მუსიკა | ცა

The Chemical Brothers საქართველოში

The Chemical Brothers-ს საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ და ეს დღეც მალე დადგება – პირველ სექტემბერს ედ საიმონსი და ტომ როულენდსი რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში დაუკრავენ. 8 სტუდიური ალბომი, გრემის 4 ჯილდო, გაყიდული ალბომების რაოდენობა და გამორჩეული მუსიკალური მემკვიდრეობა იმაზე მეტყველებს, რომ მუსიკალურ სამყაროში მათი მნიშვნელობა და გავლენა ძალიან დიდია. ყურადღებას იმსახურებს თავად ადგილმდებარეობის სპეციფიკაც – The Chemical Brothers-ის ლაივ შოუები ძირითადად დიდი მასშტაბისთვის მქონე სივრცეებისთვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, რუსთავის მოტოპარკის ინფრასტრუქტურა მსგავსი შინაარსის მქონე ღონისძიებებისთვის იდეალურია.

აგვისტო 06, 2018

Hello Blog

ჯერ კიდევ 90-იანი წლების The Dust Brothers-ის სახელით დაწყებული პროექტი პირველივე ალბომით მოექცა ყურადღების ცენტრში და მას შემდეგ დუეტის პოპულარობა მუდმივად იზრდება. ნოელ გალაჰერთან, New Order-ის ფრონტმენ ბერნარდ სამნერთან, სპაიკ ჯონსისთან, სოფია კოპოლასა და სხვა გამოჩენილ ხელოვანებთან თანამშრომლობის შედეგად ედ საიმონსი და ტომ როულენდსი იმ არტისტთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც თავიანთ სფეროში დიდი ავტორიტეტი და ხელშეუხებელი რეპუტაცია აქვთ.

იმ ათასობით მუსიკის მოყვარულიდან, რომელიც მათ მოსასმენად შეიკრიბება, რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული მოლოდინი აქვს. ამიტომ, მოდი გავიგოთ, რას შეიძლება ველოდოთ ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დუეტისგან.

ძველი ჰიტები

მნიშვნელობა არ აქვს ქიმიური ძმების ფანების არმიას როდის შეუერთდები, მათი ძველი კომპოზიციების მოსმენა ყველას ერთნაირ სიამოვნებას ანიჭებს. ეს ბრიტანელმა მუსიკოსებმაც ძალიან კარგად იციან. თუ გადავხედავთ მათ ბოლო კონცერტებს, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ – Hey Boy Hey Girl, Galvanize, Do It Again , Believe და სხვა ჰიტები მათი ლაივების განუყოფელი კომპოზიციებია. გარდა ამისა, ბოლო ტურნეში ხშირად გაჟღერებულა ისეთი ტრეკები, როგორებიცაა Block Rockin’ Beats, Star Guitar, Elektrobank. ასე რომ, The Chemical Brothers ამ კუთხით რუსთავშიც საკმაოდ გაგვანებივრებს.

და ახლები?

მხოლოდ ნოსტალგიური განწყობებით თამაში The Chemical Brothers-ს არ ახასიათებს. 2015 წლის ალბომის, Born In The Echoes-ს შემდეგ დუეტმა აქტიურად გააგრძელა სტუდიური მუშაობა და ჯერ კომპოზიცია C-h-e-m-i-c-a-l გამოსცა, შემდეგ კი წლის ბოლოსთვის ახალი ალბომიც დააანონსა. შედარებით ახალი ჩანაწერებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ Q-TIP-თან თანამშრომლობით შექმნილი GO და Wide Open, რომელშიც ვოკალურ პარტიას BECK ასრულებს. უკანასკნელი ტურნესთვის GO შეუცვლელი ელემენტია, დიდი შანსია Born In The Echoes-ს სხვა კომპოზიციებიც მოვისმინოთ როგორც ორიგინალური, ასევე რემიქსული ვარიანტებით.

შოუ

ბრიტანელი ქიმიური ძმების ლაივი მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება – ჩვენ გველოდება ფსიქოდელიური გამოსახულებებით დახუნძლული უზარმაზარი ეკრანები, ლაზერები და საოცრად ენერგიული აუდიო-ვიზუალური შოუ. ძალიან დახვეწილი და ხშირად უნაკლო დრამატურგიული სტრუქტურის მქონე ლაივების გამო, წლების განმავლობაში არსებობდა ეჭვი, რომ The Chemical Brothers-ის პერფორმანსები წინასწარ ჩაწერილია და იმპროვიზაციის გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, კონცერტიდან კონცერტამდე როგორც მუსიკის თანმიმდევრობა, ასევე ვიზუალური ელემენტები იმდენად ხშირად იცვლება, რომ დღეს ამაზე აღარავინ დავობს. მათი ლაივებისთვის დამახასიათებელი შოუს ელემენტები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დუეტი პერიოდულად ისეთ ფესტივალებზე გამოდის, როგორებიცაა Glastonbury, Sonar, Fuji Rock, Reading , Leeds Festival და სხვა.

ავტორი: at.ge