სიახლეები

საუკეთესო მსოფლიოში

ნოემბერი 01, 2019

შექმნიდან 8 წლის შემდეგ, თიბისის მობაილბანკი საუკეთესოა მსოფლიოში - Global Finance -ის ეს აღიარება პირველია არა მარტო თიბისის, არამედ საქართველოსთვისაც. 

ის, რის გარეშეც დღეს ყოველდღიურობა წარმოუდგენელია, წლების წინ დაუჯერებელი იყო. ბანკი შენს ტელეფონში, რომელიც ყველა იმ ფინანსურ ოპერაციას ასრულებს, რისთვისაც ადრე რიგში იდექი; თავად აკონტროლებ შენს ხარჯებს და შემოსავლებს; ხედავ რაში რამდენი დახარჯე; არ დაგავიწყდება არც კომუნალურები, მეტიც, შეგიძლია ეს ავტომატურ გადარიცხვებში დაამატო და ჭკვიანი მობაილბანკი ისე იზრუნებს შენს კომფორტზე, რომ არც კი შეგაწუხებს. შეგიძლია მარტივად დააგროვო თანხა ანაბარზე და მიიღო შეთავაზებები და აქციები.


ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა 2010 წელს მიუნხენში, სტრატეგიულ სესიაზე თიბისის გუნდმა გადაწყვიტა, რომ მათი კონკურენტული უპირატესობა ციფრული არხები იქნებოდა და რაც მთავარია, მომდევნო წლებშიც ჯიუტად შეინარჩუნა ეს ფოკუსი, როგორც მენეჯმენტმა, ისე პატარა გუნდმა, ვინც მობაილბანკს ქმნიდა.


ვაჟა ბერიაშვილი

გადახდების განვითარების ლიგის ლიდერი

„ჩვენი წარმატების ფორმულა ის იყო, რომ კარგად გვქონდა გააზრებული მიზანი, შეგვექმნა საუკეთესო ციფრული გამოცდილება მომხმარებლებისთვის და გაგვემარტივებინა მათთვის ყოველდღიურობა. ავირჩიეთ და დავკონცენტრირდით ამ ციფრული პროდუქტების განვითარებაზე, შემოვიკრიბეთ მოტივირებული და გამოცდილი გუნდი, ასევე, ვთანამშრომლობდით საუკეთესო ვენდორებთან, რომლებთან ერთადაც გუნდურად ვმუშაობდით და ისინი უბრალოდ კი არ ასრულებდნენ ჩვენს დაკვეთას, არამედ უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ პროდუქტის შექმნაში. შემდეგ ჩვენ შემოვიტანეთ UX - ის კულტურა საქართველოში, ანუ მომხმარებელის გამოცდილებაზე დაკვირვება დავიწყეთ და მათ ინსაითებს ვიზიარებდით და ვნერგავდით. შესაბამისად, მობაილბანკი მუდმივად უმჯობესდებოდა.“

ზვიად წოწკოლაური

ინოვაციური გადახდების სერვის ექსპერტი

„როცა ვიწყებდით, ჩვენ არ ვუყურებდით ამ საქმეს, როგორც სამსახურს, ეს იყო ძალიან აზარტული გამოწვევა, რასაც ყველანი დიდი სიყვარულით ვაკეთებდით. ახლაც ასეა, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია და საქმისადმი მიდგომაც ასეთი გვაქვს, არცერთ ხარვეზს და პრობლემას გულგრილად არ ვტვოვებთ და რომელი საათიც არ უნდა იყოს, ვზრუნავთ უსწრაფესად მის აღმოფხვრაზე და უწყვეტ რეჟიმში მომხმარებლისათვის საუკეთესო ციფრული სერვისის მიწოდებაზე.“

თეა კობახიძე

მობაილბანკის გუნდის კაპიტანი 

„Global Finance-ი ბევრი კრიტერიუმით აფასებს ბანკებს. ერთ-ერთი მთავარი არის მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინება, რამდენად უსმენს ბანკი თავის მომხმარებლებს და ითვალისწინებს მათ საჭირობებს, ჩვენ მუდმივად ამას ვაკეთებთ, მუდმივად ვართ კავშირზე მომხმარებელთან. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ინოვაციურობა, ვცდილობთ, ყოველთვის ვიყოთ ინოვაციურები, მაგალითად, წელს დავამატეთ QR გადახდები და ხმოვანი ასისტენტი.“

გიორგი ვახტანგიშვილი

ციფრული სერვისების განვითარების სერვის ექსპერტი


„ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ის სიმარტივე და სისწრაფე, რაც აქვს მობაილბანკს, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ამასთან ერთად, ბანკისთვის უპირველესი არის უსაფრთხოება, რაშიც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.“


Global Finance-ი, რომელმაც თიბისის მობალბანკი საუკეთესოდ დაასახელა, საერთაშორისო ფინანსური ჟურნალია, რომელიც 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

თიბისის მობაილბანკის გუნდი

ავტორი: სოფო კვინტრაძე