მუსიკა | ცა

რა უნდა ვიცოდეთ R+R=Now-ს შესახებ

თავს დავდებ, თუ ჯაზის მოყვარული არა ხარ, R+R=Now-ს სახელი მათ საქართველოში ჩამოსვლამდე არ გაგეგო. არადა, ასევე თავს ვდებ, მათი კონცერტი ძალიან მოგეწონება, იმის მიუხედავად, ჯაზი გიყვარს თუ არა. თუნდაც იმიტომ, რომ თუ ბოლო წლებში გამოსული მუსიკა მოგისმენია, ამ სუპერჯუფის წევრების დაკრული უკვე მოსმენილი გაქვს. To Pimp a Butterfly ხომ იცი? მანდაც, აქა-იქ, ჯგუფის ნახევარი უკრავს. აი, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ:

ივლისი 16, 2018

Hello Blog

რა ჟანრია?

ჯერ ამას მოუსმინე.

ჰა, როგორია? ცოცხლად რა კარგი იქნება, წარმოიდგინე.ჟანრს რაც შეეხება... ამ ჯგუფს რომელიმე ერთ კონკრეტულ მუსიკალური მიმდინარეობაში ვერ ჩააკვეხებ. ჯაზის სივრცეში ტრიალებენ, მაგრამ ცოტა ჰიპ-ჰოპიცაა, ცოტა ნეო-სოულიც, ცოტა ელექტრონული მუსიკის გავლენებიც იგრძნობა. რაც მთავარია, cool მუსიკაა.

ვინ არიან?

ჯგუფის ლიდერია რობერტ გლასპერი - პიანისტი, პროდიუსერი და უკიდურესად პატივსაცემი კაცი. ჯერ მარტო, იმდენ მაგარ ტიპთან უმუშავია, რომ მარტო მაგიტომ ღირს მისი ნახვა - კენდრიკთან, კანიესთან, ერიკა ბადუსთან, სტივი უანდერთან... თავისი ალბომებიც ცეცხლივითაა. მოიცა, აი, მოუსმინე:

ეს გლასპერი კარგი, სხვები?

დანარჩენებიდან ყველაზე ცნობილი ტერენს მარტინია - საქსოფონისტი, რეპერი, პროდიუსერი, დრამერი, ბასისტი და კიდევ სხვა ინსტრუმენტებზე დამკვრელი. გლასპერისა არ იყოს, არც მარტინს ჰყავს ურიგო მეგობრები - კენდრიკთან და სტივი უანდერთან მასაც უმუშავია, ასევე სნუპთან, ბასტა რაიმსთან და კიდევ ათას ადამიანთან. კიდევ ჰყავთ ტეილორ მაკფერინი (ბობის უფროსი ვაჟი), რომელიც სინთეზატორებს უკრავს და დროდადრო ბითბოქსინგობს (არაა კარგი ქართული, მაგრამ რა ვქნათ...). კიდევ კრისტიან სკოტი - საყვირის ლომი და სერიოზულად ქულ სათვალეების პატრონი (ტომ იორკის პროექტი რომაა, Atoms for Peace, მანდ უკრავდა). კიდევ ბასისტი დერიკ ჰოჯი და დრამერი ჯასტინ ტეილორი, რომლებსაც ასევე ყველასთან უმუშავიათ (ტიმბალენდთან, კანიესთან...)ყველას გრემის ჯილდოები და ნომინაციები რომ შევკრიბოთ ძალიან ბევრი გამოვა. მართლა. ხუთ წუთს ვაჯამებდი და მერე დამეზარა. რა მნიშნელობა აქვს ზუსტად რამდენია. ბევრია.ხომ გითხარით, სუპერჯგუფია მეთქი. ისერაჯგუფი და ეგეთპონტშიასწორებს ჯგუფი კი არა.აჰა, ტერენს მარტინის ვიდეოც: