მუსიკა | ცა

The Chemical Brothers-ის ინტერვიუ ნიკუშა ანთაძესთან

T.C.B. – Hey boy! გამარჯობა.

აგვისტო 25, 2018

Hello Blog

T.C.B. – Hey boy! გამარჯობა.

ნ.ა. - სალამი ძმებს! დღეს ვფიქრობდი თქვენზე - მომნატრებიხართ.

T.C.B. – 2 წელი გავიდა, ხო? მოყევი ჩვენი გაცნობის ამბავი.

ნ.ა. - პირველად ლისაბონში შევხვდით, 2016-ში. ეს ხდებოდა ჩემი საყვარელი ფესტივალის, Nos Alives-ის მთავარ სცენაზე და ამ სცენაზე მომისმენია Radiohead, Arcade Fire, Justice, Depeche Mode, Green Day, The Cure, Kings of Leon და ვინ აღარ, მაგრამ თქვენ მაინც გადააჭარბეთ მოლოდინს. 

T.C.B. – რა მოლოდინი გქონდა?

ნ.ა. - ბავშვობიდან რომ მიყვარს ეგეთი რამეების მოსმენას ველოდი და ბევრ ცეკვას თქვენი თანდასწრებით. ფესტივალის წინ ყოველთვის ვიმზადებ ლაინაფის შესაბამის ფლეილისთს, მეც რომ გავხურდე და სხვებიც გავახურო. მაშინაც, ბაირო ალტოზე, ჩვენი სახლის ფანჯრების წინ, მთელი სამეზობლო ცეკვავდა ხან Star Guitar-ზე, ხან Believe-ზე და ხან Do it Again-ზე. ესე ვემზადებოდით თქვენ გასაცნობად.

T.C.B. – მოლოდინის გადაჭარბებაში რას გულისხმობ?

ნ.ა. - ფესტივალის პირველი დღე იყო და თან ჩემთვის ძალიან გრძელი - ისე დაემთხვა, რომ წინა ღამე შემომათენდა, დილიდან კი ჩემი მეგობარი გათხოვდა ქალაქგარეთ პლაჟზე და ვერც ამ ამბავს გამოვაკლდებოდი. მოკლედ, ფესტივალის გახსნაზე სადღაც 33 საათის უძილო მოვედი და სიმართლე გითხრათ, არსებობდა დაშვება, რომ თქვენ ფონზე გემრიელად გამომეძინა, მაგრამ, როგორ წესი, ძილს არ ვნებდები. არ არსებული ძალები მოვიკრიბე, პლანტი გავმაზე და Pixies-ს მარტო Where is my mind-ის ხათრით ვუსმინე. ამასობაში თქვენი დროც დადგა და დადექით და არ მახსოვს რამდენი ხანი უკრავდით, 2 საათი? სამაგიეროდ მახსოვს, რომ თვალი ვერ მოვწყვიტე სცენას - ესეთ ვიზუალს არ ველოდი... მე მოსასმენად მოვედი, თქვენ კიდე მაყურებინეთ თქვენი მუსიკა!