თაობა სიახლეები

სოფო მღებრიშვილის სურვილების სია Extra.ge-ზე თიბისის Black Friday-ისთვის

თიბისის შავი პარასკევი

ნოემბერი 28, 2024

თუ შავ პარასკევს აუჩქარებლად, კომფორტულად შოპინგს ანიჭებ უპირატესობას, მაშინ ონლაინ სასურველი ნივთები შეძენა შენთვის ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა. 


თიბისი 29 ნოემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ობიექტში არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობას გაძლევს.


შეთავაზებების ფარგლებში თიბისის ნებისმიერი ბარათით ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას 100 ლარამდე თანხას, ხოლო თიბისი კონცეპტის ბარათებით - 200 ლარამდე თანხას მომენტალურად დაიბრუნებ ანგარიშზე.


ბლოგში სოფო მღებრიშვილი extra.ge-ზე შერჩეულ პროდუქტებს გიზიარებს. 


1. ლედ განათება & შტატივი

კონტენტის შექმნისას მისი ხარისხი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს, რასაც არამხოლოდ კამერა, არამედ განათება და კომპოზიცია განაპირობებს. ეს პროდუქტი ერთდროულად შტატივის და განათების ფუნქციას ითავსებს, რაც ყოველდღიურობაში მას პრაქტიკულად გამოსაყენებელ ნივთად აქცევს.

2. სამოგზაურო ნაკრები

არ აქვს მნიშვნელობა გრძელვადიანი მოგზაურობა გაქვს დაგეგმილი საზღვარგარეთ თუ უბრალოდ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ დასვენება, მსგავსი პატარა ზომის პროდუქტებისგან შემდგარი ნაკრები ჩანთის დამძიმებას აგარიდებს თავიდან და სივრცის მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობასაც მოგცემს.

3. გლოსი

ეს პროდუქტი პოპულარობას უკვე რამდენიმე წელია არ კარგავს, რასაც მისი ბიუჯეტური ფასი, მაღალი ხარისხი და ლოიალური მომხმარებლების არაერთი რეკომენდაცია განაპირობებს.

4. თმის ფენი-სავარცხელი

ყოველდღიურობის სწრაფ ტემპში სასურველ ვარცხნილობაზე დიდი დროის დახარჯვა ხშირად წარმოუდგენელია, სწორედ ყოველდღიურობის გამარტივებისა და დროის დაზოგვისთვისაა შექმნილი Sokany-ს ეს ფენი-სავარცხელი. კერამიკის მასალა ნაკლებად აზიანებს და უმოკლეს დროში აშრობს თმას. 



5. Rhode-ის ტელეფონის ქეისი

ტელეფონის ქეისი, ყოველთვის საჭირო აქსესუარია. Rhode-ის ტრენდული ქეისიკი ნებისმიერის სურვილების სიაშია.

შეარჩიე სასურველი პროდუქტები extra.ge-ზე, შეიძინე 29 ნოემბერს ონლაინ, ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით და დამატებით დაიბრუნე 30% თიბისის ნებისმიერი ბარათით.