მუსიკა | ცა

ერიკა ბადუ 5 სიმღერაში

ერიკა ბადუ საქართველოში თავისი ალტერ-ეგოს, Lo Down Loretta Brown-ის სახელით ჩამოდის. „ლორეტა ბრაუნის“ სეტი ერთგვარი დროში მოგზაურობაა ხოლმე მსოფლიოს გარშემო - ერიკა თავისთვის მნიშნელოვან ძველ და ახალ მუსიკას (ჰიპ-ჰოპს, სოულს, ექსპერიმენტულ მუსიკას, აფროპანკს...) უკრავს ხოლმე და დროდადრო თავადაც მღერის. სეტი, როგორც წესი, ძალიან კარგია. თუმცა, ბევრისთვის ისიც საკმარისია, რომ სცენაზე ცოცხლად ნახოს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშნელოვანი და საინტერესო მუსიკოსი. ერიკა ბადუ 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ქმნის მუსიკას და დღემდე მისი ახალი ალბომები კრიტიკოსების წლის საუკეთესოების სიის სათვეებში ექცევა ხოლმე.

ივლისი 13, 2018

Hello Blog

ერიკა ბადუ საქართველოში თავისი ალტერ-ეგოს, Lo Down Loretta Brown-ის სახელით ჩამოდის. „ლორეტა ბრაუნის“ სეტი ერთგვარი დროში მოგზაურობაა ხოლმე მსოფლიოს გარშემო - ერიკა თავისთვის მნიშნელოვან ძველ და ახალ მუსიკას (ჰიპ-ჰოპს, სოულს, ექსპერიმენტულ მუსიკას, აფროპანკს...) უკრავს ხოლმე და დროდადრო თავადაც მღერის. სეტი, როგორც წესი, ძალიან კარგია. თუმცა, ბევრისთვის ისიც საკმარისია, რომ სცენაზე ცოცხლად ნახოს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშნელოვანი და საინტერესო მუსიკოსი. ერიკა ბადუ 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ქმნის მუსიკას და დღემდე მისი ახალი ალბომები კრიტიკოსების წლის საუკეთესოების სიის სათვეებში ექცევა ხოლმე.

რა ქალია ერიკა? მოდი, ვნახოთ!

1. On & On

ეს ერიკას სულ პირველი სინგლი იყო, რომლითაც მაშინვე ცნობილი გახდა. ჩარტებშიც გამოჩნდა და კრიტიკოსებიც ერთხმად აქებდნენ. პირველი „გრემიც“ ამისთვის აიღო (კიდევ სამი აქვს. ნომინირებული კი 19-ჯერ იყო.) სულ არ ეტყობა, რომ პირველი სინგლია - პირიქით. გამობრძმედილი მომღერლის ნამუშევარი გეგონებათ.

თან, ეს კლიპი - MTV Unplugged-ის შესრულება კარგად აჩვენებს, როგორი კარგია ერიკა ბადუ სცენაზე - ან როგორ მღერის, ან როგორ გამოიყურება, ან როგორ შეუძლია აუდიტორიასთნ კავშირის დამყარება. თუნდაც ის მომენტი რად ღირს, როდესაც “I think I need a cup of tea-ს” იმღერებს და მერე, სიმღერის გაგრძელების ნაცვლად მართლა ჩაის მოსვამს. 

2. Tyrone

აი, რა ქალია ერიკა: მისი პირველი ალბომის, Baduizm-ის წარმატების შემდეგ მან ლაივ ჩანაწერი გამოუშვა, სადაც ძირითადად ამ პირველი ალბომის ტრეკებს ასრულებს. თუმცა, ბოლოსკენ ერთ ახალ სიმღერასაც უკრავს.

აი, ამას, Tyrone-ს, რომელიც ერთგვარი სახუმარო სიმღერაა ბანძ ბოიფრენდზე. როდესაც ვიდეოს შეხედავთ, გახსოვდეთ, რომ დარბაზი სიმღერას პირველად ისმენს. ჰოდა, ნახეთ როგორ ერთვება ყველა პირველივე სიტყვებიდან. მისამღერის ჯერი მეორედ რომ მოდის, ტექსტს უკვე დარბაზი მღერის. როგორია, მსმენელი ასე აიყოლიო სიმღერაზე, რომელსაც პირველად ისმენენ? როგორია და ძალიან რთულია. თუმცა, ერიკას მარტივად გამოსდის.

3. Green Eyes

ერიკა ბადუს რამდენიმე ცნობილ რეპერთან ჰქონდა ურთიერთობა (ამჟამინდელი ბოიფრენდი Jay Electronica-ა, რამდენიმე წელი Common-თან ერთად იყო, მეორე შვილი ლეგენდარულ D.O.C.-სთან ერთად ყავს), თუმცა ყველაზე ხმაურიანი მაინც მისი და ანდრე 3000-ის სიყვარული იყო.

სწორედ მათი განშორების შესახებ დაწერა ანდრემ Outkast-ის Ms. Jackson. ერიკას Green Eyes ასევე მაგდროინდელია. ამ ათწუთიან, სამნაწილიან სიმღერაში ერიკა ურთიერთობის სხვადასხვა ფაზებს აღწერს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა სიმღერიდან ესაა: “My eyes are green because I eat a lot of vegetables/It don’t have nothin’ to do with your new friend.” სიტყვების ჭკვიანური თამაშია - მწვანე ინგლისურში ეჭვიანობის ფერია, ერიკა კი ამბობს, ეჭვიანობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ბევრ ბოსტნეულს ვჭამო (ერიკა ბადუ ვეგანია). ისე, სინამდვილეში მომღერალს უფრო ყავისფერი თვალები აქვს.

4. Telephone

ერიკას რამდენიმე საუკეთესო სიმღერა, მათ შორის Didn't Cha Know? ლეგენდარული პროდიუსერის, J Dilla-ს გაკეთებულია.

თუმცა, მათ საქმიანი ურთიერთობის გარდა ნამდვილი მეგობრობაც აკავშირებდათ. ეს სიმღერა სწორედ „დილას“ ეძღვნება, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა. სიმღერის დაწერა ერიკა ბადუს J Dilla-ს დედის მიერ მოყოლილმა ამბავმა შთააგონა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დილას სიზმარი უნახავს, სადაც Ol’ Dirty Bastard (რომელიც უკვე 2 წლის მკვდარი იყო) მას სახლის გზას ასწავლიდა.

5. Love of My Life

ერიკა ბადუს მიერ ამ სიმღერის სათაურში ნახსენები სიყვარული ვინმე კონკრეტული ადამიანი კი არა, არამდე ჰიპ-ჰოპია - დაახლოებით იმას გავს, ქართველი რომანტიკოსი პოეტები რომ „მიჯნურში“ სამშობლოს გულისხმობდნენ.

Love of My Life ერთგვარი გაგრძელებაა ერიკას იმდროინდელი ბოიფრენდის, Common-ის სიმღერისა, I Used to Love H.E.R., სადაც ჰიპ-ჰოპი ასევე სატრფოდაა წარმოჩენილი. „Whenever I got lonely Or needed some advice He gave me his shoulder His words were very nice But that is all behind me 'Cause now there is no other My love is his and his is mine A friend became the...“ - მღერის ერიკა და იქვე აყოლებს - Love of my life.

ავტორი: ნიკო ნერგაძე