კულტურა

ნომინაცია - საუკეთესო პროზაული კრებული

წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაცია „საბას“ ერთ-ერთი მთავარი ნომინაციაა, ამიტომაც, ყოველ წელს, ინტერესი და დაძაბულობა, კამათი და განხილვა იმატებს. სხვადასხვა დროს ამ ნომინაციის ფინალისტებსა და გამარჯვებულებში არაერთ მნიშვნელოვანი პროზაიკოსის წიგნი იყო წარმოდგენილი. ეს ნომინაცია თანამედროვე ქართულ პროზაში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ერთგვარი ილუსტრაციაა.

სექტემბერი 26, 2018

Hello Blog

წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაცია „საბას“ ერთ-ერთი მთავარი ნომინაციაა, ამიტომაც, ყოველ წელს, ინტერესი და დაძაბულობა, კამათი და განხილვა იმატებს. სხვადასხვა დროს ამ ნომინაციის ფინალისტებსა და გამარჯვებულებში არაერთ მნიშვნელოვანი პროზაიკოსის წიგნი იყო წარმოდგენილი. ეს ნომინაცია თანამედროვე ქართულ პროზაში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ერთგვარი ილუსტრაციაა.

წელს ამ ნომინაციის მოკლე სია მართლაც ძალიან მოკლეა, რაც ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. ორი, ერთმანეთისგან სრულიად განხვავებული ავტორისგან საუკეთესოს ჟიური გამოავლენს, ხოლო მანამდე, თავად მკითხველს შეუძლია საკუთარი ვერდიქტი გამოიტანოს და თავისი ფავორიტი აირჩიოს.

სრულიად განსხვავებული ხელწერისა და სტილისტიკის, ლიტერატურული დროისა თუ სივრცის მიუხედავად, ამ ორ პროზაულ კრებულს ადამიანთა ძალიან საინტერესო, ერთგვარად მოულოდნელი ისტორიები აერთიანებს.

1. თეონა დოლენჯაშვილი - პერსონალური ქრისტე

თეონა დოლენჯაშვილი “საბას” ორგზის მფლობელი მწერალია, დებიუტისა და რომანის ნომინაციაში გამარჯვებული მწერალი წელს საუკეთესო კრებულის ნომინაციაში სცდის ბედს.

თეონა დოლენჯაშვილის ახალ წიგნში ოთხი მოთხრობა შედის, რომელთა თემატიკა და ლიტერატურული სივრცე სრულიად განსხვავებულია. სოფლის იდილიის მონატრება, უღმერთობისა და პროგრესისგან, გასრესილი და გაუკაცურებული გარემო; ტერორიზმი და მის წინაშე უძლური უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც დამნაშავის ძიებაში ხელებდაკაპიწებულებმა, შეიძლება უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება დაანგრიონ. სამყაროს დასასრულის მოლოდინში დათრგუნული კაცობრიობა და ქალი, რომლის ოცნებას – შვილი ჰყავდეს – ქმრის, საზოგადოებისა და საკანონმდებლო აქტების დიდი წინააღმდეგობა ელოდება.

2. ლევან მუსხელიშვილი - "მოკლე მოთხრობები"

„ამ მოთხრობების სიუჟეტები სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში ვითარდება. „სეკიტოში“ მოქმედება მე-16-ე საუკუნის იაპონიაში, პორტუგალიელების მიერ ამ ქვეყანაში ქრისტიანობის შეტანის შემდეგ ხდება, „ღამის მოლოდინში“ ჯალალედი- ნის კავკასიაში თარეშის პერიოდს ემთხვევა, ხოლო „თარიქის სიზმარი“ - მე-8-ე საუკუნეში არაბული იმპერიის ექსპანსიას. ზოგიერთი მოთხრობის გმირები დღევანდელ ამერიკაში, ბოლივიაში, რუსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, მიზნად მქონდა, რომ მოქმედების ნამდვილი ადგილი ჩემი გმირების შინაგანი სამყარო ყოფილიყო - სამყარო, რომელსაც მათი სული და გონება ქმნიან. მსურდა მეჩვენებინა ისიც, რომ მთავარი სულიერი ღირებულებები სხვადასხვა დროისა და კულტურის პირობებში არ იცვლება.“ - წერს ავტორი წიგნის წინასიტყვაობაში.

წყარო: saba.com.ge