ბიზნესი

როგორ შეიცვალა Soplidan.ge ბიზნესდაჯილდოება
 2019-ში გამარჯვების შემდეგ

Soplidan.ge ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულია ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის".

ოქტომბერი 12, 2020

ბიზნესდაჯილდოება 2020 დაიწყო. პროექტი, რომელიც მეხუთე წელია, ტარდება, თიბისი ბიზნესისთვის ფარგლებში ხორციელდება და ბიზნესსექტორის მხარდაჭერასა და განვითარებას ემსახურება.


წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან:


  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის;
  • ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის;
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის;
  • საუკეთესო ინოვაციებისთვის;
  • საუკეთესო სტარტაპისთვის.


პროექტი გამორჩეულია იმითაც, რომ გამარჯვებულ კომპანიებს თავად აქვთ საშუალება, აირჩიონ მათი ბრენდისათვის საჭირო ჯილდო: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია ან პროგრამული უზრუნველყოფა. 

რას ცვლის ბიზნესდაჯილდოება კომპანიების საქმიანობაში — როგორ ეხმარება მათ არჩეული პრიზი მომსახურების დახვეწასა და ახალი სერვისების მომხმარებლებისთვის შეთავაზებაში. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად On.ge გასული წლის ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიის — Soplidan.ge-ის — დირექტორსა და თანადამფუძნებელს, ნათია ნინიკელაშვილს, ესაუბრა.

ორი მეგობრის მიერ 2015 წელს დაფუძნებული ბრენდი ორიგინალური იდეით შეიქმნა — "შეესრულებინა ერთგვარი ხიდის ფუნქცია სოფელსა და ქალაქს შორის" და გაემარტივებინა მათ შორის ნატურალური პროდუქტის მოთხოვნა-მიწოდების პროცედურა. 


15 პროდუქტით დაწყებული საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სოფლიდან.ჯი ამ ტიპის ერთ-ერთ ყველაზე დიდი პლატფორმად იქცა, მათ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული სერვისი კი, როგორც აღმოჩნდა, იმდენად მაღალია, რომ ბრენდი ბიზნესდაჯილდოება 2019-ის პრიზიორი გახდა საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის. 


კომპანიამ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ბიზნესსაქმიანობისთვის შესაფერისი ჯილდო — ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი — აირჩია. საწყის ეტაპზე მყოფი თანამშრომლობა უკვე წარმატებულ შედეგებს მოასწავებს, სოფლიდან.ჯის კი ახალი სერვისებიც ემატება.


"გასულ წელს გაყიდვები ძალიან გაიზარდა, რაც, მეტწილად, პანდემიასთან იყო დაკავშირებული, რადგან კარანტინის პერიოდმა ჩვენი მომსახურება უფრო მოთხოვნადი გახადა", — ამბობს ნათია, — "ბიზნესდაჯილდოებაზე მოგებული პრიზი — ვებგვერდის განახლებული დიზაინი და აპლიკაცია — სატესტო რეჟიმშია გაშვებული და მალე გახდება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. ამასთან, გამარჯვებამ დადებითი გავლენა იქონია კომპანიის ცნობადობაზე — ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩვენ შესახებ".


ბრენდის ჩართულობით შექმნილი განახლებული დიზაინის მქონე ვებგვერდი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, ციფრულ სტრატეგიაზე მუშაობა კი, რაც განახლებული სერვისების რეკლამირებას მოიაზრებს, ნათიას თქმით, სწორედ ვებგვერდის გაშვების შემდეგ დაიწყება.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აპლიკაციის შექმნაც, რომელიც ბრენდს ამ ეტაპზე არ გააჩნია და მომხმარებელს მომსახურებით სარგებლობა სმარტფონიდან მხოლოდ ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია. 

გარდა მოგებული ჯილდოს ფარგლებში დაგეგმილი პროექტებისა, სოფლიდან.ჯი სხვა საინტერესო სიახლეების განხორციელებაზეც ფიქრობს. მათ უკვე გაიტანეს პროდუქტები გლოვოსა და ვოლტზე, რაც, ცხადია, გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მიწოდების სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და ბრენდი პარტნიორი კომპანიის პოვნას მოიაზრებს. ამ მიმართულებით სატესტო რეჟიმში უკვე თანამშრომლობენ ვოლტთან. 


კიდევ ერთი გამორჩეული სიახლეა ემიგრანტებისთვის პროდუქტების ერთგვარად ექსპორტზე გატანა. 


"საქართველოს ფოსტამ, რომელსაც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, სახმელეთო მიმოსვლა აქვს რამდენიმე ქვეყანასთან, შემოგვთავაზა იდეა, რომ სამ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს — იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი — ქართული პროდუქტი გავიტანოთ", — ამბობს ნათია, — "სწორედ საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით ვგეგმავთ ახალი კატეგორია დავამატოთ და ემიგრანტებმა შეძლონ, იყიდონ მონატრებული პროდუქტები, რომლებიც მალფუჭებადი არ არის. ამდენად, მომხმარებელს აღარ მოუწევს, წავიდეს ბაზარში, შეიძინოს პროდუქტი, მიიტანოს ფოსტაში და ამგვარად გაგზავნოს — ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენ გავუწევთ. ძალიან კარგი ტარიფებია და ვფიქრობ, მშვენიერი პროექტი გამოვა". 


Soplidan.ge-ის ამ და სხვა სიახლეებს თვალი შეგიძლიათ ადევნოთ სოციალური მედიის მათ არხებზე.


მანამდე კი, თუ გსურთ, თქვენი კომპანიის საქმიანობაც თიბისის ხელშეწყობით განვითარდეს და ახალ სიმაღლეზე გადავიდეს, ამის შესანიშნავ შესაძლებლობას ბიზნესდაჯილდოება 2020 აქ. ახლა გაძლევთ. რეგისტრაცია ვებგვერდზე ნოემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებული კომპანიები კი დეკემბრის თვეში გამოვლინდებიან.