კულტურა სიახლეები

სამცხე-ჯავახეთის ტური

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება.

ივლისი 31, 2023

საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა, ხშირად ყველაზე იდუმალი და ამოცნობი საიდუმლოს გამხელას გავს..


საიდუმლოს, რომელიც თითქოს აქამდეც ყურმოკვრით იცოდი, ახლა კი წარსულში, შენსავე წინაპართან პირისპირ შეხვედრას გთავაზობს..

ჩემს ქვეყანაში ყველაზე შთამბეჭდავ საიდუმლოებებს შორის, პირველ ადგილზე ჩემთვის ჯავახური „სფინქსი“ დგას.. რომელზეც სულ ახლახანს, მორიგი კონცეპტ თავგადასავლის, სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობის დაგეგმვისას ისტორიკოსმა და მკვლევარმა, ტურის მეგზურმა კუკური მეტრეველმა გვიამბო და საკუთარი არქივიდან შთამბეჭდავი ფოტოც გაგვიზიარა... 

„აბულის ციხის გვერდით არის დიდი კლდე, ეგვიპტური სფინქსის ფორმა აქვს, ეს კლდე ბუნებრივადაა ასეთი, თუ ადამიანის ხელი ურევია უცნობია, შესაძლოა იქ ადიოდნენ სალოცავად და მსხვერპლშესაწირად.... აბულის ციხე, ხომ უნიკალური ობიექტია, არამარტო საქართველოსთვის.


ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულია. 2 000 წელი აქეთ ქრისტესშობის მერე, 2000 წელი იქით .. სულ ცოტა 4 000 წლის წინანდელია.. მისტიური არ ხდება, რომ მსგავსი ობიეტები სხვა ქვეყნებშიც არის აღმოჩენილი, თუ კომუნიკაცია მაშინ არ იყო, როგორ შეიძლება აბულის ციხე გავდეს იმას, რაც არის ირლანდიაში..  შესაძლოა იყო ცივილიზაციები, რომლებიც მერე გადაშენდა.."

23-25 ივნისს „მოგზაურის“ და თიბისი კონცეპტის რიგით მესამე ერთობლივი თავგადასავალი - „მოგზაურობა მისტიკურ სამცხე-ჯავახეთში“ ნათია ფანჯიკიძის, ქეთი ბაქრაძის და კუკური მეტრეველის მეგზურობით ნამდვილად ჰგავდა მისტიკურ სიზმარს. რაშიც ჩვენი კონცეპტ მოგზაურებიც დამემომწმებიან. 


4 000 წლის წინ აგებული აბულის ციხეზე ასვლისას, დავრწმუნდით, რომ ის ნამდვილად ატარებს საუკუნეების მისტიკას და უამრავ კითხვას თუ პასუხს გთავაზობს ერთდროულად...

ნამდვილად ასე ყოფილა, სამშობლოს მოვლისას, თითქოს კარგად ნაცნობის სიღრმისეულ შეცნობას, ყველაზე სასიამოვნო სიამაყის განცდა ახლავს, რომ ეს გადასარევი ქვეყანა, მრავალფეროვანი ლანდშაპტით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მრავალეთნიკური კულტურით ჩვენია და ჩვენი ამბავი იდუმალი, შეუცნობელი წარსულიდან იწყება.

საუკუნოვან მემკვიდრეობაზე ზრუნვა კი ჩვენი ყველას საერთო საქმეა და წარულის ნაკვალევზე ხშირად მოუვლელი და თითქოს მიტოვებული კულტურული მემკვიდრეობა სევდას და დანაშაულის გრძნობას გიტოვებს.. 

 პრეისტორიული და ფეოდალური ხანის ძეგლების, აბულის ციკლოპური ციხის მისტიკის, ვარძიის სამ იარუსად ნაშენი კომპლექსის, სამსარის, საროს მოვლისას, ხერთვისისა და თმოგვის ციხეების ხილვისას, ჩვენს წინაშე ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ეპოქა გაცოცხლდა.

 

 მესხეთის უძველესი ისტორიის, მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების, სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური მრავალფეროვნების პარალელურად, გასტრო - კულტურული თავგადასავალი სამცხე-ჯავახეთში მესხური კულინარიული აღმოჩენებითაც იყო სავსე...  

„აი ეს არის ზუსტად საქართველო, რომ ასეთი უნიკალური ელემენტები გვაქვს ჩვენ გასტრონომიაში, რომელიც ჩვენი კულტურაცაა ასავე..


ფრანგმა მისიონერებმა შემოიტანეს საქართველოში და კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში ლოკოკინების კულტურა.


ჯავახეთში, შედარებით პატარა ზომისაა, ჩვენ კი რატომღაც პუტკუნებს მივეჩვიეთ საფრანგეთში“ - გვიყვებოდა ქეთი ბაქრაძე მესხური სამზარეულოს წარდგენისას. 

მესხური ლოკოკინების გარდა, ჩვენთვის შთამბეჭდავი ვარძია რეზორტის იასამნისფერი კარტოფილიც იყო. 

 ყოველდღიურობის რუტინიდან გაქცევაზე ოცნება, ხომ ყოველთვის მოგზაურობაზე ფიქრია.. რომელიც უმეტესად შორეულ ოცნებად რჩება, რადგან, თავში მოგზაურობის სურათი დიდი ჩემოდნით,  პასპორტით და თვითმფრინავის სავარძლებით დგება... შვებულებამდე კი რამდენიმე კვირა და ზოგჯერ თვეა...  


რატომღაც გვავიწყდება, რომ მოგზაურობა ჩვენივე ქვეყანაშიც არანაკლებ ჯადოსნური და შთამბეჭდავია და ორდღიანი მარტივი გასვლაც კი ხშირად ძალების აღსადგენად სრულიად საკმარისი და ზოგჯერ აუცილებელიცაა... 

აღმოჩნდება, რომ ჩვენივე სამშობლოში ნანახი არ გვაქვს ის, რისი ნახვაც სულ გვინდა და სულ გვგონია, რომ გვაქვს ხვალინდელი დღე..


... ყველა ახალი შთაბეჭდილება , ეს არის ცხოვრების გახანგრძლივება, რადგან ჩვენ იმდენხანს ვცხოვრობთ, რამდენ შთაბეჭდილებასაც ვიღებთ და რამდენ ემოციურ კავშირსაც ვამყარებთ სიცოცხლისთან“ - ახალ შთაბეჭდილებებს, არათუ განტვირთვის, უფრო მნიშვნელოვანის მოცემაც რომ შეუძლია, პროფესიულად დაგვიდასტურა სამცხე-ჯავახეთის კონცეპტ თავგადასავლის მეგზურმა, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემაც..

სამცხე-ჯავახეთის ყველაზე გრძელი , გაშლილი ლანდშაპტების, ოქროსფერი მთების, საქართველოში უდიდესი ტბების, დუხობორების ყველაზე ფერადი სახლების ზღაპრების, ტერასებად შეფენილი ვენახების, მესხური კულინარიის, ეთნიკური მრავალფეროვნების კვალზე კონცეპტისა და „მოგზაურის“ტური დაუვიწყარი და ერთმანეთისგან განსხვავებული შთამბეჭდილებებით სავსე გამოდგა..


წინ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობაა, ძლევამოსილი საქართველოს ისტორიულ მიწაზე, რომელიც დღემდე ბაგრატიონების დინასტიის ისტორიას და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს...

ავტორი: