ცისფერი მთები

ღუდაური

გუდაური- სიტყვა

თებერვალი 07, 2018

Hello Blog

გუდაური- სიტყვა

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქართულ ენაში უცხოური გავლენის წყალობით ტოპონიმის სახელი შეცვლილა. კაცმა არ იცის, რა ეშველებოდა ქვეყნის ზამთრის ტოპ კურორტის „ბრენდნეიმს“ მას რომ ორიგინალი, არქაული სახელი შეენარჩუნებინა. შაბათ-კვირის გატარება მრავალ თბილისელს უკვე მსოფლიოში ცნობილ კურორტ „ღუდაურში“ მოუწევდა. საკითხავია ღუდაურა ისეთივე წარმატებით შეძლებდა დამსვენებლებისთვის „კარგი აურის“ შექმნას? პრინციპში ინგლისურეონვანი სტუმრებისთვის შეძლებდა, აი ქართველებს კი ღ-ნარევ კურორტზე მოუწევდათ დასვენება.

ფოტო: ჰენრი ნორმანი

ღუდას ხატი

გუდაურის ისტორია მჭიდრდოდაა დაკავშირებული ჯვრის უღელტეხილსა და საქართველოს სამხედრო გზასთან.

ადგილობრივების გადმოცემით სახელი გუდაურის წარმომავლობა ღუდას ხატს და ღუდას მთას უკავშირდება. როგორც ჩანს, სხვა მთიანი რეგიონების მსგავსად, ჯვირს უღელტეხილის მიმდებარედ ხატი მდგარიყო, ხოლო მის უკან აღმართულ მთას ღუდა ეწოდებოდა (დღეს მწვერვალი დედაენა). ღუდა ოსურ-ქართულ სამთო მითოლოგიაში ღვთაებას წარმაოდგენდა.

ჯვრის უღელტეხილი

ამ ადგილზე ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა, მას ალანების კარად მოიხსენიებდა. ჯვრის უღელტეხილი და დარიალის ხეობა ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის მთავარ დამაკავშირებელ არხს წამოადგენდა. ეს ადგილები ქართულ-ოსური ურთიერთობის ხანგრძლივი სიტორიის მოწმეცაა და ორივე მხარისთვის გეოგრაფიულად უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.

მეფე ვახტანგ VI-ს რუსებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად და გადაადგილების გასაადვილებლად ჯვრის უღელტეხილის “ბიდარა“ დაუდგენია. დღეს ეს სახელი ყველა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულმა იცის, რადგან იგი სწორედ იმ მთას ჰქვია, რომელიც ჯვრის უღელტეხილს გადმოჰყურებს, თუმცა ადრე ბიდარა ის ადამიანი იყო, რომელსაც ხაზინა ფულს იმაში უხდიდა, რომ ჩრდილოეთიდან წამოსულისთვის სამხრეთში გადმოსასვლელად დახმარება გაეწია.

ავტორი : ნიკა ლებანიძე

გუდაური-ვულკანი?!

გუდაური იმთავითვე (Few million years BC) განსაკუთრებული ადგილი იყო. მთელს კავკასიონზე რთულია ვიპოვოთ გუდაურივით გადაშლილი უზარმაზარი ფერდი, რომელიც სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე მზეს ეფიცხება და თან უხვთოვლიანობითაც გამოირჩევა (სამწუხაროდ გლობალურმა დათბობამ ზიანი მასაც მიაყენა). ამის მიზეზი რეალურად ის არის, რომ გუდაური მთლიანად ვულკანურ ფერდობზე მდებარეობს. ვულკანი, რომელიც სავარაუდოდ კუდებსა და საძელეს შორის იფრქვეოდა ლავას სამხრეთ-დასავლეთით უშვებდა. სწორედ ამიტომ გუდაურის ფერდები მეტ-ნაკლებად თანაბარი დახრილობით გამოირჩევა და იდეალურია სამთო-სათხილამურო კურორტისთვის.

ავტორი : ტერო რეპო

გუდაური-კურორტი

ეს ფერდები 1970-იანი წლების მიწურულს, პირველად, ახალგაზრდა სამთო პიონერებმა აარჩიეს სათხილამუროდ. სანამ გუდაურში საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა შეიქმნებოდა, 70-იანები წლების მიწურულს უკვე არსებობდა საბჭოთა საბაგირო, რომლის კვალიც დღეს რთული საპოვნელია.

კურორტი, რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ ააშენა ოფიციალურად 1988 წელს გაიხსნა. ამ ფაქტში საინტერესო სწორედ ისაა, რომ გუდაური იყო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, სადაც უცხოური კომპანია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მუშაობდა. კურორტზე აშენდა პირველი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო „მარკო-პოლო“.

დროთა განმავლობაში კურორტმა თავის თავზე მრავალი სოციალური პასუხისმგებლობაც აიღო. განსაკუთრებით ამის საჭიროება 90-იან წლებში დადგა, როდესაც სამოქალაქო და საგარეო ომებისგან დაუძლურებულ ქვეყანას  მატერიალური რესურსი აღარ გააჩნდა.გუდაურში დასაქმდნენ ადგილობრივები, რომლებიც საცხოვრებლით იყვნენ უზრუნველყოფილები. „მარკო-პოლოს“ მედ-პუნქტი ზამთარში, როდესაც გადაადგილების პრობლემა იქმნებოდა, ხშირად ემსახურებოდა როგორც სტუმრებს, ასევე გუდაურის მაცხოვრებლებს. კურორტის კუთვნილ ინფრასტრუქტურაშივე იყო მოწყობილი სკოლა და ბაგა-ბაღი, რომლებშიც არაერთი თაობა გაიზარდა. გუდაური იყო უჩვეულო ინტერაქციის ადგილი დასავლეთ ევროპელებსა და ადგილობრივ ქართველებს შორის. პირველად ჩამოსული ავსტრიელი, გერმანელი თუ შვეიცარიელი სტუმრები კურორტს შემდგომ რეგულარულად სტუმრობდნენ და თავადაც ეხმარებოდნენ ადგილობრივებს. ეს ურთიერთობა დღესაც არ დაკარგულა და კონტაქტი შენარჩუნებულია.

2007-08 წლიდან გუდაურის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ამ პერიოდში სახელმწიფომ გადაწყვიტა კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ეზრუნა, 2013 წლის მაისში შეიქმნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს. მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგა  ინფრასტრუქტურულ საფუძვლიან განახლებას. ამ პერიოდში გუდაურში განახლდა ერთი და აშენდა სამი ახალი საბაგირო, ხოლო მომავლისთვის კურორტის გაფართოება კობის ხეობის მიმართულებით იგეგმება.

ავტორი : ტერო რეპო

დასკვნა

ამგვარად, სამი ათწლეული წლის წინ ადგილი, რომელიც მხოლოდ ღვთაებების და ხატების სამყოფელს წარმოადგენდა გადაიქცა საერთაშორისო დონის, სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდ ზამთრის კურორტად. საქართველო 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის პრეტენდენტობას აპირებს, ვინ იცის რა მასშტაბებს მიაღწევს გ(ღ)უდაური ამ დროისთვის?!

#ამოდი

ავტორი : გურო ვაშაყმაძე