - გამძლეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა: 5 დღის განმავლობაში გადასალახი 250 კმ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა, ფრაზით "იპოვე მიზანი და საშუალებები თავად გამოჩნდება".

ავთანდილ თიკანაშვილი #თიბისელია.

ფოტო: სერა ძნელაძე