მუსიკა | ცა

ARCHIVE - 18 ივნისს, Tbilisi Open Air-ზე

“დღის მთავარი ჰედლაინერის – ჯგუფი ARCHIVE-ის გამოჩენისას თუ მივხვდი რა აურაცხელი არმია შეკრებილა თბილისის ზღვის ველზე. ჯგუფი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და გულშემატკივრების მოლოდინიც სრულიად გაამართლა. შოუ საათზე მეტი გაგრძელდა და ყველა ცნობილი ჰიტი მოიცვა.  მსგავსი ერთხმიანი “განმუხტვა” ნამდვილად ღირს დასა-არქაივ-ებლად! ქართველი გულშემატკივრებით ამაყი ბენდის წევრები დაგვპირდნენ სამომავლო ვიზიტს საქართველოში.” - Tbilisi Open Air 2015-ის არქივებიდან.

ივნისი 15, 2017

Hello Blog

“დღის მთავარი ჰედლაინერის – ჯგუფი ARCHIVE-ის გამოჩენისას თუ მივხვდი რა აურაცხელი არმია შეკრებილა თბილისის ზღვის ველზე. ჯგუფი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და გულშემატკივრების მოლოდინიც სრულიად გაამართლა. შოუ საათზე მეტი გაგრძელდა და ყველა ცნობილი ჰიტი მოიცვა.  მსგავსი ერთხმიანი “განმუხტვა” ნამდვილად ღირს დასა-არქაივ-ებლად! ქართველი გულშემატკივრებით ამაყი ბენდის წევრები დაგვპირდნენ სამომავლო ვიზიტს საქართველოში.” - Tbilisi Open Air 2015-ის არქივებიდან.

პირობას ასრულებენ და ორი წლის შემდეგ კვლავ ბრუნდებიან, კვლავ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე, თუმცა ამჯერად უკვე ლისის “საოცრებათა ქვეყანაში”.

Tbilisi Open Air 2015 © გიორგი ინდუაშვილი

ბრიტანული როკ-ჯგუფის ამბავი 1994 წელს, ლონდონში იწყება. პროექტის სათავეში Darius Keeler და Danny Griffiths დგას. კარიერის დასაწყისში, დეტროიტული House-მუსიკით არიან გატაცებული და ცდილობენ რაღაც საკუთარი შექმნან ამ ჟანრში. თუმცა, ელექტრონული მუსიკის თვალსაზრისით, მათი წამოწყება არ ამართლებს. 

დიდი ძალისხმევისა და სტუდიური მუშაობის შედეგად, 1996 წელს Archive უშვებს თავის პირველ ალბომს Londinium. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი მსხვილ ლეიბლზე გამოდის, მას არანაირი სარეკლამო მხარდაჭერა არ მოჰყვება. 

Keeler & Griffiths

სამი წლის შემდეგ, გამოდის მეორე LP - Take My Head , რომელსაც თავად ჯგუფი ყველაზე წარუმატებელ ნამუშევრად მიიჩნევს პროდიუსერებთან დაკავშირებული გაუგებრობების გამო.

მესამე ალბომზე - You All Look the Same to Me (2002), ჯგუფს ახალი ვოკალისტი - Craig Walker უერთდება Power of Dreams-დან. სწორედ აქედან იწყება Archive-ის წარმატების ისტორიაც. ალბომი ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, ხოლო მისი გამხსნელი კომპოზიცია - “Again” დღემდე ჯგუფის აუკეთესო ჰიტებს შორისაა.  

© ARCHIVE

2004 წლის გაზაფხულზე, გამოდის Noise, რომლის გულწრფელობა და ენერგიულობა უბრალოდ თავბრუდამხვევია. სიმღერა “Fuck U”-ს მომავალში თავად Placebo გადაამღერებს. ამ ალბომის გამოსვლის შემდეგ, ჯგუფს მთელი მოსფლიო აღიარებს, მათ შორის კი კვენტინ ტარანტინო და Muse-ის მუსიკოსებიც.

2014 წლის მაისში გამოსცემენ მე-8 ალბომს - AXIOM, რომლის ყველა კომპოზიცია “საუნდტრეკ”-ად მიყვება იგივე სახელწოდების მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელშიც ალბათ ყველაზე ნათლად ჩანს ჯგუფის მთელი ფილოსოფია - უმღეროს მათ, ვინც არ ემორჩილება “დიდ ზარს” და ამ სიმღერებითვე გამოარჩიოს ყველა “მრუდე ანგელოზი”. 

ბრიტანეთის საოცრად მდიდარი მუსიკალური სცენის ფონზეც კი Archive დღემდე განსაკუთრებულ მოვლენად რჩება. Keeler-ისა და Griffiths-ის მოკრძალებული პროექტი უკვე 12-კაციან „ორკესტრ“-ად წარმოგვიდგება, რომელიც თავის შემოქმდებაში მუსიკის მთელ სამყაროს იტევს, პროგრესული როკიდან, თუ შუგეიზიდან დაწყებული სხვადასხვა ელექტრონული ხრიკებით დამთავრებული. უცნაურია, შინაურ ინგლისთან შედარებით, პოპულარობა უფრო კონტინენტურ ევროპაში აღეინიშნებათ, მათ შორის - საქართველოშიც. ბოლოს და ბოლოს, თავად ვხდებით მომსწრენი, როგორ ელოდება ქართველი მსმენელი მათ დაბრუნებას!

ბოლო დროს, Archive გიჟური ტემპებით მუშაობს, თუმცა, ამ ტემპებს სულაც არ ეწირება შექმნილი კომპოზიციების ხარისხი. ყველაზე აქტუალური ამჟამად, მათი ბოლო ალბომი The False Foundation-ია, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამოსცეს.

Archive-ის დამფუძნებელი წევრი, Darius Keeler ამბობს: “ვფიქრობ, იმის გააზრებაც კი, რომ მე -10 ალბომზე ვმუშაობდით, ამ მოვლენას ერთგვარი კქვაკუთხედის მნიშვნელობით მუხტავს... ჯგუფის ისტორია ქაოტურ მოგზაურობას ჰგავდა. ყველაზე უცნაური გზების გავლა მოგვიწია იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. ამან ახალ ალბომზეც იქონია გარკვეული გავლენა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის, ეს ჩვენი საყვარელი ნამუშევარია.

სწორედ ეს ალბომი მისცემს ტონს Tbilisi Open Air-ის დასკვნით დღეს, 18 ივნისს.  

ტესტი - ნინო კაკიაშვილი