ბიზნესი

"TRAVEL GUIDE"

მოგზაურობა ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების მიღების საშუალებაა. სიამოვნებას, რომელსაც მოგზაურობისგან ვიღებთ, ლამაზი ხედები და იმ ადგილების მნიშვნელობა განაპირობებს, სადაც ვიმყოფებით. ხშირად ვერ ვახერხებთ სასურველი რაკურსიდან ვნახოთ სასურველი პეიჟაში, გიდიც არ იმყოფება ახლომახლო, რომ იმ ადგილის მნიშვნელობა, ისტორია დაგვანახოს სადაც ვართ.

ივნისი 07, 2017

Hello Blog

მოგზაურობა ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების მიღების საშუალებაა. სიამოვნებას, რომელსაც მოგზაურობისგან ვიღებთ, ლამაზი ხედები და იმ ადგილების მნიშვნელობა განაპირობებს, სადაც ვიმყოფებით. ხშირად ვერ ვახერხებთ სასურველი რაკურსიდან ვნახოთ სასურველი პეიჟაში, გიდიც არ იმყოფება ახლომახლო, რომ იმ ადგილის მნიშვნელობა, ისტორია დაგვანახოს სადაც ვართ.

წარმოიდგინეთ ტურისტი წყვილის შთაბეჭდილებები მუშტაიდის ბაღის დათვალიერების შემდეგ, როდესაც ისინი შეიტყობენ, რომ ამ ბაღს დიდი სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად. მირ-ფეთე-აღა სეიდ მუშტაიდის სტამბულის ტყვეთა ბაზარში უნახავს ქართველი ქალი ნინო, რომელიც იმდენად მოსწონებია, რომ ტყვეობიდან გამოუსყიდია, ცოლად შეურთავს და მასთან ერთად თბილისში გადმოსახლებულა საცხოვრებლად. ნინოს გარდაცვალების შემდეგ მირ-ფეთე-აღა სეიდ მუშტაიდს მისი საფლავის ირგვლივ ულამაზესი ბაღი გაუშენებია. სწორედ ის ბაღი, რომელიც დღეს მუშტაიდის ბაღად იწოდება.

იმისათვის, რომ მოგზაურობამ არ დაკარგოს შემეცნებითი ხასიათი და იმ ადგილის მნიშვნელობამ, რომელშიც ვიმყოფებით, მეტი ემოცია და დადებითი განწყობა მოგვიტანოს, შეიქმნა “Travel Guide”. სტარტაპი, რომელიც გაძლევთ საშუალებას სპეციალური აპლიკაციის დახმარებით მივიღოთ კონკრეტულ ტურისტულ ობიექტზე ინფორმაცია სამ ენაზე აუდიო სახით და დავათვალიეროთ ამ ობიექტის ფოტოსურათები.

გუჯა ნარიმანაშვილი „Travel Guide-ის“ დამფუძნებელი: „ ჩვენ შევქმენით აპლიკაცია, რომლის გადმოწერაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის იყოს ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ინფორმაციის მიღება სამ ენაზეა შესაძლებელი, რომელიც არა მარტო ტურისტულ ადგილებს, არამედ „ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის“ ისტორიასა და ექსპონატებსაც შეეხება“.

 შემოქმედებითობა სულაც არ გულისხმობს სრულიად განსხვავებული უნარის ქონას. საკმარისია საკუთარი ცოდნების კომბინირებით სრულიად ახალი, განსხვევბული და ბაზარზე მოთხოვნადი მომსახურების შექმნა.

გუჯა: „ 2008 წლიდან ტურისტულ ბიზნესში ვარ, მაქვს მარკეტინგსა და ივენთ მენეჯმენტში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. მიყვარს ხალხური სიმღერა, მაქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია და საკმაოდ კარგად მესმის ეს სფერო. როდესაც შევიტყვე „სტარტაპ მარანის“ შესახებს, რომელიც საშუალებას იძლეოდა საკუთარი იდეები პოტენციური ინვესტორებისთვის შეგეთავაზებინა, გამიჩნდა აზრი, რომ ჩემი ცოდნა გამეერთიანებინა და უნიკალური პროდუქტი შემომეტანა ბაზარზე.“ გუჯა: „2015 წელს „სტარტაპ მარანის“ კონკურსის ფინალში გამოვედი. სტარტაპის პრეზენტაცია პირველად გავაკეთე ინვოსტორების წინაშე და დიდი უკუკავშირიც მივიღე, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა იდეის წარმატებაში. შემდეგ იყო „ჯეოლაბი“, რომელმაც სამი სტარტაპი შეარჩია. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი, ვინც მათთან აქსელერაციის პროგრამა გაიარა და საუკეთესო სტარტაპებთან ერთად მოვხვდით ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში საბოლოოდ იდეამ ბიზნესმოდელის სახე მიიღო, მისი რეალიზაციისთვის დამჭირდა საკუთარი დანაზოგის საქმეში ჩადება და გარდა ამისა, სხვა პარტნიორებიც შემოვიერთე, რომელთა ნაწილი ინვესტიციის, ნაწილი კი შრომითი რესურსით შემოვიდა საქმეში“. როდესაც ბიზნესკონცეფცია ოპტიმალურია, ფინანსური და ადამიანური რესურსი ზურგს უმაგრებს, მისი ამუშავება და მასშტაბების ზრდა გარდაუვალია, რაც მხოლოდ და მხოლოდ დროის საქმეა.

გუჯა: „აპლიკაცია დიდ წილად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი, თუმცა ვაპირებთ მომავალში ქართველი ტურისტების ინტერესებიც ფართოდ გავითვალისწინოთ. ჩვენ გვინდა ქართველ ტურისტებს, რომლებიც საზღვარგარეთ გადაწვეტენ მოგზაურობას, ჩვენი აპლიკაციის დახმარებით შეეძლოთ მსოფლიოს ტურისტული სანახაობების შესახებ ინფორმაციის მიღება.“

ავტორი: ილია ნიკაჭაძე

www.4motivi.ge

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენ