ბიზნესი

ინოვაციები ბიზნესისთვის

თიბისი გალერეაში შეკრებილმა ადამიანებმა პირველებმა შეიტყვეს იმ ინოვაციური სერვისების და პროდუქტების შესახებ, რომელიც მათ თიბისი ბანკის მენეჯმენტმა წარუდგინა.

მაისი 30, 2017

Hello Blog

თიბისი გალერეაში შეკრებილმა ადამიანებმა პირველებმა შეიტყვეს იმ ინოვაციური სერვისების და პროდუქტების შესახებ, რომელიც მათ თიბისი ბანკის მენეჯმენტმა წარუდგინა.

ბანკში ანგარიშის გახსნა ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. თუ თქვენ ბიზნესში ხართ ჩართული ან აპირებთ, რომ მომავალში წამოიწყოთ თქვენი საკუთარი საქმე, ეს სიახლე აუცილებლად დაგაინტერესებთ.

ანგარიშის ონლაინ გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონშიც კი, მხოლოდ თიბისიშია შესაძლებელი. ამაში ვებგვერდი www.businessregistration.ge დაგეხმარებათ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის სასიამოვნო გარემოში ზიხართ, ლეპტოპით ხელში და ზუსტად 5 წუთი გჭირდებათ იმისთვის, რომ ბანკმა ანგარიში გაგიხსნათ და ინტერნეტბანკშიც დაგარეგისტრიროთ.

ფილიალში მისვლა, საცობში დროის დაკარგვა, რიგში დგომა და შემდეგ გრძელი კითხვარის შევსება საჭირო აღარ არის. ეს დრო შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრს მოახმაროთ.

მას შემდეგ რაც ანგარიშს გახსნით და ფორმალობებს დაასრულებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.businessmap.ge და ზუსტად გაიგოთ თქვენს ბიზნესსფეროში მოღვაწე კომპანიების შესახებ ყველაფერი რაც გაინტერესებთ.

ეს უნიკალური ონლაინ ჰაბი თიბისი ბანკმა შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული დიდი მოცულობის ინფორმაციის საფუძველზე შექმნა. თქვენ არა მარტო სრულფასოვან მოკვლევას გააკეთებთ, არამედ შეგიძლიათ შეედაროთ თქვენს კონკურენტებს, ისეთ მონაცემებში, როგორიცაა შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა თუ ხელფასები.

აქაც შეგიძლიათ კონკრეტული ლოკაცია აიღოთ შედარებისთვის, ან მთელი საქართველოს მასშტაბით გაიგოთ რა ხდება თქვენს სფეროში.

და ბოლოს, როცა ბიზნესანალიტიკას მორჩებით, შეგიძლიათ უბრალოდ შეხვიდეთ www.tbcbusiness.ge -ზე, სადაც წაიკითხავთ საინტერესო სტატიებს და ბლოგებს, ნახავთ ვიდეოებს, რომლებმაც შეიძლება ახალი იდეები შთაგაგონოთ.

ამავე საიტზე, რომელსაც ალბათ თქვენ კარგად იცნობთ, ბევრი გამოსადეგი რესურსიც დაგხვდებათ, მაგალითად, როგორ შეადგინოთ ბიუჯეტი, როგორ მართოთ ფულადი სახსრები თუ ადამიანური რესურსები, როგორ დაწეროთ ხელშკრულებები და რა სტრატეგია აირჩიოთ მარკეტინგსა თუ გაყიდვებში.

ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც თქვენი ბიზნესის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ახლა იწყებთ ბიზნესს.

თიბისი ბანკი კი აგრძელებს მცდელობას, რომ ყოველთვის იყოს თქვენი და თქვენი ბიზნესის საუკეთესო პარტნიორი.

www.businessregistration.ge

businessregistration.ge

ფოტოები: გიორგი ინდუაშვილი