ბიზნესი

თიბისი ლიზინგი სტარტაპერისთვის

„თიბისი ლიზინგი“ სტარტაპერებს დაფინანსებას სთავაზობს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე, სალომე ჭუბაბრია ამბობს, საამისოდ დაგროვილი ბრუნვა ან გამოცდილება სავალდებულო არ არის. მისივე თქმით, შესაძლებელია სტარტაპების საწყის ეტაპზევე დაფინანსება.

აპრილი 05, 2018

Hello Blog

„თიბისი ლიზინგი“ სტარტაპერებს დაფინანსებას სთავაზობს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე, სალომე ჭუბაბრია ამბობს, საამისოდ დაგროვილი ბრუნვა ან გამოცდილება სავალდებულო არ არის. მისივე თქმით, შესაძლებელია სტარტაპების საწყის ეტაპზევე დაფინანსება.

სალომე ჭუბაბრია: „თიბისი ლიზინგი“ სტარტაპებს წლების განმავლობაში აფინანსებს. კომპანიის ერთ-ერთი მისია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში მონაწილეობაა. ჩვენს შემთხვევაში ეს ახალი ბიზნესების ფულადი სახსრებით უზრუნველყოფით გამოიხატება, რათა მათ საჭირო ძირითადი საშუალებების: მანქანა-დანადგარების, ტექნიკისა თუ აღჭურვილობის შეძენა შეძლონ.

ვის შეუძლია ისარგებლოს „თიბისი ლიზინგის“ ამ მომსახურებით?

ყველას, ვისაც გააჩნია ბიზნეს იდეა, გარკვეული ცოდნა/გამოცდილება შესაბამის სფეროში, იცნობს საქართველოს ბაზარს და აქვს გარკვეული თანხა თანამონაწილეობისთვის, შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენი პოტენციური კლიენტი. სტარტაპების დაფინანსებისას „თიბისი ლიზინგს“ არ აქვს შეზღუდვები: ვაფინანსებთ კომპანიებს, რომლებიც ფეხს იდგამენ წარმოების, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, გზის მშენებლობისა და კიდევ მრავალ სექტორში.

კონკრეტულად რას სთავაზობთ სტარტაპერებს?

მას შემდეგ, რაც „თიბისი ბანკმა“ წარმატებით „გაუშვა“ პროგრამა „სტარტაპერი“, ჩვენც, რა თქმა უნდა, აქტიურად ჩავერთეთ პროექტში. დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა და დღემდე ერთად ვცდილობთ სტარტაპ მიმართულების განვითარებას. „თიბისი ლიზინგის“ დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი არ არის, კომპანიას დაგროვილი ქონდეს ბრუნვა ან გამოცდილება. შესაძლებელია სტარტაპების დაფინანსება საწყის ეტაპზევე – 0 თვიდან. ასევე, ჩართულები ვართ სახელმწიფო პროგრამებში და წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სტარტაპებს ვთავაზობთ სუბსიდირებას.

რა ბენეფიტებს მიიღებენ სტარტაპერები თუ არჩევანს „თიბისი ლიზინგზე“ შეაჩერებენ?

ლიზინგის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ისაა, რომ დამწყებ კომპანიას არ სჭირდება უძრავი ქონება, რადგან ლიზინგით დასაფინანსებელი აქტივი (მანქანა-დანადგარი იქნება ეს თუ სხვა რამ), თვითონაა უზრუნველყოფის საგანი. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს დიდი ექსპერტიზა აქტივებში და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მწარმოებელთან თუ დილერთან. ეს გვაძლევს საშუალებას, სწორი მიმართულება მივცეთ დაინტერესებულ კომპანიებს და ერთად მივიღოთ მათი ბიზნესისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება, ვაანალიზებთ აქტივის სამომავლო ეფექტიანობას და მის ლიკვიდურობას. ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთან, ტექნიკას რეგულარულ მონიტორინგს ვუწევთ და მთელი გუნდით ვცდილობთ, მომხმარებლებს სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ.

ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია. სტარტაპერებს ამავე სერვისს და მრავალფეროვან პირობებს სხვა ფინანსური ორგანიზაციებიც სთავაზობენ . . .

„თიბისი ლიზინგი“ ბაზარზე უკვე მე-15 წელია ოპერირებს და ამჟამადაც ინარჩუნებს მოწინავე ადგილს 70%-იანი წილით, რაც ნიშნავს დიდ გამოცდილებას, ბევრ ბიზნესთან შემხებლობასა და პროფესიონალ გუნდს. მრავალწლიანი პარტნიორობა ტექნიკის თუ დანადგარების მომწოდებლებთან, ორივე მხარეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ექსპერტიზა სტარტაპებს გავუზიაროთ.

რატომ გადაწყვიტეთ ასეთი პირობები შეგეთავაზებინათ სტარტაპერებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის მხრიდან ხელშეწყობა?

ლიზინგი, მსოფლიოს მასშტაბით, ეკონომიკური წინსვლის კატალიზატორია. არც საქართველო უნდა იყოს ამ მხრივ გამონაკლისი. აუცილებელია, რომ პერსპექტიულ იდეებს მხარდაჭერა ჰქონდეს. ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი დაფინანსებული სტარტაპებითა და მათი შედეგებით. „თიბისი ლიზინგისთვის“ მნიშვნელოვანია სტარტაპების დაფინანსების, როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და ახალგაზრდა კრეატიული ადამიანების განვითარების ჭრილში განხილვა. სწორედ ამიტომ, არის ეს მიმართულება ჩვენთვის ასეთი ღირებული. „თიბისი ჯგუფში“ ერთხმად ვთანხმდებით და დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი გეზი გვაქვს აღებული. რა თქმა უნდა, ალტერნატიული დაფინანსების წყაროებისა და საბანკო სექტორის მხარდაჭერის გარეშე, ბევრი სტარტაპერი ვერ შეძლებს განვითარებას, ეს კი, ჩვენი აზრით, დაკარგული შესაძლებლობებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ფინანსური ინსტიტუტი და სხვა ტიპის ორგანიზაცია ჩაებას დამწყები ბიზნესების ხელშეწყობაში.

ავტორი: marketer.ge