კულტურა

„აქ შენი ადგილია“ - ლადო წიბახაშვილის თამაშების კლუბი

“ერთხელ ამოხსნილი ამოცანა საინტერესო აღარ არის. უფრო მიმზიდველი ახალი ფორმულების მოგონებაა”, - ფორმულები კი იმაზე კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ლადო წიბახაშვილის კოლექციაში ახალ-ახალი რუბიკის კუბიკები. წელს, საქართველოში რუბიკის კუბიკის უკვე მეორე ჩემპიონატი გაიმართება. როცა “რაღაცა ამოუხსნელს ხსნი” - ამ აკვიატებამ მალე მის კოლექციებს 100-ზე მეტი სამაგიდო თამაში, ბოლოს კი “წიბახა გეიმ კლუბი” შემატა.

აპრილი 20, 2018

Hello Blog

სალონურ სივრცეს, სადაც ადამიანები არა მხოლოდ თამაშობენ, არამედ მეგობრდებიან კიდეც, ბევრი ერთგული სტუმარი ჰყავს, რომლებიც თამაშ-თამაშით ფაქტობრივად უკვე მასპინძლებად იქცნენ. თამაშები, რომლებიც გახალისებს, გასწავლის წაგებასთან შეგუებას და მოგების მეტ სურვილს გიჩენს, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. თუმცა, მთავარი რაც წიბახასთან ხალხს აერთიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ურთიერთობაა.

აქ ძნელად თუ იპოვი თავისუფალ მაგიდას, მაგრამ აუცილებლად შეამჩნევ ადამიანებს რომლებიც სავსე მაგიდების ირგვლივ დგანან, აკვირდებიან და გულშემატკივრობენ მოთამაშე მეგობრებს.

„სასიამოვნოა შენნაირ ხალხთან ერთად ყოფნა და შეგრძნება იმისა, რომ აქ შენი ადგილია“ - ამბობს ლადო

„ცხოვრებაც თამაშიაო“ და წიბახასთვის კავშირი თამაშებსა და რეალობას შორის ნამდვილად დიდია:

 „როცა აკვირდები სხვის თამაშს, როცა ცდილობ გამოიცნო მისი მოქმედებების შინაარსი, ამ დროს სწავლობ მის ფსიქოლოგიას და უფრო კარგად ეცნობი თუნდაც დიდი ხნის მეგობარს, ვიდრე მანამდე იცნობდი. ძალიან ხშირად გამომადგა თამაშის გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობაში“ - ლადო წიბახაშვილი

ლადომ, რომლისთვისაც ბეგობრებთან ერთად გართობა ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო, წიბახას კლუბით გაზარდა „სამეგობრო“ და შექმნა საზოგადოება, რომლისთვისაც უწყინარი თამაშები არა უბრალოდ თავშესაქცევი, არამედ სიხარულისა და სიცილის მომტანია.

ასე რომ, გელოდება წიბახას თამაშების კლუბი. აქ შენი ადგილია!

ავტორი: ქეთი რაზმაძე

ფოტოები: სერა ძნელაძე