კულტურა

ინტერვიუ ხელოვან მაია სუმბაძესთან

შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნამუშევრები?

აგვისტო 13, 2018

Hello Blog

შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნამუშევრები?

ვერ გავიხსენებ, არ ვიცი საიდან დავიწყო ათვლა.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამდე სწავლობდით ამსტერდამში, რიტველდის აკადემიაში. რა გავლენა იქონია თქვენზე სწავლის პროცესში მიღებულმა გამოცდილებამ?

ამსტერდამში ყოფნა და სწავლა ალბათ ისეთივე გამოცდილება იყო, როგორც ყველა სხვა მოვლენა ჩემს ცხოვრებაში.

მუშაობთ ფერწერაში, ინსტალაციაში, ვიდეოსა თუ კომპიუტერულ გრაფიკაში. რომელ მედიუმში მუშაობისას გრძნობთ თავს განსაკუთრებით კომფორტულად?

ბოლო წლები ძირითადად კომპიუტერულ გრაფიკაში ვმუშაობ, ასევე შერეული ტექნიკით, ანუ ვბეჭდავ და ვაკეთებ კოლაჟებს და გრაფიკულ ნამუშევრებს ხელით. მთავარი კომფორტია, როცა დედლაინი არ მაქვს და თავისუფალი ვარ.

როგორ დაახასიათებდით მოვლენებს, რომლებიც აქ და ახლა ქართულ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში მიმდინარეობს?

სამწუხაროდ, ხშირად ვეღარ დავდივარ გამოფენებზე თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებზე, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი საინტერესო რამ ხდება.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ რომელიმე გამოფენა, რომელზე მუშაობის პროცესიც განსაკუთრებულად საინტერესო იყო თქვენთვის?

გამოფენა – “On the way”, CCA-ში.

რა გაძლევთ ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?

სამყაროს დინამიკა, დაუჯერებელი სტრუქტურა, ყოველი წამის სილამაზე, სიზუსტე და პოეზია, დღეების და მოვლენების დინება.

90-იან წლებში ჩამოყალიბებულმა არაფორმალურმა სახელოვნებო ჯგუფმა “გოსლაბმა” მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარების დინამიკაზე. ის ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფმა გააერთიანა, დღეს სხვადასხვა მიმართულებების მქონე ქართული სახელოვნებო სცენის აქტიური წევრები არიან. როგორი იყო თქვენი ამ ჯგუფში მუშაობის გამოცდილება?

ეს ჯგუფი იყო ახლო მეგობრებისა და ნათესავების წრე – დიდ დროს ვატარებდით ერთად და ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით ერთობლივად თუ ცალ-ცალკე, goslab-ს ვაწერდით.

დაგვისახელეთ რამდენიმე ხელოვანი, ვინც განსაკუთრებული გავლენა იქონია თქვენი შემოქმედების განვითარებაზე?

ძალიან ბევრია, იმდენი, რომ ერთსაც ვერ დავასახელებ.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე?

მუდმივი სამომავლო გეგმა მაქვს – გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული მაქვს და რასაც გავაკეთებ, მომეწონოს.

იხილეთ მეტი მაია სუმბაძეზე: http://mayasumbadze.tumblr.com/

ავტორი: ნინა პატარიძე