კულტურა ბიზნესი სიახლეები

სეზონის ბოლო Taste Tbilisi I ფოტოშეჯამება

Taste Tbilisi 2021

ნოემბერი 01, 2021

16 ოქტომბერს მუთაიდში გაიხსნა ფესტივალი - გაუსინჯე თბილისს გემო, რომელიც სამი შაბათ-კვირის განმავლობაში მასპინძლობდა ნებისმიერი გემოვნებისთვის სასურველ საკვებ ობიექტებს და მცირე მეწარმეებს.

მუშთაიდის პარკის გემრიელი შუაგული ე.წ. "სთრით ფუდის" გამორჩეული წარმომადგენლებით იყო დატვირთული. ადგილზე შეხვდებოდით როგორც გოჭის თამთაკებსა და ჩიზზზის არაჩვეულებრივ აჭარულ ხაჭაპურებს, ასევე ჩეხურ-უნგრულ ტრადიციულ ტკბილეულს, ტრედელნიკებსა, თუ ჯეკუნას ვეგანურ სოკოს ნაგეთსის ბურგერებს.

ასევე, პროექტმა თავი მოუყარა ქართველ მცირე მეწარმეებს, რომლებიც სამი შაბათი-კვირის განმავლობაში საკუთარ ხელნაკეთი პროდუქტები გამოფინეს ჭამის ბაზრობაზე და მოსული სტუმრის თავგადასავალი კიდევ უფრო საინტერესო გახადეს.


ადგილზე მისვლამდე კი სტუმარს დრო რომ არ დაეკარგა, სტარტაპერი იყო მისი გიდი პარკის მადისაღმძვრელ გზაზე. ყოველი ვიქენდის წინ შეგეძლო ჩვენთან აღმოგეჩინა ის გასტრონომიული ობიექტები, რომლებიც დასვენების დღეებს თავის გემოს სძენდა.

გიზიარებთ გემრიელი სეზონის ბოლო შაბათი-კვირის ფოტოშეჯამებას - გაუსინჯე თბილისს გემო: 


ფოტო: ელენე შენგელია