კულტურა

10 საინტერესო ფაქტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმდენად ნაცნობი და მნიშვნელოვანი ადგილია ჩვენთვის, რომ მისი ისტორია თუ უბრალო, ყოველდღიური ამბები ყოველი კუთხიდან გვესმის. თუმცა, უნივერსიტეტისადმი ამ სიახლოვის მიუხედავად, მაინც არსებობს მასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებაც არ გვსმენია:

მაისი 05, 2018

Hello Blog

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმდენად ნაცნობი და მნიშვნელოვანი ადგილია ჩვენთვის, რომ მისი ისტორია თუ უბრალო, ყოველდღიური ამბები ყოველი კუთხიდან გვესმის. თუმცა, უნივერსიტეტისადმი ამ სიახლოვის მიუხედავად, მაინც არსებობს მასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებაც არ გვსმენია:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ცნობილი ქართველი ისტორიკოსები მონაწილეობდნენ.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება ივანე ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სხვა თანადმფუძნებლებიც ჰყავდა.

1917 წელს, როდესაც ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებული გეგმის რეალური განხორციელება დაიწყო, პეტერბურგში, თავის ბინაში შემოიკრიბა ამ იდეით დაინტერესებული ცნობილი ქართველი ისტორიკოსები: ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, დიმიტრი უზნაძე, პეტრე მელიქიშვილი, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე და გიორგი ახვლედიანი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების იდეის მთავარი მოწინააღმდეგე - რუსეთი.

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

იმ პერიოდში, როდესაც თბილისში უნივერსიტეტის დაარსების იდეა გაჩნდა, რუსეთში იმაზე ფიქრობდნენ თუ როგორ შეეშალათ ხელი ამ გეგმისთვის.

“რა საჭიროა ქართული უნივერსიტეტის დაარსება, როცა ჯერ რუსული უნივერსიტეტი არ არსებობს?”,-ასე მიაჩნდათ მაშინ რუსეთში.

ამიტომ პირდაპირ “ურჩევდნენ” ქართველებს, რომ სანამ ქართულ უნივერსიტეტს დაარსებდნენ, პირველ რიგში რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე ეზრუნათ. შალვა ნუცუბიძე იხსენებს:

“მზრუნველი კილოთი გვირჩევდნენ, ხელი აგვეღო იმ უიმედო საქმის დაწყებაზე, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი ეწოდებოდა. ქართულ ენას არ ააქვს არც მეცნიერული ტერმინოლოგია, არც მეცნიერული ტრადიცია, ყველა ამის შექმნა არა თუ ძნელი, უიმედო საქმეაო- გვეუბებოდა ეს გულშემტკივარი ხალხი".

ივანე ჯავახიშვილი რექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.     

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

1919-1926 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი იყო. თუმცა საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, რექტორობა აუკრძალეს. მას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა უფლება, თავისივე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციები წაეკითხა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორების და სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

წყარო: tsu.edu.ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში მისი გახსნისას 18 ლექტორი და 400-მდე სტუდენტი სწავლობდა. ამჟამად კი მას 3275 პროფესორი და 22 000-მდე სტუდენტიჰყავს, რაც ლექტოების თავდაპირველ რაოდენობას დაახლოებით 180-ჯერ, ხოლო სტუდენტებისას დაახლოებით 55-ჯერ აღემატება.

სიბრძნისმეტყველება - პირველი ფაკულტეტი

1917 წელს გადაწყდა რომ უნივერსიტეტის პირველი და ერთადერთი - სიბრძნისმეტყველების ანუ ფილოსოფიის ფაკულტეტი შეიქმნებოდა. ფაკულტეტი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდა: მათემატიკას, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

 უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ომში მონაწილეობდნენ.

წყარო: damoukidebloba.com

1921 წლის 21 თებერვალს, როდსაც საბჭოთა არმია თბილისის საზღვრებს მოადგა, უნივერსიტეტის ეზოში ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმდროინდელმა რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდა.

"ყოველ ჩვენგანს, მეტადრე მოხუცებულებს, უნდა ახსოვდეს, რომ "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა". ძველმა თაობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტურფა საბაღნარო ტურფა საბაღნაროდ დარჩეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ახალი, კარგად მომზადებული კადრების შექმნით, რომლებიც არა თუ ჩამოუვარდებიან ამ ძველ თაობას, არამედ ძველ თაობაზე უკეთესები იქნებიან".

სტუდენტებს შორის მარო მაყაშვილიც იყო, რომელიც საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

წყარო: რადიო "თავისუფლება"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მყინვარწვერი დაიპყრეს. 

1923 წელს მთამსვლელების ჯგუფმა, რომლის უმეტესობასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ მყინვარწვერი დაიპყრეს. მათ შორის ხუთი ქალი იყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია რეგიონში.   

წყარო: tsu.edu.ge

დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2 %-ში შედის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 85-მდე კვლევითი ლაბორატორია ფუნქციონირებს.     

წყარო: on.ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დღეისათვის 85-მდე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია ემსახურება, მათ შორის ფაბლაბი, სმარტლაბი, ბლუმბერგის ლაბორატორია, ატმოსიმლაბი და სხვა.

ეროვნულმა ბანკმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

წყარო: marketer.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის მთავარ კომპოზიციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს.