სიახლეები

Space Farms - ჯანსაღი ბოსტნეულის გამოწერის სერვისი

tbc concept

მარტი 11, 2021

თანამედროვე სამყაროში მოსავლის მისაღებად აუცილებელი პირობა აღარ არის სახნავი, დასამუშავებელი მიწა, შესაბამისი ამინდი და მზის შუქი... ჯანსაღი ბოსტნეულისა და საკვები მცენარეების გამოზრდა ურბანულ გარემოში, უნიადაგოდაც სრულიად შესაძლებელია.


ამის კარგი მაგალითია Space Farms - თბილისის ცენტრში, ვერაზე, დახურულ სივრცეში გაშენებული მეურნეობა, სადაც კლასიკური მუსიკის ფონზე პესტიციდების გარეშე, ჯანსაღი ბოსტნეული და საკვები მცენარეები იზრდება.

ფოტო: ანი გაბაშვილი

Space Farms - სასტუმრო “სტამბაში” 150 კვადრატულ მეტრზე შვიდსართულადაა გაშენებული. ცოტა ალბათ უჩვეულოდ ჟღერს შვიდსართულიანი ფერმა, მაგრამ ასეა, ამას ვერტიკალური მეურნეობა ჰქვია. სწორედ ეს უნიკალური მეთოდი უზრუნველყოფს, პატარა სივრციდან საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, Space Farms-იდან დაახლოებით იმ რაოდენობა მოსავალს ვიღებთ, რასაც 1 ჰექტარი მიწიდან მივიღებდით.

უნიადაგოდ, პესტიციდების გარეშე ჯანსაღი მცენარეების გამოზრდა სპეციალური ტექნოლოგიების და LED განათების სისტემით ხდება.

ტუსია ღარიბაშვილი

ფოტო: თამუნა ბერაძე

Space Farms ტუსია ღარიბაშვილის შემოქმედებითობისა და დიდი შრომის შედეგია. ახალგაზრდა მეწარმემ “აჭარა ჯგუფის” მხარდაჭერით ინოვაციური მეურნეობა საქართველოში პირველმა შემოიტანა, დანერგა და სულ უფროდაუფრო ავითარებს. ახლა უკვე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერითა და კომპანია “ტეტრაგონის” დახმარებით, ტუსიამ ჩვენსა და “კოსმოსურ მეურნეობას” შორის საკომუნიკაციო არხი შექმნა - www.spacefarms.ge .


არ დაგაბნევთ, მარტივად გეტყვით, რომ დღეიდან უკვე შესაძლებელია, Space Farms-ის პროდუქციის გამომწერები გავხდეთ. ანუ, დავრეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე www.spacefarms.ge , ავირჩიოთ, თუ რა სახშირით გვინდა ბოსტნეულის სახლში მიღება და გამოვიწეროთ.

ჩვენ, როგორც Space Farms-ის გამომწერები, ავტომატურად, ჩვენი სურვილის მიხედვით თვეში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მივიღებთ 7 სახის ბოსტნეულს და ბონუსად ორ მცენარეს. ამასთან, Space Farms-ის ამანათს თან მოჰყვება რეცეპტი, თუ როგორ მოვამზადოთ კონკრეტული კერძი კონკრეტული მცენარის გამოყენებით.

ამ მთელ პროცესში ყველაზე უფრო საინტერესო ამბავი ის არის, რომ “კოსმოსურ ფერმაში” აღმოცენებული მცენარეები ჩვენამდე პირდაპირ სათბურიდან მოემგზავრებიან, თავიანთი ფესვებით, ცოცხლად, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურებისა და ჩარევების გარეშე. ბოსტნეული სპეციალური, მრავალჯერადი გამოყენების ზიპ შეფუთვით მოდის ჩვენამდე, და ასეთივე ფორმით, მარტივად, შეგვიძლია მაცივარში შევინახოთ.

ფოტო: ანი გაბაშვილი

უფრო მეტიც, Space Farms-ის ვებ-გვერდზე ჩვენ შეგვიძლია, შევიძინოთ Ceramic Studio-ს ხელნაკეთი კერამიკული ქოთნები, რომელშიც ამანათის სახით მიღებულ კოსმოსურ მცენარეებს დავაბინავთ, დროგამოშვებით წყალს დავუსხამთ და ბოსტნეულს ცოცხლად 2 კვირის განმავლობაში შევინარჩუნებთ. 


მოკლედ, www.spacefarms.ge ვირტუალური კოსმოსია, სადაც ერთი მარტივი გამოწერით, ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებთ. თიბისი კონცეპტის მომხარებლებს კი შესაძლებლობა გვაქვს, Space Farm-ის პროდუქციის გამოწერისას, პრომო კოდით 20%-იანი ფასდაკლებით ვისარგებლოთ.

ფოტო: ანი გაბაშვილი

Space Farms როგორც ჩვენს ჯანსაღ კვებაზე, ასევე საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზეც ზრუნავს და აგროკულტურის მოყვარულებს მასტერკლასებს წარმოგიდგენთ. მათ კი, ვისაც ურბანული მეურნეობის, როგორც ბიზნეს მოდელის შესწავლა სურს, Space Farms საკონსულტაციო მომსახურებას წარმოგიდგენთ.


ავტორი: გვანცა ფოცხვერია / AT.GE